შპს „საქართველო ღვინის აკვანი“
თეთრი ქაღალდი
4 აპრილი 2023

GCWine (GCW) ტოკენი არისUtility ტოკენი და გახდება ხიდი რეალურ ბიზნესსა და ციფრულ სამყაროს შორის

1. გაფრთხილება რისკების შესახებ და პასუხისმგებლობის გამორიცხვა
1.1. შპს საქართველო ღვინის აკვანი საქართველოში დაარსებული ფირმაა, რომელიც ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
1.2. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე Whitepaper, რათა სრულად გაიაზროთ ჩვენს პროექტთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები.
1.3. წინამდებარე Whitepaper-ზე ნებისმიერი ფორმის წვდომით თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით შემდეგს:
1.3.1. თქვენ ყურადღებით წაიკითხეთ ეს Whitepaper;
1.3.2. თქვენ სრულად გააზრებული გაქვთ ამ Whitepaper-ის თითოეულ პუნქტში მოცემული ინფორმაცია;
1.3.3. თქვენ აშკარად და ერთმნიშვნელოვნად ეთანხმებით ამ Whitepaper-ის თითოეულ პუნქტში მოცემულ ინფორმაციას;
1.3.4. ამ Whitepaper-ის არცერთი დებულება არ არის ბუნდოვანი ან/და შეცდომაში შემყვანი;
1.3.5. GCW ტოკენების განაწილებას ანუ ტოკენომიკას.
1.4. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე Whitepaper-ში აღწერილი რისკფაქტორები არის ჩვენს გონივრულ კონტროლს მიღმა და არ არის წინასწარ განჭვრეტადი, რადგან ბლოკჩეინი, სმარტ კონტრაქტი და უახლესი თაობის ინტერნეტი (Web 3.0) არის ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფი ტექნოლოგიები, რომლებიც განიცდის მუდმივ ევოლუციას. ციფრული აქტივებით ვაჭრობა არის ძალიან სარისკო საქმიანობა, რამაც შეიძლება დიდი ზარალი გამოიწვიოს. ციფრული აქტივების ღირებულება შესაძლოა დაექვემდებაროს მნიშვნელოვან რყევებს, რადგან კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს რომელიმე სახელმწიფოს ცენტრალური ბანკის ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოშვებულ ფულს, აგრეთვე სახელმწიფოების აბსოლუტურ უმრავლესობაში კრიპტოვალუტა არ არის აღიარებული ვალუტად ან გადახდის კანონიერ საშუალებად და ციფრული აქტივების, მათ შორის, კრიპტოვალუტების უმრავლესობა არ არის გამყარებული რაიმე სხვა აქტივით. აღნიშნული რყევების გამო ციფრულ აქტივებში ნებისმიერი ინვესტიციის განმახორციელებელ ნებისმიერ პირს შესაძლოა მიადგეს ისეთი ზიანი, მათ შორის, ისეთი ფინანსური ზიანი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პირის მიერ ინვესტირებული თანხის ან/და ციფრული აქტივ(ებ)ის მთლიანად დაკარგვა ან/და გაუფასურება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი, ხოლო თქვენ არ გექნებათ ჩვენ მიმართ არანაირი მოთხოვნის უფლება იმ ზიანთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მოგადგეთ იმის გამო, რომ ჩვენს პროექტთან დაკავშირებით განახორციელეთ ბიზნესის, საინვესტიციო ან/და სამართლებრივი თვალსაზრისით რელევანტური რაიმე ქმედება, მათ შორის, იმის გამო, რომ მოახდინეთ ჩვენს პროექტში თანხის ან/და ციფრული აქტივ(ებ)ის ინვესტირება.
1.5. ამ Whitepaper-ში მოცემული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებამ შესაძლოა მოგაყენოთ ზიანი, მათ შორის, ფინანსური ზიანი. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა და თქვენ არ გექნებათ არანაირი მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, გაიაზრეთ თუ არა ყველა რისკი და გაეცანით თუ არა ამ Whitepaper-ს, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ჩვენს ვებგვერდზე – gcwine.io .
1.6. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდოთ GCW ტოკენ(ებ)ი, თუ სრულად იაზრებთ და მზად ხართ, იტვირთოთ GCW ტოკენის ყიდვაში თქვენ მიერ ინვესტირებული თანხის ან/და ციფრული აქტივ(ებ)ის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვის რისკი. ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, ხოლო თქვენ არ გექნებათ ჩვენ მიმართ არანაირი მოთხოვნის უფლება ნებისმიერი ზიანისთვის, მათ შორის, ფინანსური ზიანისთვის, რომელიც შეიძლება მოგადგეთ ჩვენს პროექტში თანხის ან/და ციფრული აქტივ(ებ)ის ინვესტირებით.
1.7. გთხოვთ, ნუ განახორციელებთ GCW ტოკენთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს, მათ შორის, ნუ იყიდით GCW ტოკენს, თუ არ ხართ ინფორმირებული GCW ტოკენისა და ჩვენი სერვისების შესახებ, ასევე უნდა ერკვეოდეთ ზოგადად კრიპტოვალუტებისა და მათთან დაკავშირებული სერვისების არსში და რისკებში. GCW ტოკენთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელების, მათ შორის, GCW ტოკენის ყიდვის შემთხვევაში თქვენ ინფორმირებული უნდა იყოთ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ არის შექმნილი GCW ტოკენი, როგორ ხდება მისი შენახვა და სხვა პირ(ებ)ისთვის გადაცემა.
2. პირადი გასაღების (Private key) კონტროლი
2.1. გთხოვთ, BNB გადარიცხოთ მხოლოდდამხოლოდ იმ საფულიდან, რომლის პირად გასაღებსაც (Private key-ს) აკონტროლებთ და მხოლოდ BEP-20 ტოკენის სტანდარტით. არავითარ შემთხვევაში არ გადარიცხოთ რომელიმე კრიპტო გაცვლითი პლატფორმიდან (ე.წ. Exchanger-იდან) ან/და ბაზრიდან. ეს გამოიწვევს თქვენი ტოკენების დაკარგვას, რაზეც პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ.
3. გთხოვთ, ჩაატაროთ თქვენი საკუთარი კვლევა
3.1. ჩვენ მოგიწოდებთ, ჩაატაროთ თქვენი დამოუკიდებელი კვლევა, მათ შორის, მიმართოთ პროფესიონალ მრჩევლებს წინამდებარე Whitepaper-ში მოცემული ინფორმაციის შეფასებისას და თქვენ მიერ ჩვენს პროექტთან დაკავშირებით ბიზნესის, საინვესტიციო და სამართლებრივი თვალსაზრისით რელევანტური ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე ან/და ქმედების განხორციელებამდე, მათ შორის, GCW ტოკენის ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. ასეთი დამოუკიდებელი კვლევის ჩატარებისა და მის საფუძველზე რაიმე გადაწყვეტილების მიღების ან/და ნებისმიერი ქმედების განხორციელების პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ.
3.2. ჩვენ მოგიწოდებთ, წინამდებარე Whitepaper-ში მოცემული ინფორმაციის შეფასებისას და თქვენ მიერ ჩვენს პროექტთან დაკავშირებით ბიზნესის, საინვესტიციო და სამართლებრივი თვალსაზრისით რელევანტური ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე ან/და ქმედების განხორციელებამდე, მათ შორის, GCW ტოკენის ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოთ მაღალკვალიფიციურ იურიდიულ მრჩეველს, რამდენადაც წინამდებარე Whitepaper-ში მოცემული ინფორმაცია სამართლებრივი თვალსაზრისით არ ყოფილა განხილული არცერთი შესაბამისი პირის ან/და ორგანოს მიერ, გარდა ჩვენი გუნდის იურიდიული მრჩეველებისა.
3.3. თქვენ მიერ ჩვენს პროექტთან დაკავშირებით ბიზნესის, საინვესტიციო და სამართლებრივი თვალსაზრისით რელევანტური ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, მათ შორის, GCW ტოკენის ყიდვისას, იგულისხმება, რომ თქვენ ჩაატარეთ წინასწარი დამოუკიდებელი კვლევა იმ რისკების შესახებ, რომლებიც ახასიათებს ციფრული აქტივებს, მათ შორის, GCW ტოკენს და ციფრული აქტივების საშუალებით განხორციელებად სერვისებს, მათ შორის, ჩვენს სერვისებს. ჩვენ ვთავისუფლდებით ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, ხოლო თქვენ არ გექნებათ ჩვენ მიმართ არანაირი მოთხოვნის უფლება ნებისმიერი იმ შესაძლო ზიანის გამო, რომელიც შეიძლება მოგადგეთ იმ მიზეზით, რომ არ ჩაატარეთ ასეთი დამოუკიდებელი კვლევა ან/და ისარგებლეთ ჩვენი სერვისებით, მათ შორის, იყიდეთ GCW ტოკენი შესაბამისი რისკების გააზრების გარეშე.
4. გარანტიების არარსებობა
4.1. წინამდებარე Whitepaper-ის 1.3. და 1.5. პუნქტების გათვალისწინებით, ჩვენ ვერ ვიძლევით ვერანაირ გარანტიას და ვერ გავცემთ რაიმე სახის დაპირებას ჩვენი პროექტის წარმატებისა და ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი ასპექტის შესახებ.
4.2. თუ მოხდება წინამდებარე თავში მოცემული რისკების პრაქტიკული რეალიზება და ამის გამო ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მიადგება რაიმე სახის ზიანი, ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობას და არავის ექნება ჩვენ მიმართ რაიმე მოთხოვნის უფლება.
4.3. ჩვენ ვერ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ დროის რომელიმე მომენტში GCW ტოკენი იქნება ლიკვიდური ან/და მას ექნება სტაბილური საბაზრო ღირებულება, GCW ტოკენისთვის დროის რომელიმე მომენტში იარსებებს აქტიური, ლიკვიდური ან/და სტაბილური ბაზარი ან/და დროის რომელიმე მომენტში არ იარსებებს GCW ტოკენის ღირებულების შემცირების ან მისი ღირებულების გაუფასურების საფრთხე.
4.4. ჩვენ ვერ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ თქვენს საკუთრებაში არსებულ GCW ტოკენ(ებ)ს ექნება რაიმე ღირებულება ICO-ს დამთავრებისა და ბაზარზე განთავსების (ე.წ დალისტვის) შემდეგ. შესაბამისად, თქვენ შეიძლება მთლიანად დაკარგოთ თქვენ მიერ ინვესტირებული თანხა ან/და ციფრული აქტივ(ებ)ი, რომლებსაც უკან ვეღარ დაიბრუნებთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, ხოლო თქვენ არ გექნებათ ჩვენ მიმართ რაიმე მოთხოვნის უფლება.
4.5. კრიპტოაქტივების გაცვლის რომელიმე პლატფორმაზე/პლატფორმებზე GCW ტოკენის განთავსება (ე.წ დალისტვა) ან/და ასეთ პლატფორმაზე/პლატფორმებზე ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ GCW ტოკენით ვაჭრობა თქვენი მხრიდან არ უნდა იქნეს აღქმული ან/და განმარტებული ისე, თითქოს GCW ტოკენს აქვს რაიმე სახის უპირატესობა სხვა ციფრულ აქტივებთან შედარებით. ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ ციფრული აქტივების რომელიმე ბაზრის მდგომარეობა ან/და GCW ტოკენის სამომავლო ღირებულება ასეთ ბაზარზე და არ ვაკეთებთ არანაირ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით
4.6. არ არსებობს იმის გარანტია, რომ ამ Whitepaper-ის ან მისი რომელიმე ნაწილის გამოყენება მოგიტანთ ფინანსურ ან სხვა სახის სარგებელს ან უზრუნველყოფს ამ Whitepaper-ში აღწერილი მიზნების ან/და პოტენციური შედეგების მიღწევას.
4.7. წინამდებარე Whitepaper არ შეიცავს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის ფინანსური პრობლემ(ებ)ის გადაჭრის გზებს და ის არც შეიძლება იყოს ამგვარად აღქმული ან/და განმარტებული.
4.8. GCW ტოკენთან დაკავშირებით ნებისმიერი ქმედების განხორციელება, მათ შორის, მისი ყიდვა არ არის და არც შეიძლება იქნეს აღქმული ან/და განმარტებული როგორც ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის ფინანსური პრობლემ(ებ)ის გადაჭრის გზა. ჩვენს პროექტში თქვენ მიერ ინვესტიციის შესაძლო განხორციელება მხოლოდ თქვენი რისკია და ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ.
4.9. თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით იმას, რომ ჩვენი არცერთი სერვისი ან/და GCW ტოკენი თქვენ მიერ არ იქნება აღქმული ან/და განმარტებული ისე, თითქოს ეს სერვისი ან/და GCW ტოკენი საშუალებას გაძლევთ, რაიმე ფორმით მიიღოთ რაიმე სახის მოგება ან რაიმე წილი ასეთი მოგებიდან, რაიმე სახის შემოსავალი რომელიმე ფორმით ან სხვა გადახდები ან ანაზღაურება.
4.10. ჩვენ არანაირი ფორმით არ გპირდებით და თქვენც არ მოახდენთ ისეთ ინტერპრეტაციას, თითქოს ჩვენ რაიმე ფორმით გპირდებით ჩვენი რომელიმე სერვისის ან რომელიმე ციფრული აქტივის საშუალებით რაიმე სახის მოგების ან ასეთი მოგებიდან წილის, შემოსავლის, სხვა გადახდების ან ანაზღაურების მიღებას.
4.11. ის ფაქტი, რომ შპს საქართველო ღვინის აკვანს ჰყავს გუნდი, რომელიც მუშაობს GCWine-ის პროექტზე, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა შეიძინოთ GCWine (GCW) ტოკენი ან განახორციელოთ რაიმე სახის ინვესტიცია.
4.12. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი იმ გაყინული ტოკენების ღირებულების შესაძლო რყევებთან, შემცირებასთან ან/და გაუფასურებასთან დაკავშირებით, მათ შორის, კრიპტოაქტივების გაცვლის პლატფორმებზე (ე.წ Exchanger-ებზე) განთავსების (ე.წ დალისტვის) შემდეგ, რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცემა ჩვენი გუნდის წევრებს ან/და ჩვენს პარტნიორებს და გაიყინება 3 წლის ვადით.
5. Whitepaper-ის საინფორმაციო ხასიათი
5.1. ყველაფერი, რასაც ამ Whitepaper-ის საშუალებით გაეცნობით, არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის და მის შინაარსზე დაყრდნობა არ შეიძლება. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას ამ Whitepaper-ში მოცემული ინფორმაციის სისწორესა და ვარგისიანობაზე, მასში არსებულ შეცდომებსა და უზუსტობებზე.
5.2. თქვენ ეცნობით და ენდობით ამ Whitepaper-ში მოცემულ ინფორმაციას მხოლოდ თქვენი რისკით. თქვენ მიერ ამ Whitepaper-ში მოცემული ნებისმიერი ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით ან/და მიზნით გამოყენება მხოლოდ თქვენი პირადი რისკია და ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ თქვენ.
6. არანაირი ფასიანი ქაღალდების შეთავაზება
6.1. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ GCW ტოკენი არ არის ფასიანი ქაღალდი ან ნებისმიერი სხვა ფინანსური ინსტრუმენტი.
6.2. GCW ტოკენის ყიდვით თქვენ ყიდულობთ მხოლოდ ამ ტოკენს. თქვენ მიერ GCW ტოკენის ყიდვა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ იღებთ რაიმე უფლებას შპს საქართველო ღვინის აკვანის წილზე ან მის რომელიმე სხვა აქტივზე.
6.3. შპს საქართველო ღვინის აკვანის მიერ GCW ტოკენთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების განხორციელება, მათ შორის, GCW ტოკენების პირველადი შეთავაზება (ICO), არ არის ფასიანი ქაღალდების გამოშვება ან შეთავაზება და არც შეიძლება ასეთად იყოს აღქმული ან/და განმარტებული.
7. არანაირი ოფიციალური დოკუმენტი, შეთავაზება, თხოვნა ან რჩევა
7.1. წინამდებარე Whitepaper არ წარმოადგენს რაიმე სახის ოფიციალურ ან/და სამართლებრივად მბოჭავ დოკუმენტს, მათ შორის, ხელშეკრულებას, ემისიის პროსპექტს, მემორანდუმს, ბიზნეს-გეგმას ან/და ბიზნეს-პრეზენტაციას და არც შეიძლება ასეთად იქნეს აღქმული ან/და განმარტებული.
7.2. წინამდებარე Whitepaper არ წარმოადგენს რაიმე სახის რჩევას, მათ შორის, ფინანსურ, საინვესტიციო, საგადასახადო, სავაჭრო ან/და იურიდიულ რჩევას და არც შეიძლება ასეთად იქნეს აღქმული ან/და განმარტებული. მსგავსი რჩევ(ებ)ის მისაღებად, მათ შორის, იმის შესახებ, შეიძინოთ თუ არა GCW ტოკენი, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველ(ებ)ს.
7.3. ამ Whitepaper-ში მოცემული ინფორმაცია არ არის და არც მომავალში იქნება რაიმე სახის შეთავაზება, თხოვნა ან რჩევა იმის შესახებ, რომ თქვენ იყიდოთ ან გაყიდოთ რაიმე აქცია, სხვა ფასიანი ქაღალდი ან ნებისმიერი სხვა ფინანსური ინსტრუმენტი, მათ შორის, GCW ტოკენი, ან სხვა ციფრულ აქტივ(ებ)თან შედარებით რაიმე უპირატესობა მიანიჭოთ რომელიმე ციფრულ აქტივს, მათ შორის, GCW ტოკენს.
7.4. წინამდებარე Whitepaper არ არის გამიზნული იმისთვის, რომ თქვენ მოგაწოდოთ რაიმე სახის მომსახურება, მათ შორის, საინვესტიციო მომსახურება ან რაიმე სახის რჩევები, მათ შორის, რჩევები ინვესტირებასთან დაკავშირებით რომელიმე ქვეყანაში ან რომელიმე ტერიტორიაზე.
8. ინფორმაცია და განცხადებები, რომლებიც არ არის გაცემული ან/და გაკეთებული ჩვენ მიერ ან/და ჩვენი სახელით
8.1. არავინ, მათ შორის, შპს საქართველო ღვინის აკვანის გუნდის წევრები, არ არის უფლებამოსილი, ჩვენს ვებგვერდზე ან/და მის მიღმა შპს საქართველო ღვინის აკვანთან ან/და მის ბიზნესთან დაკავშირებით დაკავშირებით გასცეს რაიმე ისეთი ინფორმაცია ან გააკეთოს რაიმე ისეთი განცხადება ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ვითარებაში, მათ შორის, საჯაროდ (რეალურ ან/და ვირტუალურ სივრცეში), რომელსაც არ შეიცავს ეს Whitepaper ან/და იძლევა ისეთი ინტერპრეტაციის გაკეთების საშუალებას, რომელიც ეწინააღმდეგება წინამდებარე Whitepaper-ში მოცემულ რომელიმე დებულებას.
8.2. არავის, მათ შორის, შპს საქართველო ღვინის აკვანის გუნდის წევრებს, არ აქვს უფლება, ჩვენს ვებგვერდზე ან/და მის მიღმა ფიზიკური ან/და იურიდიული პირ(ებ)ის მიმართ გააკეთოს ისეთი განცხადებები, რომლებიც აღნიშნულ პირებს არასწორ წარმოდგენებს შეუქმნის GCW ტოკენის შესახებ, მათ შორის, შეუქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს GCW ტოკენის ფასი გაიზრდება და აღნიშნულს მოჰყვება ამ პირ(ებ)ის გამდიდრება.
8.3. თუ რომელიმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი გასცემს ასეთ ინფორმაციას ან/და გააკეთებს ასეთ განცხადებას, ეს ინფორმაცია ან/და განცხადება არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც შპს საქართველო ღვინის აკვანის მიერ ავტორიზებული ან/და მისი სახელით გაცემული ან/და გაკეთებული.
8.4. თქვენ არ უნდა დაეყრდნოთ ასეთ ინფორმაციას ან/და განცხადებას. ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი ნებისმიერი იმ ზიანის გამო, რომელიც შესაძლოა მოგადგეთ იმ მიზეზით, რომ დაეყრდენით ასეთ ინფორმაციას ან/და განცხადებას, წინა პუნქტებში მოცემული გაფრთხილებების მიუხედავად.
9. გაფრთხილება მომავალზე ორიენტირებული განცხადებების/ხედვების შესახებ
9.1. წინამდებარე Whitepaper-ში წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ეხება შპს საქართველო ღვინის აკვანის ბიზნესს, არის სამომავლო გეგმები. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, შპს საქართველო ღვინის აკვანის მიზნები, გეგმები, ბიზნესსტრატეგია და სხვა. გთხოვთ, წინამდებარე Whitepaper-ში მოცემულ ინფორმაციას ნუ განიხილავთ როგორც რაიმე სახის დაპირებას ან რჩევას. მომავალზე ორიენტირებული განცხადებები აქტუალურია მხოლოდ მათი გაკეთების თარიღისთვის.
9.2. მომავალზე ორიენტირებული განცხადებები მოიცავს რისკებს. არსებობს იმის რისკი, რომ წინასწარ გათვლილი პროგნოზები არ გამართლდეს და, შესაბამისად, მომავლის ხედვები ვერ იქნას მიღწეული და შესრულებული. ინვესტორებმა უნდა გააცნობიერონ, რომ რეალურად შეიძლება დადგეს მომავალზე ორიენტირებული განცხადებებით გათვალისწინებულისგან არსებითად განსხვავებული (მათ შორის, უარყოფითი თვალსაზრისით განსხვავებული) შედეგი. ასეთ შემთხვევაში თუ მოგადგებათ რაიმე სახის ზიანი, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, ხოლო თქვენ არ გექნებათ არანაირი მოთხოვნის უფლება ჩვენს მიმართ.
10. GCWine (GCW) ტოკენის ყიდვის უფლებამოსილება
10.1. თქვენ უფლება გაქვთ, იყიდოთ GCW ტოკენი, თუ არ ხართ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, რეზიდენტი ან/და არ გაქვთ ე.წ. მწვანე ბარათი.
10.2. თქვენ აგრეთვე უფლება გაქვთ, იყიდოთ GCW ტოკენი, თუ არ ხართ რომელიმე იმ სახელმწიფოს მოქალაქე ან რეზიდენტი, რომელიც მოცემულია ჩვენი ვებგვერდის წესებსა და პირობებში (https://gcwine.io/terms-and-conditions/), აკრძალული იურისდიქციების თავში.
11. Whitepaper-ის გავრცელების შეზღუდვა
11.1. გაფრთხილებთ, რომელიმე სახელმწიფოში ან ტერიტორიაზე თქვენ მიერ ამ Whitepaper-ის გავრცელება შეიძლება იყოს შეზღუდული ან/და ეწინააღმდეგებოდეს ადგილობრივ კანონმდებლობას. თუ თქვენ მაინც განიზრახეთ ამ Whitepaper-ის რაიმე ფორმით გავრცელება, მხოლოდ თქვენ იქნებით პასუხისმგებელი შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვაზე.
12. სხვადასხვა დებულება
12.1. შპს საქართველო ღვინის აკვანი არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
12.2. თქვენ ეთანხმებით და არ გაქვთ არანაირი პრეტენზია GCWine-ის გეგმებთან, მიზნებთან, ხედვებთან, საგზაო რუკასთან (Roadmap), ტოკენების განაწილებასთან (ტოკენომიკასთან) ან/და ნებისმიერ სხვა მსგავს ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენი შეხედულებისამებრ და რომლებიც შეიძლება მოცემული იყოს GCWine-ის თეთრ ქაღალდში (Whitepaper) ან/და ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომ ნებისმიერ სხვა დოკუმენტში ან/და ინფორმაციაში.
12.3. ეს WHITEPAPER შესაძლებელია მომზადებული/თარგმნილი იყოს სხვადასხვა ენაზე. ამ ვერსიებს შორის თარგმნის და სხვა უზუსტობების/შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ვერსიას.
12.4. შპს საქართველო ღვინის აკვანი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს, დაამუშაოს ან/და გადააკეთოს წინამდებარე Whitepaper. აღნიშნული ცვლილებების შესახებ შეტყობინება გამოქვეყნდება GCWine-ის სოციალური ქსელების გვერდ(ებ)ზე და არხ(ებ)ზე. განახლებული Whitepaper ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებგვერდზე.
13. რა არის Utility ტოკენი?
13.1. როგორც აღინიშნა, შპს საქართველო ღვინის აკვანის კრიპტოვალუტა GCWine (GCW) არის ტოკენი. ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებელია მოკლედ მიმოხილულ იქნას, რა განსხვავებაა ტოკენსა და კოინს შორის.
13.2. ტოკენი არის უკვე შექმნილი კოინის (მაგალითად, ETH (ERC-20), BNB (BEP-20)) ბლოკჩეინზე ან სხვა ბლოკჩეინზე დამზადებული ციფრული ერთეული. ტოკენს არ სჭირდება საკუთარი ბლოკჩეინი. ის იქმნება სპეციალური კოდის, სმარტ კონტრაქტის მეშვეობით. GCW ტოკენის სმარტ კონტრაქტის მისამართი და DEX-ის სმარტ კონტრაქტის მისამართი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე (მის მთავარ გვერდზე) – https://gcwine.io/ .
13.3. არსებობს ტოკენების სხვადასხვა სახეობა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ე.წ. Utility ტოკენი (სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „გამოყენებადი ტოკენი“). Utility ტოკენი გაძლევთ წვდომას ფირმის პროდუქტებზე ან/და სერვისებზე. GCWine (GCW) ტოკენიც არის Utility ტოკენი.
14. რა არის GCWine (GCW) ტოკენი?
14.1. GCWine (GCW) არის utility ტოკენი, რომელიც გახდება ხიდი რეალურ ბიზნესსა და ციფრულ სამყაროს შორის. ამას მიღწევას ვაპირებთ, პირველ რიგში, ქართული ღვინის საზღვარგარეთ გატანით და გაყიდვით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – საკუთარი ღვინის წარმოებით და სასურსათე ბიზნესში ჩართვით.
14.2. ტოკენის სახელწოდების (GCWine) პირველი ორი ასო (G და C) არის ჩვენი პროექტის სახელწოდების (“საქართველო ღვინის აკვანი” – “Georgia Craddle of Wine”) ინიციალები, ხოლო “Wine” ტოკენის სახელწოდებაში ჩასმულია მთლიანად, რადგან ღვინო იქნება პირველი, რასაც GCWine (GCW) ტოკენის საშუალებით შეიძენთ. GCWine (GCW) ტოკენი პროგრამირებულია BNB (BEP-20) Smart Chain-ზე.
15. რატომ ავირჩიეთ BNB (BEP-20) სმარტ ჩეინი?
15.1. ჩვენ ავირჩიეთ BNB (BEP-20) სმარტ ჩეინი, რადგან არის საკმოდ განვითარებული, გადარიცხვების მხრივ ხელმისაწვდომი და კომფორტული. რა თქმა უნდა, ETH (ERC-20) არის ერთ-ერთი წამყვანი სმარტ კონტრაქტებს შორის, თუმცა გადახდების კუთხით მაინც არ არის საკმარისად ეფექტური. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ BNB (BEP-20) სმარტ ჩეინი, რომელიც ფაქტობრივად არაფრით ჩამოუვარდება ETH-ს (ERC-20-ს).
16. რატომ გადავწყვიტეთ GCWine (GCW) ტოკენის შექმნა და მისი პირველადი შეთავაზების (ICO-ს) განხორციელება?
16.1. შპს საქართველო ღვინის აკვანის დამფუძნებელი და დირექტორი უშანგი მატიაშვილი თავის ოჯახთან ერთად ბავშვობიდან ჩართულია უძველესი ტრადიციული მეთოდით ღვინის დამზადებაში. მან მთელი გულით შეიყვარა მეღვინეობა და მიზნად დაისახა, თავის გუნდთან ერთად შეექმნა ისეთი რამ, რაც მსოფლიოს წინაშე სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩენდა ქართულ ღვინოს და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს.
16.2. მომდევნო საკითხი იყო შემდეგი: კონკრეტულად რა უნდა ყოფილიყო წინა პუნქტში აღნიშნული „სრულიად ახალი კუთხე“? ეს უნდა ყოფილიყო ინოვაციური, პრაქტიკული და ახლო მომავალზე ორიენტირებული რამ. აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს ახალი ტექნოლოგიები – ბლოკჩეინი, სმარტ კონტრაქტი და, ზოგადად, მე-3 თაობის ინტერნეტი (Web 3.0). ასე დაიბადა პროექტ GCWine-ის (და, შესაბამისად, GCWine (GCW) ტოკენის) შექმნის იდეა. ეს არჩევანი განპირობებული იყო იმითაც, რომ უშანგის ასევე აქვს კრიპტოაქტივებში ინვესტირებისა და კრიპტოაქტივებით ვაჭრობის დიდი გამოცდილება.
16.3. GCWine (GCW) ტოკენის შექმნით ერთმანეთს დაუკავშირდა ქართული მეღვინეობა და თანამედროვე ტექნოლოგიები. აქედან გამომდინარეობს ორი სარგებელი:
16.3.1. ქართული მეღვინეობა გლობალურად წარმოჩნდება როგორც მუდმივად მზადმყოფი ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის.
16.3.2. რეალურ ბიზნესთან ახალი ტექნოლოგიების ისეთი ინტეგრირება, როგორც ეს ხდება GCWine (GCW) ტოკენის შემთხვევაში, არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი ტექნოლოგიების (ამ შემთხვევაში – კრიპტოვალუტების) გამოყენების ხელშეწყობისთვის.
16.4. მომდევნო ნაბიჯია GCWine (GCW) ტოკენის ბაზართან დაკავშირება და ბიზნესში ჩართვა, რათა მან იფუნქციონიროს როგორც საგადახდო ტოკენმა. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ ICO-ს განხორციელება. გაყიდული ტოკენებიდან შემოსული თანხით დავკავდებით ჩვენი საყვარელი საქმით, მეღვინეობით, იმავდროულად კი GCWine (GCW) ტოკენი გამოყენებული იქნება როგორც გადახდის საშუალება. სწორედ GCWine (GCW) ტოკენის საგადახდო ფუნქცია იქნება დეტალურად განხილული წინამდებარე Whitepaper-ის მომდევნო თავში.
16.5. ICO-ს მიმდინარეობა:
16.5.1. ICO ს დასაწყისი: 1 სექტემბერი, 2022;
16.5.2. კერძო გაყიდვები: 1 სექტემბერი, 2022 – 30 ნოემბერი, 2022;
16.5.3. საჯარო გაყიდვები: 1 დეკემბერი, 2022 – 30 ნოემბერი, 2023;
16.5.4. ბაზარზე განთავსება: 2023 წლის 1 დეკემბრიდან.
17. GCWine (GCW) ტოკენის საგადახდო ფუნქცია
17.1. ასევე ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ შევქმენით GCWine (GCW) ტოკენი, როდესაც უკვე არსებობს ბიტკოინი? პასუხი გამომდინარეობს საგადახდო ფუნქციიდან. რეალურად ბიტკოინი ჯერჯერობით ვერ დამკვიდრდა როგორც გადახდის საშუალება. აღნიშნულის მიზეზია მისი გადარიცხვების სიძვირე. შეიძლება ითქვას, ბიტკოინი ჩამოყალიბდა როგორც ერთგვარი ციფრული ოქრო. აღნიშნულის კარგი მაგალითია ბიტკოინით განხორციელებული პირველი საერთაშორისო ტრანზაქცია. ერთ-ერთმა პროგრამისტმა ფორუმზე განაცხადა, რომ პიცის მიტანის სანაცვლოდ 10 000 ბიტკოინს გადაიხდიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად კრიპტოვალუტების ღირებულება გაცილებით დიდია, დღეს ამ პიცის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარი იქნებოდა, არც თუ შორეულ მომავალში კი მისი ფასი რამდენიმე მილიარდ დოლარს მიაღწევდა. აღნიშნული პიცის მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ, საწყისი ჩანაფიქრის მიუხედავად, ბიტკოინი ჩამოყალიბდა როგორც ღირებულების შენარჩუნებისა და გაზრდის გზა და არა როგორც გადახდის საშუალება.
17.2. წინა პუნქტიდან გამომდინარე, საჭიროა არსებობდეს ტოკენი, რომელსაც ექნება ბიტკოინთან შედარებით გაცილებით დიდი მთლიანი რაოდენობა, ეღირება ბიტკოინზე ბევრად ნაკლები და მისი გადარიცხვის ღირებულებაც იქნება ბიტკოინისაზე ბევრად ნაკლები. ასეთი ტოკენი იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და გამოსაყენებლად იაფი. მასაც ექნება მთლიანი რაოდენობის ზედა ზღვარი ისევე, როგორც ბიტკოინს, რათა ტოკენი, ქეშისგან განსხვავებით, დაცული იყოს ინფლაციისგან მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ GCWine (GCW) იყოს სწორედ ასეთი ტოკენი.
17.3. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, მიუხედავად GCW ტოკენის დიდი მთლიანი რაოდენობისა, ბიტკოინის მსგავსად GCW ტოკენის მთლიანი რაოდენობაც შეზღუდულია. ტოკენის მთლიანი რაოდენობის შეზღუდვა ემსახურება ინფლაციისაგან თავდაცვას. GCW ტოკენის დიდი მთლიანი რაოდენობა უზრუნველყოფს იმას, რომ აღნიშნული ტოკენის ფასმა ზედმეტად არ მოიმატოს. როდესაც ეს მიზანი მიღწეული იქნება, აღნიშნული თავისთავად უზრუნველყოფს იმას, რომ GCW ტოკენმა გამართულად იფუნქციონიროს როგორც გადახდის საშუალებამ.
18. ფირმის მისია
18.1. წინამდებარე Whitepaper არ არის სავაჭრო პროსპექტი, რომელშიც მოცემულია საქონლის აღწერა ან/და შეძენის პირობები. ამ სექციაში მოცემული ინფორმაცია ასახავს მხოლოდ ფირმის საქმიანობას.
18.2. შპს საქართველო ღვინის აკვანის მისიაა, სხვა ქართველ მეღვინეებთან თანამშრომლობით საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს და პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, ქართული ღვინის უნიკალურობას, მისი დაყენების და დამზადების რვა ათასწლოვან ტრადიციას, რომელიც დღემდე თაობიდან თაობას გადაეცემა.
18.3. წინა პუნქტში აღწერილი მისიის შესასრულებლად ვაპირებთ მოვახდინოთ ქართული ღვინისა და მეღვინეობის ინტეგრირება ბლოკჩეინთან და Web 3 ტექნოლოგიებთან. ჩვენი პროექტის (GCWine-ის) მისიაა, კომპანიის კრიპტოვალუტა, GCWine (GCW) ტოკენი, გახდეს გადახდის საშუალება როგორც საზღვარგარეთ გატანილი ქართული ღვინის შეძენისას, ისე ადგილობრივად, საქართველოში. ამით ხელს შევუწყობთ, ქართული ღვინის ინდუსტრია მომზადებული შეხვდეს უახლოეს მომავალს, როდესაც გლობალური მეწარმეობა გადაეწყობა ტოკენების ეკონომიკის (ტოკენომიკის) მოდელზე. ამგვარად ქართული ღვინო გახდება პოპულარული საერთაშორისო ბრენდი, რომელიც მუდმივად მზადაა ინოვაციებისთვის.
18.4. ჩვენ ვგეგმავთ, გავხდეთ სიდიდით ერთ-ერთი პირველი ღვინის ექსპორტიორი და მწარმოებელი კომპანია არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
18.5. საქართველოში ღვინის ბევრ მწარმოებელს ქართული ბაზარი სრულად აქვს ათვისებული და მათი ადგილობრივი ცნობადობაც მაღალია. ასეთი მეღვინეებისთვის უკვე შესაძლოა პრიორიტეტული იყოს საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. მეორე მხრივ, გლობალური კონკურენციის დონეც სხვაა და ადგილის დასამკვიდრებლად საჭიროა უამრავი სამუშაოს განხორციელება, მათ შორის, მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი მოკლევადიანი გეგმები. აღნიშნულ გეგმებს შეგიძლიათ გაეცნოთ მომდევნო თავში.
19. მოკლევადიანი გეგმები
19.1. ექსპორტი
19.1.1. შპს საქართველო ღვინის აკვანი აპირებს დაეხმაროს ქართული ღვინის კომპანიებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, თავიანთი პროდუქცია გაიტანონ საერთაშორისო ბაზარზე, რათა უკეთ გააცნონ სხვა ქვეყნებს ქართული ღვინის დაყენების ტრადიცია და მისი უნიკალური გემო.
19.1.2. ჩვენ ვაპირებთ ექსპორტი დავიწყოთ ევროპის ქვეყნებით. აღნიშნულის პარალელურად შეიქმნება ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც ევროპელ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ღვინო შეიძინონ საწყობებში მისი მიტანისთანავე.
19.1.3. ჩვენ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ მხოლოდ მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებლებთან, რომლებსაც არ აქვთ მასშტაბური დაფარვა. აგრეთვე ვაპირებთ დავეხმაროთ მეღვინეებს სხვადასხვა კონკურსზე მონაწილეობის მიღებაში, ღვინის ხარისხის ამაღლებასა და წარმოების გაზრდაში.
19.2. GCWine (GCW) ტოკენის გამოყენება მოკლევადიან პერსპექტივაში
19.2.1. საწყის ეტაპზე, როდესაც ჩვენი პარტნიორების მიერ წარმოებული ქართული საუკეთესო ხარისხის ღვინო გავა გასაყიდად ბაზარზე, საშუალება გექნებათ, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ჩვენს ვებგვერდზე შეიძინოთ ეს ღვინო GCWine (GCW) ტოკენით ან სხვა ადაპტირებული კოინით (მაგ.: BNB, ETH, BTC). ასევე ისარგებლებთ 10% ფასდაკლებით ჩვენს პროდუქციაზე, თუ გადაიხდით GCWine (GCW) ტოკენით. თუ სხვა ადაპტირებული კოინით გადაიხდით, ისარგებლებთ 5% ფასდაკლებით. ამით იმავდროულად გაიზრდება კრიპტოვალუტის გამოყენების შემთხვევათა სია.
19.2.2. GCWine (GCW) ტოკენის გამოყენების გაფართოების მიზნით, როდესაც წინა პუნქტში აღნიშნული ღვინის ონლაინ გაყიდვების ვებგვერდი ამოქმედდება, შესაძლებლობა გექნებათ დარეგისტრირდეთ ამ ვებგვერდზე და გაიაროთ თქვენი საფულით ვერიფიკაცია, თუ თქვენს საფულეზე აღმოჩნდება სულ მცირე 50 000 000 000 000 000 GCWine (GCW) ტოკენი, რომელსაც მინიმუმ 6 თვეა ფლობთ. ასეთ შემთხვევაში შეძლებთ საკუთარი ეტიკეტით ღვინის შეკვეთას – გექნებათ საშუალება, იყიდოთ ღვინო, რომელსაც ექნება თქვენ მიერ შერჩეული და შექმნილი ეტიკეტი. ეტიკეტზე ასევე მოცემული იქნება კანონმდებლობით მოთხოვნილი ყველა აუცილებელი ინფორმაცია კონკრეტული ღვინის შესახებ. ბოთლის უკანა მხარეს დატანილ ეტიკეტზე მოცემული იქნება მწარმოებლის დასახელება, ხოლო შპს საქართველო ღვინის აკვანი მითითებული იქნება როგორც ექსპორტიორი.
19.2.3. ინსტრუმენტი თქვენ მიერ შერჩეული წინა მხარეს განსათავსებელი მთავარი ეტიკეტის ასაწყობად ჩაშენებული იქნება ღვინის ონლაინ გაყიდვის ვებგვერდში. აღნიშნული ინსტრუმენტის გახსნას შეძლებთ მხოლოდ თქვენი საფულის ვერიფიკაციის შემდეგ. აღნიშნული ვერიფიკაციის შედეგად გახდებით VIP მომხმარებელი და ამ სტატუსით ისარგებლებთ ერთი წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ თქვენ შეძლებთ აღიდგინოთ VIP სტატუსი საფულის ხელახალი ვერიფიკაციით, რათა დადასტურდეს, რომ მინიმუმ 6 თვეა ფლობთ შესაბამისი რაოდენობის GCWine (GCW) ტოკენს.
20. გრძელვადიანი გეგმები
20.1. ექსპორტი
20.1.1. ევროპის ქვეყნებში ექსპორტის შემდგომ გაფართოების მიზნით მოხდება სხვადასხვა კონტინენტზე პროდუქციის ექსპორტი ღვინის ბაზრის სიდიდის პრიორიტეტების მიხედვით.
20.2. საკუთარი ქარხნის აშენება
20.2.1. გრძელვადინი გეგმების ფარგლებში ჩვენი ერთ-ერთი მიზანია საკუთარი ქარხნის აშენება. როდესაც ჩვენი გეგმები განხორციელდება და დავმკვიდრდებით საერთაშორისო ბაზარზე, ავაშენებთ საკუთარ ღვინის ქარხანას. ჩვენი უმაღლესი ხარისხის ღვინო იქნება უძველესი ქართული ტრადიციებისა და მეღვინეობის უახლესი მეთოდების სინთეზი. დაცული იქნება მეღვინეობის ყველა საერთაშორისო ტექნოლოგიური თუ სამეცნიერო სტანდარტი და ყველა შესაბამისი რეგულაცია.
20.3. საკუთარი მაღაზიები და რესტორნები
20.3.1. საკუთარი ღვინის წარმოების დაწყების პარალელურად ვგეგმავთ ქართული მაღაზიებისა და რესტორნების გახსნას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რათა უკეთ მოვახდინოთ ქართული ღვინის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზება. შესაბამისად, პროდუქციის შეძენა ონლაინ გაყიდვების პარალელურად მაღაზიებში და რესტორნებშიც იქნება შესაძლებელი.
20.3.2. თქვენ საშუალება გექნებათ ისარგებლოთ საუკეთესო შეთავაზებებით და ფასდაკლებებით ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებზე. GCWine (GCW) ტოკენით გადახდისას მიიღებთ 10% ფასდაკლებას, ხოლო სხვა კრიპტოვალუტებით გადახდისას – 5% ფასდაკლებას. ეს პრინციპი საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ კრიპტოვალუტების მიმოქცევა და ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, თამამად გამოიყენონ კრიპტოვალუტები ვირტუალური სამყაროს გარეთ.
20.4. პარტნიორობა სხვა ბიზნესებთან
20.4.1. როდესაც ჩვენს მიზნებს მივაღწევთ, მათ შორის, როდესაც ჩვენი მაღაზების/რესტორნების ქსელი ამუშავდება, გლობალური მასშტაბით დავიწებთ სასურსათო ბიზნესში პარტნიორების შეძენას იმ მიზნით, რომ შეძლოთ GCW ტოკენით გადახდა მაღაზიებში, რესტორნებში, ბარებსა და მსგავს დაწესებულებებში.
20.4.2. პარტნიორებთან თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ორმხრივ მხარდაჭერას ინტელექტუალური, მატერიალური და პროდუქციის გაყიდვების მიმართულებით. მსგავსი პარტნიორული აქტივობები ხელს შეუწყობს მათში ჩართული მხარეების ბიზნესის ზრდას და გაფართოებას. აღნიშნულით აგრეთვე ხელი შეეწყობა კრიპტოვალუტის მიმოქცევის გაძლიერებას.
20.5. GCWine (GCW) ტოკენის გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში
20.5.1. თუ თქვენ დაამტკიცებთ, რომ ერთი წლის განმავლობაში თქვენს საფულეზე ფლობთ მინიმუმ 50 000 000 000 000 000 GCWine (GCW) ტოკენს, მიიღებთ ორწლიან ექსკლუზიურ უფლებას, მოითხოვოთ ღვინის დამზადება თქვენი არჩევანისა და გემოვნების მიხედვით, საქართველოში არსებული ყურძნის 525 ჯიშიდან რამდენიმეს შერევით.
20.5.2. სპეციალური ონლაინ-ინსტრუმენტი შემოგთავაზებთ თუ რა ჯიშის ყურძნის კომბინაციებით შეიძლება შეიქმნას ახალი ღვინო და ასევე მოგაწვდით ინფორმაციას, უკვე არსებობს თუ არა ისეთი ღვინო, რომლის შექმნასაც თქვენ აპირებთ. ღვინის ბოთლის ეტიკეტის წინა მხარეს ექნება თქვენ მიერ შერჩეული დიზაინი. ეტიკეტის უკანა მხარეზე დატანილი იქნება კანონმდებლობით მოთხოვნილი ყველა აუცილებელი ინფორმაცია კონკრეტული ღვინის შესახებ; აგრეთვე მითითებული იქნება ის, რომ აღნიშნული ღვინო წარმოებულია თქვენი დაკვეთით შპს საქართველო ღვინის აკვანის მიერ.
20.5.3. ამ დროისათვის ღვინის ონლაინ გაყიდვების ვებგვერდს (რომლის შესახებაც ზემოთ იყო საუბარი) დაემატება სპეციალური ონლაინინსტრუმენტი ღვინის შეკვეთისა და ყურძნის ჯიშების შერჩევისთვის და ასევე შეკვეთის სპეციფიკური მაჩვენებლები. რაც შეეხება შეკვეთის რაოდენობას, შეკვეთის დროს პროდუქციის ღირებულებას და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, ჩვენი ფირმის განვითარებასთან ერთად აღნიშნული შეგიძლიათ იხილოთ ჩვებს ვებგვერდზე, სათაურით – „წესები და პირობები“. ფირმის განვითარებასთან ერთად შეიცვლება წესები და პირობებიც, რის შესახებაც შეტყობინებები გამოქვეყნდება GCWine-ის სოციალური ქსელების გვერდებსა და არხებზე.
21. პროექტში ინვესტირებასთან დაკავშირებული საკითხები
21.1. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ გთხოვთ და არ გთავაზობთ ჩვენს პროექტში რაიმე სახის ფულადი თუ არაფულადი ინვესტიციის განხორციელებას. ამ საკითხის შესახებ გადაწყვეტილებას იღებთ მხოლოდ თქვენ, შესაბამისი ინფორმაციის, ფაქტებისა და გარემოებების თქვენეული შეფასებით. ჩვენ ასევე არ ვიძლევით არანაირ გარანტიას ჩვენი პროექტის წარმატებასთან დაკავშირებით.
21.2. თუ გადაწყვეტთ ჩვენს პროექტში რაიმე სახის ფულადი ან/და არაფულადი ინვესტიციის განხორციელებას, მხოლოდ თქვენ იქნებით შესაბამისი რისკ(ებ)ის მატარებელი. ჩვენ ამ კუთხით არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, ხოლო თქვენ არ გექნებათ ჩვენ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნის უფლება.
21.3. GCWine (GCW) ტოკენის ყიდვისას, გთხოვთ, BNB გადარიცხოთ მხოლოდ იმ საფულიდან, რომლის პირად გასაღებსაც (PRIVATE KEY-ს) აკონტროლებთ. არავითარ შემთხვევაში არ გადარიცხოთ BNB კრიპტოაქტივების რომელიმე გაცვლითი პლატფორმიდან (ე.წ. „ექსჩეინჯერიდან“ – Exchanger) ან/და ბაზრიდან. ეს გამოიწვევს თქვენი ტოკენების დაკარგვას. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ სრულად ვიხსნით პასუხისმგებლობას, ხოლო თქვენ არ გექნებათ ჩვენ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნის უფლება.
21.4. კრიპტოაქტივებში ინვესტირება არის ძალიან სარისკო საქმე. თუ ყველა რისკის გათვალისწინებით გადაწყვეტთ ჩვენს პროექტში ინვესტიციის განხორციელებას, რაც გულისხმობს მხოლოდ GCWine (GCW) ტოკენის ყიდვას, გამოიყენეთ მხოლოდ ის თანხა, რომლის დაკარგვისთვისაც მზად ხართ.
21.5. თითოეულ მსურველს შესაძლებლობა ექნება, ჩვენს ვებგვერდზე (gcwine.io) რეგისტრაციის გარეშე იყიდოს GCWine (GCW) ტოკენები მაქსიმუმ 1 BNB-ის ოდენობით, ხოლო რეგისტრირებულ და ვერიფიცირებულ მომხმარებელს შეეძლება მაქსიმუმ 10 BNB-ის ოდენობით GCWine (GCW) ტოკენების ყიდვა.
21.6. ვინაიდან ჩვენი პროექტი არის ფართომასშტაბიანი და ის, უპირველესად, გათვლილია მცირე და საშუალო ზომის ინვესტორებზე, ჩვენ არ დავაწესეთ შეზღუდვა GCWine (GCW) ტოკენის ყიდვის მინიმალურ რაოდენობაზე. ამის მიუხედავად, როდესაც ყიდულობთ GCWine (GCW) ტოკენს, მისი რაოდენობა არ უნდა იყოს გადარიცხვის ღირებულებაზე ნაკლები, რათა თავად ბლოკჩეინმა არ გააუქმოს ტრანზაქცია.
22. ტოკენომიკა (ანუ ტოკენების განაწილება)
22.1. ტოკენის ტექნიკური მახასიათებლები
22.1.1. სახელი: GCWine (GCW)
22.1.2. მაქსიმალური რაოდენობა: 105 000 000 000 000 000 000 000
22.1.3. ათწილადი: 18
22.2. GCWine (GCW) ტოკენების განაწილება)
22.2.1. ტოკენების მთლიანი რაოდენობის 10% დარჩება ფირმის საკუთრებაში. აღნიშნული ტოკენები დაბლოკილი იქნება 5 წლის ვადით. ამ დროის გასვლის შემდეგ ეტაპობრივად გაიყიდება ამ ტოკენების 9%, რათა არ იქნეს გამოწვეული GCW ტოკენის ღირებულების რყევები, და მიღებული შემოსავალი (კრიპტოვალუტა BNB) მოხმარდება ფირმის მისიის განვითარებას. საბოლოოდ ფირმას დარჩება ტოკენების საერთო რაოდენობის 1% .
22.2.2. ტოკენების მთლიანი რაოდენობის 10% საჩუქრად გადაეცემა შპს საქართველო ღვინის აკვანის თანამშრომლებს და ბიზნეს-პარტნიორებს. ეს ტოკენები გაიყინება 3 (სამი) წლის ვადით. ასევე GCWine-ის საზოგადოების (Community) აქტიურ წევრებს და გათამაშებების გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ GCW ტოკენები, რომლებიც არ გაიყინება.
22.2.2.1. აღნიშნული 10%-დან 97% საჩუქრის სახით გადაეცემა ფირმის თანამშრომლებს და ბიზნეს-პარტნიორებს, ხოლო 3% – GCWine-ის საზოგადოების (Community) აქტიურ წევრებს და გათამაშებების გამარჯვებულებს.
22.2.3. ტოკენების მთლიანი რაოდენობის 80% გაიყიდება: 70% ICO-ს მეშვეობით, ხოლო 10% ICO-ს დამთავრების შემდეგ განთავსდება დეცენტრალიზირებულ და ცენტრალიზირებულ გაცვლით პლატფორმებზე. აღნიშნულ გაცვლით პლატფორმებზე ასევე განთავსდება ის ტოკენებიც, რომლებიც დარჩება ICO-ს ვადის გასვლის შემდეგ (თუ ტოკენების საერთო რაოდენობის 70% სრულად არ გაიყიდა ICO-ს ფარგლებში).
22.2.4. ტოკენების საერთო რაოდენობის 80%-ის გაყიდვიდან მიღებული BNB განაწილდება შემდეგი სახით:
22.2.4.1. გაყიდული GCWine (GCW) ტოკენის საფასურად გადახდილი BNB-ის 10% ავტომატურად ირიცხება ფირმის საქველმოქმედო საფულეზე.
22.2.4.1.1. საქველმოქმედო საფულეზე დაგროვილი BNB დროდადრო გაიყიდება და მოხმარდება სხვადასხვა საქველმოქმედო საქმეს და საგანმანათლებლო პროექტს – ერთი მხრივ, ამ თანხას გამოვიყენებთ იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც ეს სჭირდებათ, ხოლო მეორე მხრივ – იმ კურსების დასაფინანსებლად, რომლებიც საზოგადოებაში გააღრმავებს ცოდნას ბლოკჩეინისა და მეღვინეობის შესახებ.
22.2.4.1.2. ჩვენ მიერ დაფინანსებული კურსების საუკეთესო კურსდამთავრებულები დაიწყებენ თანამშრომლობას შპს საქართველო ღვინის აკვანთან, სხვადასხვა კრიპტო პროექტზე სამუშაოდ. მეღვინეობის კუთხით კურსდამთავრებულები დაიწყებენ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორ ღვინის კომპანიებთან, რათა დაეხმარონ მათ წარმოების გაზრდასა და ხარისხის ამაღლებაში. მას შემდეგ რაც გრძელვადიანი მიზნები შესრულდება და დავასრულებთ ღვინის ქარხნის მშენებლობას, მეღვინეობის კუთხით კურსდამთავრებულები ასევე დასაქმდებიან ჩვენთან.
22.2.4.2. 10% მოხმარდება მარკეტინგს – ტოკენის პოპულარიზება მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი პროექტის შესახებ და მის ირგვლივ ჩამოყალიბდეს მხარდამჭერთა აქტიური საზოგადოება.
22.2.4.3. 10% მოხმარდება ფირმაში დასაქმებული პერსონალის ხელფასების გაცემას, სანამ ეს მოხერხდება ფირმის ბიზნესიდან შემოსული მოგებით;
22.2.4.4. 70% მოხმარდება ფირმის მისიის განხორციელებას. ამაში შედის სხვადასხვა პროცედურა, როგორიცაა ლიცენზიებისა და ნებართვების მიღება, სასაწყობე ფართების დაქირავება, ღვინის იმპორტი და ექპორტი და სხვა პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან და ფირმის მიზნების მიღწევასთან.
22.2.5. GCWine (GCW) ტოკენების პირველადი შეთავაზების (ICO-ს) ფარგლებში კერძო გაყიდვების ეტაპზე GCWine (GCW) ტოკენის ფასი შეადგენდა 0,000 000 000 000 000 1 BNB-ს, ხოლო საჯარო გაყიდვების ეტაპზე GCWine (GCW) ტოკენის ფასი შეადგენს 0,000 000 000 000 000 16 BNB-ს.
22.2.6. ჩვენ დავაწესეთ GCWine (GCW) ტოკენის ყიდვის ზედა ზღვარი (მაქსიმუმ 1 BNB-ის ოდენობით – არავერიფიცირებული მომხმარებლისთვის, ხოლო მაქსიმუმ 10 BNBის ოდენობით – ვერიფიცირებული მომხმარებლისთვის). აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ დიდმა ინვესტორებმა არ მოახდინონ GCWine (GCW) ტოკენის ფასით მანიპულირება და ტოკენი გადანაწილდეს მაქსიმალურად ბევრ მცირე და საშუალო ინვესტორზე. სწორედ ამიტომ არის GCWine (GCW) ტოკენის ფასი ყველასათვის ხელმისაწვდომი.
22.2.7. ტოკენის ყიდვის ზედა ზღვარი უზრუნველყოფს ჩვენი პროექტის დეცენტრალიზებას და დემოკრატიზებას. ეს მექანიზმი აკომპენსირებს იმ გარემოებას, რომ ჩვენი პროექტი გარკვეულწილად ცენტრალიზებულია – შპს საქართველო ღვინის აკვანი არის საქართველოში რეგისტრირებული ფირმა, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, შესაბამისად, ექვემდებარება ცენტრალიზებულ სისტემას. დღეის მდგომარეობით ასეთი ცენტრალიზებული სისტემის ფარგლებში მოქმედება აუცილებელია რეალურ სამყაროში არსებობისა და ბიზნეს საქმიანობისთვის. ამგვარად, ტოკენის ყიდვის ზედა ზღვრის დაწესება საშუალებას გვაძლევს, ბოლომდე არ გადავუხვიოთ დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi-ს) იდეას, რომელიც გულისხმობს გადახდების განხორციელებას ცენტრალური, ნდობით აღჭურვილი შუამავლებისაგან დამოუკიდებლად.
23. ჩვენი პროექტის ლინკები
23.1. პროექტის ვებგვერდი – https://gcwine.io
23.2. GCWine (GCW) ტოკენის შესახებ ინფორმაცია BscScan-ის ვებგვერდზე – https://bscscan.com/address/0xd28D5fb268ee98590092748d953e5Ea94BE0A1DE
23.3. პროექტის Facebook გვერდი – https://www.facebook.com/profile.php?id=100085346490274
23.4. პროექტის Facebook ჯგუფი – https://www.facebook.com/groups/gcwinegcw
23.5. პროექტის Twitter გვერდი – https://twitter.com/GCWine_GCW
23.6. პროექტის Instagram გვერდი – https://www.instagram.com/gcwine_gcw/
23.7. პროექტის Reddit გვერდი – https://www.reddit.com/user/GCW1111
23.8. პროექტის Discord არხი – https://discord.com/channels/991383871121801307/991383872812105799
23.9. პროექტის Telegram არხი – https://t.me/GCWineGCW
23.10. პროექტის TikTok გვერდი – https://www.tiktok.com/@gcwinegcw
23.11. პროექტის Youtube არხი – https://www.youtube.com/channel/UCLJA_0AClWJs49f419Xau4w

ka_GEGeorgian