წესები და პირობები

განახლებულია 2023 წლის 30 იანვარს
1. შესავალი დებულებები

1.1  თქვენ მიერ წინამდებარე ვებგვერდის გამოყენებისას მოქმედებს შპს საქართველო ღვინის აკვანის (საქართველოში რეგისტრირებული კომპანია საიდენტიფიკაციო ნომრით 440398598, იურიდიული მისამართი: საქართველო, სიღნაღის რაიონი, სოფელი ჯუგაანი) მიერ განსაზღვრული წესები და პირობები.

1.2  წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს სამართლებრივად მბოჭავ და აღსრულებად შეთანხმებას შპს საქართველო ღვინის აკვანსა და ამ ვებგვერდის მომხმარებელს შორის. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების პირობებს.

1.3 ტერმინები „ჩვენ” და „GCWine“ გულისხმობს შპს საქართველო ღვინის აკვანს, ხოლო ტერმინები „თქვენ“ და „მომხმარებელი“ გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ორგანიზაციულ წარმონაქმნს, ვებ-გვერდზე შემოსულ ნებისმიერ სტუმარს, რომელიც იყენებს შპს საქართველო ღვინის აკვანის ვებ-გვერდს https://gcwine.io/. თქვენ და GCWine შემდგომში ცალცალკე მოხსენიებული იქნებით როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად როგორც „მხარეები“.

1.4 გთხოვთ, ნუ განახორციელებთ GCW ტოკენთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს, მათ შორის, ნუ იყიდით GCW ტოკენს, თუ არ ხართ ინფორმირებული GCW ტოკენისა და ჩვენი სერვისების შესახებ. ასევე უნდა ერკვეოდეთ ზოგადად კრიპტოვალუტებისა და მათთან დაკავშირებული სერვისების არსსა და რისკებში. GCW ტოკენთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელების, მათ შორის, GCW ტოკენის ყიდვის შემთხვევაში თქვენ ინფორმირებული უნდა იყოთ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხდება GCW ტოკენის შექმნა, შენახვა და გადაცემა

1.5 გაფრთხილებთ, კრიპტოგრაფიული ტოკენების და, შესაბამისად, GCW ტოკენის ღირებულება შეიძლება დაექვემდებაროს მნიშვნელოვან მერყეობას. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდოთ GCW ტოკენი, თუ მზად ხართ იტვირთოთ GCW ტოკენის ყიდვაში თქვენ მიერ ინვესტირებული თანხის ან/და ციფრული აქტივ(ებ)ის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვის რისკი.

1.6 წინამდებარე წესები და პირობები არ წარმოადგენს რაიმე სახის რჩევას, მათ შორის, ფინანსურ, საინვესტიციო, საგადასახადო, სავაჭრო ან/და იურიდიულ რჩევას და არც შეიძლება ასეთად იქნეს აღქმული ან/და განმარტებული. სანამ გამოიყენებთ ჩვენს სერვისებს, მათ შორის, სანამ იყიდით GCW ტოკენს, გთხოვთ, ჩაატაროთ თქვენი დამოუკიდებელი კვლევა, მათ შორის, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ასეთი დამოუკიდებელი კვლევის ჩატარებისა და მის საფუძველზე რაიმე გადაწყვეტილების მიღების ან/და ნებისმიერი ქმედების განხორციელების პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ.

1.7 თქვენი მხრიდან ჩვენი ვებგვერდით ან/და სერვისებით სარგებლობისას, მათ შორის, GCW ტოკენის ყიდვისას, იგულისხმება, რომ თქვენ ჩაატარეთ წინასწარი დამოუკიდებელი კვლევა ციფრული აქტივებისთვის, მათ შორის, GCW ტოკენისთვის და ციფრული აქტივების საშუალებით განხორციელებადი სერვისებისთვის, მათ შორის, ჩვენი სერვისებისთვის დამახასიათებელი რისკების შესახებ. ჩვენ ვთავისუფლდებით ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ნებისმიერი იმ შესაძლო ზიანისთვის, რომელიც შეიძლება მოგადგეთ იმ მიზეზით, რომ არ ჩაატარეთ ასეთი დამოუკიდებელი კვლევა ან/და ისარგებლეთ ჩვენი სერვისებით, მათ შორის, იყიდეთ GCW ტოკენი ყველა შესაბამისი რისკის სრულად გააზრების გარეშე.

1.8 თქვენ შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს. თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ ჩვენი ვებგვერდი.

1.9 თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს და ამის მიუხედავად მაინც გააგრძელებთ ჩვენი ვებგვერდით ან/და სერვისებით სარგებლობას, მხოლოდ თქვენ ატარებთ ყველა სახის ზიანის რისკ(ებ)ს, რომელიც შეიძლება მოგადგეთ იმ მიზეზით, რომ ყურადღებით არ წაიკითხეთ წინამდებარე წესები და პირობები, ჩვენი Whitepaper ან/და რისკების თაობაზე გაფრთხილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია/შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ჩვენს ვებგვერდზე.

2. ტერმინთა განმარტებები

თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

2.1 აქცეპტირებული ციფრული აქტივი – BNB ან სხვა ციფრული აქტივი, რომლის თაობაზეც GCWine-მა შეიძლება თანხმობა განაცხადოს წერილობით ან როგორც ეს შეიძლება იყოს მითითებული ვებგვერდზე;

2.2 BNB (Binance Coin) – Binance-ის ბლოკჩეინთან (ანუ BNB Chain-თან) დაკავშირებული კრიპტოგრაფიული კოინი, რომელიც არის აღნიშნული ბლოკჩეინის მთავარი ტოკენი (Native token);

2.3 Binance Smart Chain (BEP-20) – ტოკენის სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ტოკენის გამოყენებასთან, მათ შორის, ტოკენის ყიდვასთან და გაყიდვასთან დაკავშირებულ წესებს;

2.4 საფულის მისამართი (Wallet address) – მოქმედ ციფრულ რეესტრში ან ბლოკჩეინქსელში არსებული სმარტ კონტრაქტის მისამართები და ელექტრონული საფულის მისამართები, რომლებიც ეკუთვნის შპს საქართველო ღვინის აკვანს და ჩვენი ვებგვერდ(ებ)ის მომხმარებლებს და დაკავშირებულია Binance Smart Chain-ის (BEP-20) ქსელთან BEP-20 სტანდარტით;

2.5 ბლოკის მკვლევარი (Block explorer) – ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ბლოკჩეინის ქსელის დეტალურ ანალიზს პირველი ბლოკის (Genesis block) წარმოშობის დღიდან დღევანდელ დღემდე. ის მოქმედებს როგორც საძიებო სისტემა, რომელშიც მომხმარებლებს შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია ნებისმიერ ბლოკში შემავალი მონაცემების შესახებ;

2.6 GCWine – შპს საქართველო ღვინის აკვანის ბრენდი და წინამდებარე პროექტის სახელწოდება;

2.7 GCWine (GCW) ტოკენი – კრიპტოგრაფიული ტოკენი, რომელიც შექმნილია Binance-ის ბლოკჩეინზე;

2.8 GCWine-ის გუნდი – ჩვენი გუნდი მთლიანობაში ან გუნდის თითოეული წევრი;

2.9 GCWine-ის ვებგვერდი – https://gcwine.io/ ;

2.10 სმარტ კონტრაქტი – Binance-ის ბლოკჩეინზე ოპერირებადი კომპიუტერული კოდი, რომლის მეშვეობითაც BNB კოინის ჩვენთვის გადარიცხვისთანავე თქვენს საფულეზე ირიცხება GCW ტოკენი. სრულად ფუნქციონირებადი ტოკენისთვის დამახასიათებელ ყველა სხვა ფუნქციასთან ერთად, როგორებიცაა ტოკენის სახელი, რაოდენობა, დეციმალი, გადარიცხვა, მიღება და ასე შემდეგ, სმარტ კონტრაქტს აქვს დამატებითი ფუნქციებიც, რომელთა ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე, ტოკენის და დექსის სპეციფიკაციებში;

2.11 კომპანიის სმარტ კონტრაქტის მისამართი – სმარტ კონტრაქტის ის მისამართი, რომელზე BNB-ის გადარიცხვის სანაცვლოდაც მიიღებთ GCW ტოკენს. კომპანიის სმარტ კონტრაქტის მისამართები მოცემულია ჩვენს ვებგვერდზე;

2.12 კომპანიის სპეციალური ანგარიში/საფულე – კომპანიის იმ ვირტუალური საფულის მისამართ(ებ)ი, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ბლოკის მკვლევარზე (Block Explorerზე) – bscscan.com, გადარიცხვის დეტალურ აღწერაში;

2.13 დისკვალიფიცირებული პირი :

2.13.1 ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ცდილობს ვებგვერდ(ებ)ზე წვდომას/სერვისების გამოყენებას აკრძალული იურისდიქციის ფარგლებში;

2.13.2 ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ამჟამად ექვემდებარება რაიმე სანქციას;

2.13.3 ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც არის იმ ქვეყნის მოქალაქე, რეზიდენტი ან აქვს იმ ქვეყანაში ბინადრობის უფლება, რომლის კანონმდებლობა კრძალავს ან ეწინააღმდეგება ჩვენს ვებგვერდ(ებ)ზე წვდომას ან სერვის(ებ)ის გამოყენებას; ან/და

2.13.4 ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია, აქვს ადგილსამყოფელი ან არის ორგანიზებული იმ ქვეყანაში, რომლის კანონები კრძალავს ან ეწინააღმდეგება ჩვენს ვებგვერდ(ებ)ზე წვდომას ან ჩვენი სერვის(ებ)ის გამოყენებას;

2.14 ქსელის თავდასხმა და დაუცველობა – ჰაკერული ქმედებები, კიბერშეტევები, ქსელის შეტევები (მათ შორის, მაგრამ არამარტო, ე.წ. ორმაგი დახარჯვის შეტევები, ე.წ. ენერგიის უმრავლესობის შეტევებით მაინინგი და ე.წ. 51%-იანი შეტევები ან ქსელური შეტევები), ე.წ. მომსახურების განაწილებული უარყოფა ან შეცდომები, ან ნებისმიერი შეტევა, დაუცველობა ან დეფექტი ქსელში;

2.15 საოპერაციო პერიოდი – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ჩვენ ვმუშაობთ GCWineის ვებგვერდის რომელიმე ფუნქციის გაუმჯობესებაზე ან/და დამატებაზე;

2.16 მომსახურებები – სერვისები ან/და კონტენტი, რომელიც მოწოდებულია GCWine-ის მიერ ვებგვერდ(ებ)ზე ან სხვაგვარად და მოიცავს მესამე მხარის ინტეგრირებულ აპლიკაციებს;

2.17 მხარდაჭერილი ციფრული აქტივი – ციფრული აქტივი, რომელიც შეიძლება იყოს მითითებული ვებგვერდ(ებ)ზე, ისეთი, როგორიცაა BNB, შპს საქართველო ღვინის აკვანის ტოკენი – GCW ტოკენი ან GCWine-ის მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ციფრული აქტივი;

2.18 მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს წვდომა ჩვენს ვებგვერდ(ებ)ზე/მომსახურებებზე ან იყენებს მათ;

2.19 მომხმარებლის ანგარიში – პირადი კაბინეტის დაფას, მომხმარებლის ანგარიშს და ანგარიშზე წვდომის ბერკეტებს (Account credentials) აქვს ამ წესებსა და პირობებში „მომხმარებლის ანგარიში და ანგარიშზე წვდომის ბერკეტების“ თავში აღწერილი მნიშვნელობა;

2.20 მომხმარებლის საფულის მისამართი – მომხმარებლის მიერ მითითებული საფულის ის მისამართი, რომელიც შეესაბამება ამ წესებსა და პირობებში „მომხმარებლის მისამართის“ თავში აღწერილ მნიშვნელობას;

2.21 მომხმარებლის ინფორმაცია – აღნიშნულ ტერმინს აქვს ამ წესებისა და პირობების შესაბამის თავში აღწერილი მნიშვნელობა;

2.22 ვერიფიკაცია – პროცედურა, რომელიც აუცილებელია თქვენი ვინაობის დასადგენად ან/და მისი ნამდვილობის დასადასტურებლად. იმის გასარკვევად, თუ რატომ არის ვერიფიკაცია აუცილებელი და რაში ვიყენებთ ვერიფიკაციის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, იხილეთ წინამდებარე წესებისა და პირობების 3.15. პუნქტი და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა;

2.23 დექსი – დეცენტრალიზირებული გაცვლითი პლატფორმა, რომლის სმარტ კონტრაქტი შეიქმნა და ჩაშენდა მხოლოდ GCWine ტოკენის შესაძენად და არსებობს სმარტ კონტრაქტში და რომლის Web 3 გამოყენების ფანჯარასაც შეხვდებით ვებგვერდზე, რათა შეიძინოთ მხოლოდდამხოლოდ GCWine ტოკენი;

2.24 პირადი გასაღები (Private key) – ციფრებისა და ასოების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც აკონტროლებთ თქვენს საფულეს. პირადი გასაღების დაკარგვის ან არქონის შემთხვევაში თქვენ ვეღარ გექნებათ წვდომა თქვენს საფულეში არსებულ ციფრულ აქტივებზე. ამიტომ ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს პირად გასაღებს;

2.25 მეტამასკის საფულე – სხვა კომპანიის მიერ შექმნილი კრიპტოგრაფიული საფულე, რომელზეც ინახება თქვენი საფულის მისამართები და მათ პირად გასაღებებს თქვენ აკონტროლებთ. მეტამასკის საფულე ასევე დაბლოკილია 12 სხვადასხვა სიტყვის ერთობლიობით, რომელსაც Seed phrase ეწოდება. Seed phrase-ის დაკარგვის შემთხვევაში დაკარგავთ წვდომას თქვენს მეტამასკის საფულეზე არსებული ყველა ციფრულ აქტივზე;

2.26 თეთრი სია (White list) – ბლოკჩეინზე არსებული სმარტ კონტრაქტი, რომლის მეშვეობითაც ვერიფიცირებულ მომხმარებელს ეძლევა უფლება, შეიძინოს მაქსიმალური (10 BNB) ღირებულების GCW ტოკენი;

2.27 გადარიცხვის საკომისიო (Gas fee) – იმ მომენტში როდესაც თქვენ ახორციელებთ გადარიცხვას, წარმოიქმნება გადარიცხვის საფასური რომელსაც უხდით ბლოკჩეინს ამ ტრანსაქციის შესასრულებლად. როდესაც თქვენ ყიდულობთ GCWine ტოკენს ანუ გზავნით BNB-ს GCWine-ის ან დექსის სმარტ კონტრაქტებზე, ასევე წარმოიქმნება გადარიცხვის საფასური, რომლის ოდენობაც შესაძლოა ჩვენგან დამიუკიდებელი მიზეზებით გაიზარდოს ან შემცირდეს და რომლის ღირებულებაზეც პასუხს ჩვენ ვერ ვაგებთ. თქვენ უნდა ჩაატაროთ წინასწარი კვლევა თუ რა საფასური აქვს ამ მომენტში გადარიცხვის საკომისიოს ამა თუ იმ ბლოკჩეინში კონკრეტულად კი, GCWine-ის შემთხვევაში, Binance სმარტ ჩეინზე.

3. მომსახურებები

ჩვენი მომსახურებები ზოგადად

3.1 თქვენთვის შპს „საქართველო ღვინის აკვანის“ მიერ მოწოდებული ციფრული აქტივები და სერვისები მოიცავს, მათ შორის, შემდეგს:

3.1.1 GCWine ტოკენის გაყიდვას (ანუ თქვენი მხრიდან GCWine ტოკენის ყიდვას);

3.1.2 თქვენთვის GCWine ტოკენის ყიდვასთან დაკავშირებით ინსტრუქციების მიწოდებას;

3.1.3 თქვენი ვინაობის დადასტურებას ანუ ვერიფიკაციას;

3.1.4 ვერიფიკაციის ინსტრუქციის თქვენთვის მიწოდებას;

3.1.5 ჩვენს ვებგვერდზე თქვენი ვირტუალური საფულის მიბმასთან დაკავშირებით თქვენთვის ინსტრუქციების მიწოდებას;

3.1.6 ჩვენი თანამშრომლების, გუნდის წევრებისა და პარტნიორების კუთვნილი GCWine ტოკენების განბლოკვა და ამასთან დაკავშირებით მათთვის ინსტრუქციების მიწოდებას.

GCWine ტოკენის ყიდვა

3.2 GCWine ტოკენი შეგიძლიათ იყიდოთ მხოლოდდამხოლოდ BNB კოინის გადარიცხვით, თქვენი არჩევანის მიხედვით, ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით:

3.2.1 GCWine BEP-20 სმარტ ჩეინის სტანდარტით BNB კოინის გადარიცხვით GCWine-ის სმარტ კონტრაქტის მისამართზე;

3.2.2 BEP-20 სმარტ ჩეინის სტანდარტით BNB კოინის გადარიცხვით GCWine-ის დექსის სმარტ კონტრაქტის მისამართზე;

3.2.3 Web 3 ფანჯრის მეშვეობით თქვენი მეტამასკის საფულის მიბმით GCWine-ის DEX-ის სმარტ კონტრაქტზე. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ GCW ტოკენის ან BNB-ის ის რაოდენობა, რამდენის ყიდვაც გსურთ, დააჭერთ გაცვლას და დათანხმდებით ტრანზაქციას მეტამასკზე. BNB ავტომატურად გაიცვლება GCW ტოკენში, BNB დექსის სმარტ კონტრაქტის მეშვეობით ავტომატურად ჩაირიცხება GCWine-ის საფულის მისამართზე, ხოლო თქვენ სანაცვლოდ, ასევე ავტომატურად, მიიღებთ GCW ტოკენს წინასწარ დადგენილი საჯარო გაყიდვების ფასით, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზე.

3.3 თუ არ გაქვთ მეტამასკის საფულე ინსტალირებული, შესაბამის ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ გადახვიდეთ მეტამასკის ოფიციალურ ვებგვერდზე, საიდანაც შეძლებთ მის ინსტალაციას.

3.4 ვერიფიკაციის გარეშე შეგიძლიათ იყიდოთ მაქსიმუმ 1 BNB-ის ღირებულების GCWine ტოკენი. ამისთვის საჭიროა ტოკენის ან დექსის სმარტ კონტრაქტზე BNB კოინის გაგზავნა ან ვებგვერდზევე თქვენი მეტამასკის საფულის მიბმა და თქვენი მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციების მიყოლა.

3.5 როდესაც ტრანზაქციას ახორციელებთ, მაგრამ თქვენი სრული თანხა არ არის საკმარისი იმ რაოდენობის ტოკენების საყიდლად, რომელიც მიუთითეთ და ასევე გადარიცხვის საკომისიოს ჩამოსაჭრელად, გადარიცხვის საკომისიო მაინც ჩამოგეჭრებათ. აღნიშნულს აკონტროლებს შესაბამისი ბლოკჩეინი და ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ამაზე გვქონდეს რაიმე სახის კონტროლი.

3.6 თუ აპირებთ იყიდოთ 1 BNB-ზე მეტი ღირებულების GCW ტოკენი, უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებგვერდზე და გაიაროთ ვერიფიკაცია.

3.7 თუ ანგარიშზე გაქვთ საკმარისი რაოდენობის BNB, მაგრამ არ ხართ ვერიფიცირებული და მოისურვეთ 1 BNB-ზე მეტი ღირებულების GCWine ტოკენის ყიდვა, ამას ვერ მოახერხებთ, ვინაიდან თქვენი საფულის მისამართი არ იქნება თეთრ სიაში და დაეწერება Error, მაგრამ ტრანზაქციის საკომისიო მაინც ჩამოგეჭრებათ.

3.8 თუ ხართ ვერიფიცირებული და სცადეთ 10 BNB ზე მეტი ღირებულების GCW ტოკენის ყიდვა, თქვენ ამას ვერ მოახერხებთ, ვინაიდან GCW ტოკენის ყიდვის მაქსიმალური რაოდენობა სმარტ კონტრაქტით არის შეზღუდული და შეადგენს მხოლოდ 10 BNB-ს. ამიტომ, მოხდება ამ ტრანზაქციის გაუქმება, მაგრამ გადარიცხვის საკომისიო მაინც ჩამოგეჭრებათ.

3.9 ჩვენ არ გვაქვს შეზღუდული GCWine ტოკენის მინიმალური რაოდენობის ყიდვა. შესაბამისად, GCWine ტოკენის ყიდვისას შეგიძლიათ მიუთითოთ GCWine ტოკენის ძალიან დაბალი რაოდენობა. ამის მიუხედავად, როდესაც იმდენად მცირე რაოდენობის GCWine ტოკენის ყიდვა გსურთ, რომ აღნიშნული რაოდენობა გადარიცხვის საკომისიოზე ნაკლებია, ხშირ შემთხვევაში ვერ განხორციელდება ტრანზაქცია, თუმცა გადარიცხვის საკომისიო მაინც ჩამოიჭრება

3.10 ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებთ ელ-ფოსტის, მომხმარებლის სახელის (usernameის) და პაროლის შეყვანით.

3.10.1 თუ დაგავიწყდათ პაროლი, გსურთ ელ-ფოსტის შეცვლა ან პირადი კაბინეტის გაუქმება, შეგიძლიათ მოგვწეროთ მხარდაჭერის განყოფილებაში (ანუ Support- ზე) ან გამოგვიგზავნოთ შეკითხვა ვებგვერდზე მითითებული შესაბამისი ფანჯრის გამოყენებით. თუ დააფიქსირებთ თქვენი ანგარიშის გაუქმების სურვილს, ჩვენ სრულად ან ნაწილობრივ დავაკმაყოფილებთ თქვენს აღნიშნულ მოთხოვნას მოქმედი კანონმდებლობისა და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

3.11 პირადი კაბინეტი: პირადი კაბინეტი შექმნილია ვერიფიკაციის მიზნით.

მომხმარებლის ანგარიში და ანგარიშზე წვდომის ბერკეტები (Account credentials)

3.12 თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია ჩვენს ვებგვერდ(ებ)ზე წვდომისთვის ან/და სერვისების გამოსაყენებლად. თუ თქვენ გაქვთ ჩვენი ანგარიში, ეს ნიშნავს იმას, რომ ეთანხმებით შემდეგს:

3.12.1 თქვენ არ უნდა მისცეთ სხვა პირ(ებ)ს წვდომა თქვენს მომხმარებლის ანგარიშზე;

3.12.2 თქვენ უნდა შეინახოთ ყველა თქვენი შესვლის სერთიფიკატი და ავთენტიფიკაციის სხვა აუცილებელი ფორმები კონფიდენციალურად და უსაფრთხოდ. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენს ვებგვერდ(ებ)ზე შესვლის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე.

3.12.3 თქვენი ანგარიშით სარგებლობის დასრულების შემდეგ თქვენ უნდა დააჭიროთ გამოსვლას (Log out), რათა არაუფლებამოსილმა პირებმა არ მოიპოვონ წვდომა თქვენს ანგარიშზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ანგარიშზე შედიხართ საჯაროდ ხელმისაწვდომი კომპიუტერიდან ან ქსელიდან. საჯაროდ ხელმისაწვდომი კომპიუტერის გამოყენებისას ამ კომპიუტერს არ დაამახსოვრებინოთ თქვენი ანგარიშის სახელი და პაროლი, რათა არაუფლებამოსილმა პირებმა არ მოიპოვონ წვდომა თქვენს ანგარიშზე.

3.12.4 თქვენ არ დააკისრებთ პასუხისმგებლობას GCWine-ს თქვენი ანგარიშის არაავტორიზებული გამოყენების გამო ან სხვა რაიმე დანაკარგის ან ზიანის გამო, რომელიც შესაძლოა მოგადგეთ თქვენი ანგარიშის ასეთ არაავტორიზებულ გამოყენებასთან დაკავშირებით;

3.12.5 თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მოგვწეროთ ჩვენი მომხმარებლის მხარდაჭერის (Support-ის) მეილზე – support@gcwine.io, თუ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, მათ შორის, თუ ეჭვობთ, რომ თქვენი ანგარიში ექვემდებარება არაუფლებამოსილ გამოყენებას ან თუ დაკარგავთ თქვენი ანგარიშის სახელს ან პაროლს.

3.12.6 თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ ხართ მომხმარებლის იმ საფულის მისამართ(ებ)ის ბენეფიციარი მესაკუთრე, რომლებზეც GCWine-ს მოეთხოვება GCW ტოკენების გადარიცხვა. GCWine-ის მიერ GCW ტოკენების გადარიცხვა ხდება ავტომატურად, როდესაც გადმორიცხავთ BNB-ს ჩვენი სმარტ კონტრაქტის მისამართზე ან ჩვენს ვებგვერდზე არსებული გაცვლითი სისტემის (DEX-ის) გამოყენებით, სმარტ კონტრაქტის მეშვეობით, რაც დაპროგრამებულია სმარტ კონტრაქტის კოდში და არ ექვემდებარება შემდგომ დამუშავებებს. GCW ტოკენის საყიდლად BNB-ის გადმორიცხვისას თქვენ რამდენჯერმე ადასტურებთ, რომ ნამდვილად გსურთ GCW ტოკენის ყიდვა.

3.12.7 GCWine არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას და არ გასცემს კომპენსაციას, თუ თქვენ მოახდენთ BNB-ის გადარიცხვას ისეთი საფულიდან, მათ შორის, რომელიმე კრიპტო ბირჟის ანგარიშიდან ან/და საფულიდან, რომლის პირადი გასაღებიც სრულად არ არის მხოლოდ თქვენს კონტროლქვეშ;

3.12.8 ჩვენ გვაქვს უფლება, ჩვენი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შევაჩეროთ, შევზღუდოთ ან გავაუქმოთ თქვენი მომხმარებლის ანგარიში ან/და თქვენი მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა შემდეგი მიზეზების გამო (მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ამით): თუ გვაქვს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ თქვენ არღვევთ წინამდებარე წესებსა და პირობებს ან/და თქვენი ქმედებ(ებ)ით ზიანს აყენებთ ჩვენი კომპანიის ინტერესებს, მათ შორის, ზიანს აყენებთ მის რეპუტაციას. თუ დაფიქსირდება წინამდებარე ქვეპუნქტში აღწერილი რომელიმე საფუძველი და ჩვენ იძულებული ვიქნებით, გავაუქმოთ თქვენი ანგარიში, ჩვენ უკან არ ვიყიდით თქვენ მიერ ნაყიდ GCW ტოკენ(ებ)ს, თუ ამ დროისთვის ნაყიდი გექნებათ GCW ტოკენ(ებ)ი;

3.12.9 თქვენ ასევე ეთანხმებით იმას, რომ თუ თქვენ GCW ტოკენის ყიდვის მიზნით BNB-ის გადმორიცხავთ ნებისმიერი სხვა ქსელიდან, გარდა Binance Smart Chainისა (BEP-20 სტანდარტისა) ან გადმორიცხავთ BNB-ის გარდა ნებისმიერ სხვა ციფრულ აქტივს GCWine-ის სმარტ კონტრაქტზე, თქვენ ამის სანაცვლოდ ვერ მიიღებთ GCW ტოკენ(ებ)ს და დაკარგავთ ყველანაირ უფლებას თქვენ მიერ გადმორიცხულ ციფრულ აქტივ(ებ)ზე;

3.12.10 თქვენ ეთანხმებით შემდეგს: თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შემჩნეული ხართ რაიმე კანონსაწინააღნდეგო ქმედებაში, ან მიღებული გაქვთ მონაწილეობა საეჭვო ტრანზაქციებში, როგორიცაა ფულის გათეთრება ან ნებისმიერი უკანონო მომსახურებ(ებ)ის გაწევა ან/და ასეთი მომსახურებ(ებ)ის სანაცვლოდ ფულის ან/და სხვა აქტივ(ებ)ის გადახდა, ჩვენ ვალდებული ვიქნებით, თქვენს შესახებ ინფორმაცია გადავცეთ სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებს ან/და ნებისმიერ სხვა უფლებამოსილ პირს ან/და ორგანოს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლოს განჩინების ან/და სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო(ები)ს ან/და ნებისმიერი სხვა უფლებამოსილი პირის ან/და ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე და ნორმატიული აქტ(ებ)ით დადგენილი მიზნების შესაბამისად ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე. ჩვენ ამ შემთხვევაში სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შევაჩერებთ თქვენს ანგარიშს. თქვენი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თქვენი ანგარიში გაუქმდება სამუდამოდ;

3.12.11 თუ გაირკვა, რომ თქვენ ცდილობთ ჩვენი სისტემის გატეხვას ან მოტყუებას ან სხვა გზით ჩვენი სისტემისთვის ზიანის მიყენებას, თქვენი ანგარიში გაუქმდება სამუდამოდ;

ვერიფიკაცია

3.13 თუ გსურთ, იყიდოთ 1 BNB-ზე მეტი და მაქსიმუმ 10 BNB-ის ღირებულების GCW ტოკენი, აუცილებელია გაიაროთ ვერიფიკაცია ჩვენს ვებგვერდზე. ვერიფიკაციისთვის აუცილებელია, განახორციელოთ გარკვეული მოქმედებები, რაც, მათ შორის, მოიცავს თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენთვის მოწოდებას.

3.14 ვერიფიკაციისთვის აუცილებელია, განახორციელოთ შემდეგი მოქმედებები:

3.14.1 ვებგვერდზე შესაბამის ველებში მიუთითოთ თქვენი სქესი (სურვილის შემთხვევაში), სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, თქვენი სახლის მისამართი და ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობთ, პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომერი, თქვენი საფულის მისამართი;

3.14.2 აგრეთვე ვებგვერდზე უნდა ატვირთოთ თქვენი საცხოვრებელი (სახლის) მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე თქვენი რეგისტრაციის ფაქტს, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავი ნივთის საკუთრების შესახებ, კომუნალური გადასახადის ქვითარი, საბანკო ანგარიშის ამონაწერი ან ნებისმიერი სანდო ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია თქვენი სახლის მისამართი), პასპორტის ან პირადობის მოწმობის ფოტო ისე, რომ მკაფიოდ ჩანდეს პასპორტის ან პირადობის მოწმობის, მათ შორის, ნომერი და მოქმედების ვადა, ფოტოსურათი-სელფი, რომელშიც მკაფიოდ ჩანს თქვენი სახე და პასპორტი ან პირადობის მოწმობა, რომელიც გიჭირავთ ხელში, მათ შორის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ყველა ისეთი ნიშანი, რომელიც დატანილია პასპორტის შესაბამის გვერდ(ებ)ზე ან პირადობის მოწმობაზე და იძლევა პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნამდვილობისა და ლეგალურობის დადგენის საშუალებას.

3.14.3 მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ ვერიფიკაცია გაიარონ იმ ქვეყნის ბინადრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფებიან. თუ მოქალაქეობის არმქონე პირი ვერიფიკაციის გავლის შემდეგ შემოვა ჩვენს ვებგვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების ან ისეთი სახელმწიფოს ტერიტორიიდან, სადაც მოქალაქეობის არმქონე ამ პირს არ აქვს ლეგალურად ყოფნის უფლება ან/და ისეთი სახელმწიფოს ტერიტორიიდან, რომელიც წინამდებარე წესებისა და პირობების მიხედვით წარმოადგენს აკრძალულ იურისდიქციას, ასეთი ფაქტი იქნება ჩვენს გონივრულ კონტროლს მიღმა და აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გვეკრძალება, ჩვენი ვებგვერდის ნებისმიერი მომხმარებელი ვაიძულოთ, ჩვენს ვებგვერდზე შემოსვლისას ჩართოს მისი ლოკაცია (ანუ მოგვაწოდოს ინფორმაცია ჩვენი ვებგვერდის გამოყენების მომენტში მისი ფაქტობრივი გეოგრაფიული ადგილსამყოფელის შესახებ).

3.15 ვერიფიკაციის აღნიშნული პროცედურების მიზანია, გვქონდეს თქვენ შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია, რათა დავიცვათ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ნორმატიული აქტები, შევძლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან ეფექტურად თანამშრომლობა დანაშაულის ჩადენის რეალური ან სავარაუდო არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე დავემორჩილოთ სასამართლოს ან/და დავების განმხილველი სხვა ორგანოს გადაწყვეტილებებს ან/და განჩინებებს ან/და, ზოგადად, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ოფიციალურ მოთხოვნებსა თუ განცხადებებს.

3.16 ვერიფიკაციის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავების ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 5 (ხუთ) სამუშაო დღეს.

3.17 ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემდეგ ვერიფიკაციის ფანჯარაში დაიწერება, რომ თქვენ წარმატებით გაიარეთ ვერიფიკაცია. თქვენი საფულის მისამართი დაემატება თეთრ სიას, რომლის მეშვეობითაც მოგეცემათ უფლება, იყიდოთ მაქსიმუმ 10 BNB-ის ღირებულების GCW ტოკენი.

3.18 ვერიფიკაციის წარუმატებლად გავლისას ვერიფიკაციის ფანჯარაში დაიწერება მიზეზ(ებ)ი თუ რატომ იყო წარუმატებელი თქვენი ვერიფიკაცია. ამ მიზეზების აღმოსაფხვრელად თქვენ შეძლებთ თავიდან გააგზავნოთ შესწორებული ინფორმაცია.

საფულის მიბმა

3.19 ვერიფიკაციის გარდა პირად კაბინეტში შეძლებთ თქვენი მეტამასკის საფულის მიბმას, რის შემდეგაც პირად კაბინეტში აისახება თქვენი ნაყიდი GCWine ტოკენ(ებ)ის რაოდენობა ან/და გაყინული GCW ტოკენის რაოდენობა.

3.19.1 საფულის მიბმის შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ, დექსის მეშვეობით იყიდოთ GCW ტოკენი.

3.19.2 თუ გაქვთ გაყინული GCW ტოკენ(ებ)ი, ის გამოჩნდება თქვენს კაბინეტში.

3.19.3 გაყინვის პერიოდის გასვლის შემდეგ პირადი კაბინეტის მეშვეობით შეძლებთ თქვენი გაყინული ტოკენ(ებ)ის განბლოკვას.

3.20 თუ თქვენ ერთხელ უკვე მიაბით მეტამასკის საფულე, მაგრამ გადახვედით სხვა გვერდზე, ეს მიბმა ავტომატურად გაითიშება და საჭირო გახდება საფულის ხელახლა მიბმა სხვა გვერდზე ყოველი გადასვლის შემდეგ. აღნიშნული ემსახურება თქვენი საფულის დაცვას არაუფლებამოსილ პირთა მხრიდან წვდომისგან იმ შემთხვევაში, როდესაც არ გამოიყენებთ სიფრთხილის სათანადო ზომებს იმ მოწყობილობის გამოყენებისას, რომლის მეშვეობითაც აბამთ საფულეს ჩვენს ვებგვერდს. მეორემხრივ, ყოველივე ამ პუნქტში აღწერილი არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ თქვენს მოწყობილობაშიც გაითიშება მეტამასკის საფულე: ის, თუ რამდენ ხანში ან/და როგორ გაითიშება მეტამასკზე თქვენი ავტორიზაცია ჩვენი ვებგვერდის ფარგლებს გარეთ, თავად ბრაუზერში, არის მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი.

3.21 თუ სხვა გვერზე გადახვედით, მაგრამ გინდათ დაბრუნდეთ დექსზე და იყიდოთ GCW ტოკენი ან დაფაზე გამოჩნდეს თქვენი ტოკენების რაოდენობა, უნდა მიაბათ მეტამასკის საფულე ხელახლა და ასე ყოველ მომდევნო ჯერზე.

4. აღიარებები, განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე ნებისმიერი სახის წვდომით და მათი მიღებით თქვენ აღიარებთ, ადასტურებთ და ეთანხმებით შემდეგს:

4.1 წინამდებარე წესები და პირობები არ არის რაიმე სახის შეთავაზება ან რჩევა და არ არის გამიზნული იმისთვის, რომ თქვენ შეიძინოთ რაიმე აქცია, სხვა ფასიანი ქაღალდი ან ნებისმიერი სხვა ფინანსური ინსტრუმენტი. წინამდებარე წესები და პირობები არ არის გამიზნული იმისთვის, რომ თქვენ მოგაწოდოთ რაიმე საინვესტიციო ხასიათის მომსახურება ან რჩევები ინვესტირებასთან დაკავშირებით რომელიმე ქვეყანაში ან ტერიტორიაზე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემული ინფორმაციის სისწორესა და ვარგისიანობაზე, მათში არსებულ შეცდომებსა და უზუსტობებზე. მომხმარებელი ეცნობა, იყენებს და ენდობა ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ნებისმიერ ზიანზე, მათ შორის, მაგრამ არამარტო, ფინანსურ დანაკარგებზე, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი, ნებისმიერი ფორმით, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი სერვისებით სარგებლობიდან, მიუხედავად იმისა, გაეცანით თუ არა წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემულ ინფორმაციას ასეთი დანაკარგების შესაძლებლობის შესახებ;

4.2 ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ თქვენ ყურადღებით არ გაეცანით წინამდებარე წესებსა და პირობებს, ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თეთრ ქაღალდს (Whitepaper) ან/და რისკების შესახებ თქვენს გასაფრთხილებლად გამიზნულ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომია ან შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ვებგვერდ(ებ)ზე;

4.3 მომავალში კრიპტოვალუტის გაცვლის ნებისმიერ ბირჟაზე GCW ტოკენით ვაჭრობის ნებისმიერი ფაქტი თქვენ მიერ არ იქნება აღქმული ან/და განმარტებული ისე, თითქოს GCW ტოკენს აქვს რაიმე უპირატესობა სხვა ციფრულ აქტივ(ებ)თან შედარებით. ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ ციფრული აქტივების რომელიმე ბაზრის მდგომარეობა ან/და GCW ტოკენის სამომავლო ღირებულება ასეთ ბაზარზე და არ ვაკეთებთ არანაირ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით;

4.4 არცერთი სერვისი ან რომელიმე მხარდაჭერილი ციფრული აქტივი თქვენ მიერ არ იქნება აღქმული ისე, თითქოს ეს სერვისი ან მხარდაჭერილი ციფრული აქტივი საშუალებას გაძლევთ, რაიმე ფორმით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მიიღოთ რაიმე სახის მოგება ან რაიმე წილი ასეთი მოგებიდან, რაიმე სახის შემოსავალი რაიმე ფორმით ან სხვა გადახდები ან ანაზღაურება. აგრეთვე GCWine არანაირი ფორმით არ გპირდებათ და თქვენც არ აღიქვამთ ან/და არ მოახდენთ ისეთ ინტერპრეტაციას, თითქოს GCWine რაიმე ფორმით გპირდებათ რომელიმე სერვისის ან რომელიმე მხარდაჭერილი ციფრული აქტივის საშუალებით რაიმე ფორმით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, რაიმე სახის მოგების ან ასეთი მოგებიდან წილის, შემოსავლის, სხვა გადახდების ან ანაზღაურების მიღებას;

4.5 თქვენ მიერ მოწოდებული მომხმარებლის საფულის ნებისმიერი მისამართი არის სრულად მოქმედი და უსაფრთხო. თუ ეს ასე არ არის, აღნიშნულზე პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ თქვენ. აგრეთვე, თქვენ არ შემოხვალთ ჩვენს ვებგვერდზე არცერთი სხვა მომხმარებლის ანგარიშის საშუალებით, ასევე არ შექმნით მომხმარებლის რამდენიმე ანგარიშს;

4.6 თქვენ არ ხართ დისკვალიფიცირებული პირი და არ მოქმედებთ ასეთი პირის სახელით. თუ ხართ დისკვალიფიცირებული პირი, თქვენ დაუყონებლივ უნდა დატოვოთ ვებგვერდ(ებ)ი და შეწყვიტოთ ჩვენი ყველა სერვისის გამოყენება. თუ დაარღვევთ აღნიშნულ პუნქტს, პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ;

4.7 თქვენ გაქვთ სრული უფლებამოსილება და შესაძლებლობა მიიღოთ ეს წესები და პირობები და შეასრულოთ მათგან გამომდინარე თქვენი ყველა ვალდებულება. თუ ეს ასე არ არის, პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ;

4.8 ჩვენს ვებგვერდ(ებ)ზე თქვენი ვიზიტით ან/და ჩვენი ნებისმიერი მხარდაჭერილი ციფრული აქტივის, მათ შორის, GCW ტოკენის ან/და ჩვენი სერვის(ებ)ის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაქვთ მინიმუმ საბაზისო ცოდნა ბლოკჩეინისა და კრიპტოინდუსტრიის შესახებ, მათ შორის, ბლოკჩეინისა და სმარტ კონტრაქტის ტექნოლოგიების ფუნქციონირების შესახებ, ციფრულ (კრიპტო) აქტივებთან, მათ შორის, მხარდაჭერილ ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სერვისების (მათ შორის, ჩვენი სერვისების) შესახებ, კრიპტოაქტივების ფუნქციონირების, შენახვის, გადაცემის მექანიზმებისა (მათ შორის, მათი ყიდვისა და გაყიდვის) და მათი სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ, ქსელების სტანდარტების, ბლოკჩეინისა და სმარტ კონტრაქტის პროტოკოლებისა და სტანდარტების შესახებ, კრიპტოგრაფიული ტოკენების, ციფრულ რეესტრზე დაფუძნებული პროგრამული სისტემების, ციფრული აქტივების საფულეებისა და ინტერფეისების ან/და სხვა დაკავშირებული ტოკენების შენახვისა და გაცვლის მექანიზმების შესახებ. ჩვენს ვებგვერდ(ებ)ზე თქვენი ვიზიტით და ჩვენი ნებისმიერი მხარდაჭერილი ციფრული აქტივის, მათ შორის, GCW ტოკენის ან/და სერვისის გამოყენებით თქვენ ასევე ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენ ვთავისუფლდებით ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, თუ თქვენ მიერ ჩვენს მხარდაჭერილ ციფრულ აქტივ(ებ)თან დაკავშირებით რაიმე სახის ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის), მათ შორის, რაიმე ტრანზაქციის განხორციელებისას ან/და ჩვენი სერვის(ებ)ის გამოყენებისას მოგადგებათ რაიმე სახის ზიანი იმ მიზეზით, რომ არ გაქვთ წინამდებარე პუნქტში მითითებული ცოდნა ან/და არ გაეცანით წინამდებარე პუნქტში მოცემულ გაფრთხილებას;

4.9 თუ თქვენ შეცდომით გადმორიცხავთ ციფრულ აქტივს GCW ტოკენის საყიდლად ან სხვა მიზნით, გადმორიცხულ ციფრულ აქტივს ვეღარ დაიბრუნებთ უკან. აღნიშნულზე ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი. გადმორიცხული ციფრული აქტივი გადმოდის ჩვენს საკუთრებაში, ხოლო თქვენ ამასთან დაკავშირებით არ გექნებათ რაიმე სახის მოთხოვნის უფლება. თქვენ უნდა უზრუნველყოთ ჩვენს სმარტ კონტრაქტის მისამართ(ებ)ზე მხოლოდ BNB-ის გადმორიცხვა მხოლოდ BEP-20 ტოკენის სტანდარტით. თუ გადმორიცხავთ BNB-ის გარდა რაიმე სხვა ციფრულ აქტივს ან კრიპტოვალუტას ჩვენს სმარტ კონტრაქტის მისამართ(ებ)ზე, თქვენ არ ჩაგერიცხებათ GCW ტოკენი და გადმორიცხული აქტივიც არ დაგიბრუნდებათ ანუ დაკარგავთ ყველანაირ უფლებას თქვენ მიერ გადმორიცხულ აქტივზე;

4.10 კრიპტოაქტივებში ინვესტირებასთან დაკავშირებულ ყველა რისკს ატარებთ მხოლოდ თქვენ;

4.11 თქვენ არ ხართ ამერიკის შეერთებული შტატების ან სხვა იმ სახელმწიფოს მოქალაქე ან რეზიდენტი, რომელიც შედის წინამდებარე წესებით და პირობებით გათვალისწინებულ აკრძალულ იურისდიქციებში, ასევე არ ხართ ამერიკის შეერთებული შტატების მწვანე ბარათის მფლობელი და, შესაბამისად, გაქვთ უფლება შეიძინოთ GCW ტოკენი. თუ დაარღვევთ აღნიშნულ პუნქტს, პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ;

4.12 თქვენ იყენებთ ჩვენს სერვის(ებ)ს მხოლოდ თქვენი პირადი სარგებლობისთვის და არ მოქმედებთ სხვა პირის სახელით. თქვენ ადასტურებთ, რომ არ შეგიქმნიათ სხვადასხვა ანგარიში და მოქმედებთ მხოლოდ თქვენი სახელით. თუ დაარღვევთ აღნიშნულ პუნქტს, პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ;

4.13 ჩვენ სრულად ვიხსნით ნებისმიერ პასუხისმგებლობას თქვენს წინაშე, თუ თქვენ მიერ განხორციელებული რომელიმე ქმედება არღვევს ან/და ეწინააღმდეგება კანონს, თქვენ თქვენ მიერ განხორციელდა საეჭვო ტრანზაქცია, თქვენი მოწყობილობა არ იმუშავებს სათანადოდ ან იმუშავებს შეფერხებით (მხოლოდ თქვენ ხართ თქვენს მოწყობილობაზე პასუხისმგებელი). თქვენს მოწყობილობაში ან მასთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი ვირუსი, შეცდომა, ხარვეზი, დეფექტი ან ნებისმიერი სხვა დაბრკოლება მხოლოდ თქვენი რისკია და შესაბამის პასუხისმგებლობასაც ატარებთ მხოლოდ თქვენ. აგრეთვე, წინამდებარე პუნქტში მითითებული რისკებისა და საფუძვლების პრაქტიკული რეალიზების შემთხვევაში ჩვენ ვითანამშრომლებთ შესაბამის ორგანოებთან, რათა, მათ შორის, ხელი შევუწყოთ თქვენ მიერ კანონმდებლობის დარღვევის აღმოფხვრას;

4.14 თქვენ იცნობთ იმ კანონმდებლობას, რომელიც აწესრიგებს თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენებას. აღნიშნული კანონმდებლობის დაცვაზე პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ თქვენ. ასევე მხოლოდ თქვენ იქნებით პასუხისმგებელი ამ მხრივ თქვენი ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის გამო;

4.15 BNB, რომლის საშუალებითაც შესაძლოა გეგმავდეთ GCW ტოკენის ყიდვას, არ არის მოპოვებული უკანონო საშუალებით, მათ შორის, ფულის გათეთრებით, ტერორიზმის დაფინანსებით ან/და ნებისმიერი ისეთი საშუალებით, რაც გულისხმობს ან შეიძლება გულისხმობდეს ნებისმიერი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას ან მის გვერდის ავლას. თუ დაარღვევთ აღნიშნულ პუნქტს, პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ;

4.16 თქვენ არ დაკარგავთ წვდომას თქვენს საფულეზე, მომხმარებლის ანგარიშზე, პირად გასაღებზე ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი ზომით. თქვენ ასევე არ გადასცემთ თქვენს ანგარიშზე წვდომას ან/და უფლებებს მესამე პირებს ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. თუ დაარღვევთ აღნიშნულ პუნქტს, პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ;

4.17 თქვენ შეხვალთ ჩვენს ვებგვერდზე და გამოიყენებთ ჩვენს მხარდაჭერილ ციფრულ აქტივ(ებ)ს ან/და სერვის(ებ)ს მხოლოდ თქვენი რისკის და პასუხისმგებლობის ქვეშ. აღნიშნული რისკები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. GCWine არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება მოგადგეთ ჩვენი მხარდაჭერილი ციფრული აქტივ(ებ)ის ან/და სერვის(ებ)ის გამოყენებასთან დაკავშირებით;

4.18 თქვენს ანგარიშზე ან/და საფულეზე არსებული GCW ტოკენების დაკარგვის, გატეხვის ან/და ქურდობის შემთხვევაში, თქვენ ადასტურებთ, რომ არ წარმოგეშობათ ჩვენ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნის უფლება, ხოლო ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა. მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ტექნიკური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით შეუძლებელია გვქონდეს კონტროლი თქვენს საფულეზე ან/და ანგარიშზე. შესაბამისად, GCWine-ის მიერ თქვენგან გადმორიცხული BNB-ის სანაცვლოდ თქვენს ანგარიშზე ან საფულეზე GCW ტოკენ(ებ)ის გადარიცხვის მომენტიდან ამ GCW ტოკენ(ებ)ის დაკარგვის ან/და განადგურების რისკს ატარებთ მხოლოდ თქვენ;

4.19 თქვენ პასუხისმგებელი იქნებით შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების მოთხოვნების შესრულებაზე ციფრულ აქტივებთან მიმართებით, მათ შორის, შეუზღუდავად, ნებისმიერი იმ დასაბეგრი შემოსავლის ანგარიშგების მოთხოვნების შესრულებაზე, რომელიც მიღებულია სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით;

4.20 ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ სერვისების აკრძალული გამოყენებების სია. აღნიშნული განახლებების შესახებ შეტყობინება გამოქვეყნდება GCWine-ის სოციალური ქსელების გვერდ(ებ)ზე და არხ(ებ)ზე. ეს განახლებები ხელმისაწვდომი იქნება წინამდებარე წესებსა და პირობებში. თქვენი პასუხისმგებლობა იქნება, უზრუნველყოთ, რომ თქვენ მიერ სერვისების გამოყენება არ მოიცავდეს ისეთ ქმედებებს, რომლებიც აკრძალულია წინამდებარე წესებისა და პირობების მიხედვით, ხოლო ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას;

4.21 ჩვენი სერვისების გამოყენების ფარგლებში ან ამასთან დაკავშირებით თქვენ არ დაეხმარებით, არ წაახალისებთ ან/და არ აიძულებთ მესამე მხარე(ებ)ს, ჩაერთოს რომელიმე შემდეგ უკანონო აქტივობაში (ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი):

4.21.1 ნებისმიერი უკანონო საქმიანობა;

4.21.2 ნებისმიერი უკანონო მოქმედებით მიღებული შემოსავლების გამოყენება GCW ტოკენის შესაძენად ან/და ჩვენი რომელიმე მომსახურების ან მხარდაჭერილი ან აქცეპტირებული ციფრული აქტივ(ებ)ის შესაძენად;

4.21.3 ნებისმიერი უკანონო მასალის ან ინფორმაციის გამოქვეყნება ან გავრცელება;

4.21.4 ნებისმიერი იმ სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა, რომელშიც ვახორციელებთ ჩვენს საქმიანობას.

თუ დაარღვევთ წინამდებარე პუნქტს, პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ;

4.22 თუ თქვენ ან თქვენი სახელით ჩვენი სერვისების გამომყენებელი ნებისმიერი პირი ჩვენი სერვისებით სარგებლობისას დაარღვევთ მოქმედ კანონმდებლობას ან/და წინამდებარე წესებსა და პირობებს, მათ შორის, წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე თქვენს ვალდებულებებს და ამით დაირღვა მესამე პირ(ებ)ის უფლებები, თქვენ ყველაფერს იღონებთ, რათა GCWine-ს, მის დირექტორ(ებ)ს და სხვა წარმომადგენლებს, გუნდის წევრებს და თანამშრომლებს არ მიადგეს ზიანი (ან ასეთი ზიანის დადგომის შემთხვევაში აუნაზღაურებთ მას GCWineს ან/და მასთან დაკავშირებულ ჩამოთვლილ პირებს), და GCWine-ს არ მოუწიოს თქვენი ამ დარღვევ(ებ)იდან გამომდინარე სამართლებრივ დავაში ჩართვა და ხარჯების გაღება. თქვენ ასევე მიიღებთ ყველა ზომას, მათ შორის, GCWine-ს აუნაზღაურებთ ყველა ხარჯს, რათა GCWine-მა შეძლოს თავის დაცვა იმ სამართლებრივ დავებში, რომლებიც GCWine-ის წინააღმდეგ დაიწყო იმ მიზეზით, რომ თქვენ დაარღვიეთ წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე თქვენი ვალდებულებები;

4.23 თქვენ არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სხვა მომხმარებლებს, იქონიონ წვდომა ან გამოიყენონ ჩვენი რომელიმე სერვისი. თქვენ აგრეთვე არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომლებითაც შესაძლოა სხვაგვარად დაირღვევეს სხვა მომხმარებლების კანონიერი უფლებები და ინტერესები, მათ შორის, კონსტიტუციით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები. ჩვენს ვებგვერდ(ებ)ზე თქვენ არ ატვირთავთ ისეთ მასალას, რომელიც შეიცავს ვირუსებს ან/და სხვა მავნე პროგრამებს, აგრეთვე თქვენი ქმედებებით არ გამოიწვევთ ჩვენი ციფრული ინფრასტრუქტურის გადატვირთვას. თქვენ არ განახორციელებთ ჩვენი ვებგვერდის არაუფლებამოსილ გამოყენებას, რაშიც, მათ შორის, იგულისხმება ჩვენს სისტემებში არაუფლებამოსილი შესვლა, პაროლ(ებ)ის არასათანადო გამოყენება ან/და ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თუ დაარღვევთ აღნიშნულ პუნქტს, პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ;

4.24 ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე თქვენ არ შექმნით რაიმე სახის მესამე მხარე აპლიკაციას/აპლიკაციებს, რომლებმაც შეიძლება იურთიერთქმედონ ჩვენს ვებგვერდთან;

4.25 თქვენ არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ თაღლითობის ნიშნებს. თუ ჩვენი სერვისების გამოყენებისას ან ამასთან დაკავშირებით თქვენი მხრიდან დაფიქსირდება თაღლითობა ან/და სხვა მომხმარებლების რაიმე ფორმით მოტყუება მათი აქტივების მითვისების მიზნით ან მათთვის ნებისმიერი სახის ზიანის მიყენების მიზნით, ჩვენ არ დაგვეკისრება აღნიშნულზე პასუხისმგებლობა და პასუხისმგებელი იქნებით მხოლოდ თქვენ;

4.26 თქვენ არ განახორციელებთ ისეთ ტრანზაქციას ან/და ქმედებას, რომელიც არღვევს სხვა პირ(ებ)ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, სასაქონლო ნიშანს, პირადი ცხოვრების ან კონფიდენციალურობის უფლებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებას. თუ დაარღვევთ აღნიშნულ პუნქტს, პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ;

4.27 ის სერვისები, რომლებსაც შპს „საქართველო ღვინის აკვანი“, თავისი ვებვებგვერდის https://gcwine.io/ მეშვეობით გთავაზობთ, არის შპს საქართველო ღვინის აკვანის მიერ შექმნილი. აგრეთვე ვებგვერდი gcwine.io, ამ ვებგვერდის დიზაინი, ტექსტები, კომპანიის ლოგო, ვერიფიკაციის მექანიზმ(ებ)ი და ყველა სხვა მსგავსი მასალა არის მხოლოდ შპს საქართველო ღვინის აკვანის საკუთრება. ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე თქვენ ან/და ნებისმიერი მესამე პირი არ გამოიყენებთ შპს საქართველო ღვინის აკვანის კუთვნილ ნებისმიერ ინტელექტუალურ საკუთრებას, მათ შორის, მის სახელს, ლოგოს, სავაჭრო ან სერვისულ ნიშნებს;

4.28 თქვენ არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც რაიმე სახის ზიანს მოუტანს GCWine-ს ან/და მის დირექტორ(ებ)ს, თანამშრომლებს, გუნდის წევრებს, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მოახდენს მათი რეპუტაციის შელახვას;

4.29 თუ თქვენ ჩვენი სერვის(ებ)ის გამოყენებისას შეძლებთ რაიმე სახის მოგების ან სარგებლის მიღებას, უნდა მოახდინოთ ასეთი მოგების ან სარგებლის შესაბამისობაში მოყვანა თქვენს ქვეყანაში არსებულ საგადასახადო სისტემასთან და კანონმდებლობასთან, მათ შორის, უნდა წარადგინოთ შესაბამისი დეკლარაციები და გადაიხადოთ ყველა შესაბამისი გადასახადი. ყოველივე ამ პუნქტში აღნიშნულზე პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ თქვენ;

4.30 თუ ჩვენი ან თქვენი ნებისმიერი შეცდომის, მათ შორის, მაგრამ არამარტო, ნებისმიერი მიზეზით ვებგვერდ(ებ)ის გატეხვის გამო თქვენ შეცდომით დაეუფლეთ GCWine-ის კუთვნილ თანხებს ან/და ციფრულ აქტივებს, ვალდებული ხართ, აღნიშნული თანხები ან/და ციფრული აქტივები დაუყონებლივ დაგვიბრუნოთ უკან. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებებს;

4.31 ჩვენს მხარდაჭერილ ციფრულ აქტივ(ებ)ს, მათ შორის, GCW ტოკენს, ან/და სერვისებს თქვენ არ გამოიყენებთ რაიმე უკანონო მიზნით, მათ შორის, ფულის გასათეთრებლად ან/და ტერორიზმის დასაფინანსებლად ან/და მათთან დაკავშირებული ქმედებების განსახორციელებლად, ბაზრის მიღმა GCW ტოკენის უკანონოდ გასაყიდად, ფიზიკური ან იურიდიული პირ(ებ)ისთვის GCW ტოკენის მოტყუებით მიყიდვის მიზნით, ისეთი აქტივის შესაძენად, რომლის შეძენაც კანონით აკრძალულია ან ნებისმიერი სხვა ისეთი ქმედების განსახორციელებლად, რომელიც გულისხმობს ან შეიძლება გულისხმობდეს ნებისმიერი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას ან მის გვერდის ავლას. თუ დაარღვევთ აღნიშნულ პუნქტს, პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ;

4.32 ჩვენს ვებგვერდზე ან/და მის მიღმა ფიზიკური ან/და იურიდიული პირ(ებ)ის მიმართ არ გააკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომლებმაც შესაძლოა აღნიშნულ პირებს შეუქმნას არასწორი წარმოდგენები GCW ტოკენის შესახებ, მათ შორის, შეუქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს GCW ტოკენის ფასი გაიზრდება და აღნიშნულს მოჰყვება ამ პირ(ებ)ის გამდიდრება;

4.33 თქვენ მაქსიმალურად ხელს შეგვიწყობთ, დავიცვათ მოქმედი კანონმდებლობა. კერძოდ, განახორციელებთ ყველა ქმედებას, რაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მოითხოვება თქვენგან ან/და თქვენზე არის დამოკიდებული, ხოლო ამ მიზნით შეასრულებთ ჩვენს თხოვნებს ან/და ინსტრუქციებს. ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა და თქვენ ჩვენ მიმართ არ წარმოგეშობათ არანაირი მოთხოვნის უფლება იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც განვახორციელებთ მოქმედი კანონმდებლობის დაცვის მიზნით;

4.34 თქვენ ადასტურებთ, რომ ჩვენ არ გვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა და თქვენ არ გექნებათ ჩვენ მიმართ არანაირი მოთხოვნის უფლება, თუ დაარღვევთ წინამდებარე თავში მოცემულ რომელიმე დებულებას, რის შედეგადაც მოგადგებათ რაიმე სახის ზიანი;

4.35 თქვენ ადასტურებთ, რომ ყურადღებით წაიკითხეთ და გაიგეთ წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემული ყველა დებულება. ამ თავში მოცემული პირობების მიღებით და მათზე ნებისმიერი წვდომით თქვენ წინამდებარე წესებისა და პირობების გაცნობის მომენტიდან ადასტურებთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აღიარება, განცხადება და გარანტია (ანუ წინამდებარე თავში მოცემული ყველა დებულება) ჩამოყალიბებულია თქვენთვის გასაგებად, ნათლად და არ არის შეცდომაში შემყვანი.

5. რისკის ფაქტორები და პასუხისმგებლობის გამორიცხვა

5.1 თქვენ ყურადღებით უნდა გაითვალისწინოთ და შეაფასოთ თითოეული ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ფაქტორი და ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ეს წესები და პირობები, სანამ გადაწყვეტთ ჩვენი რომელიმე სერვისის გამოყენებას ან/და GCW ტოკენის ყიდვას.

5.2 თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ შპს საქართველო ღვინის აკვანი ამ ეტაპზე არ არის ლიცენზირებული საქართველოში როგორც კრიპტო ფირმა. თუ მაინც გადაწყვეტთ GCW ტოკენის შეძენას და შპს „საქართველო ღვინის აკვანის“ ბიზნესგეგმები არ გამართლდა ან/და არ წარიმართა სათანადოდ, თქვენ ვერ დაიბრუნებთ თქვენს ინვესტირებულ თანხას ან/და ციფრულ აქტივებს.

5.3 თქვენ არ უნდა განახორციელოთ ტრანზაქცია და არ უნდა იყიდოთ GCWine ტოკენი, თუ არ ხართ გარკვეული მასთან დაკავშირებულ რისკებში. თქვენ უნდა აცნობიერებდეთ, რომ ზოგადად კრიპტოვალუტების ღირებულებები მნიშვნელოვნად მერყეობს იმ მიზეზებით, რომლებიც არ არის და შეუძლებელია იყოს ჩვენს გონივრულ კონტროლს ქვეშ. ამავე მიზეზებით შეიძლება მერყეობდეს GCW ტოკენის ფასი. სანამ გადაწყვეტთ GCW ტოკენის ყიდვას, უნდა აცნობიერებდეთ, რომ შესაძლოა მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგოთ ის თანხა ან/და ციფრული აქტივები, რომლებსაც GCW ტოკენის ყიდვაში ჩადებთ, რაზეც პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ თქვენ

5.4 წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემული ნებისმიერი სახის ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით თქვენ მიერ გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა სახის რისკისა და პასუხისმგებლობის მატარებელი ხართ მხოლოდ თქვენ. ვაჭრობა არის ძალიან სარისკო საქმიანობა, რამაც შეიძლება დიდი ზარალი გამოიწვიოს. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ აქ მოცემული ინფორმაციის შეფასებისას გამოიყენოთ პროფესიონალების რჩევა. გადაწყვეტილების მიღებამდე, გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია კვალიფიციურ პროფესიონალებთან. გაფრთხილებთ, რომ ჩვენი სერვისების გამოყენებით თქვენ შესაძლოა მოგადგეთ ფინანსური ზარალი, რისთვისაც ჩვენ სრულად ვიხსნით პასუხისმგებლობას

5.5 ტრანზაქციები, რომლებიც ხელმოწერილ იქნა გადარიცხვის განმახორციელებლის მიერ და დამოწმებულ იქნა ციფრულ რეესტრში, მათ შორის, ბლოკჩეინის ქსელში, ზოგადად არ ექვემდებარება ცვლილებას და რეალურად არ არის უკან გამოხმობადი. თუ BNB-ს გაგზავნით ნებისმიერი სხვა ტოკენის სტანდარტით, გარდა BEP-20-ისა და ნებისმიერ სხვა დანიშნულების ადგილას, გარდა ჩვენი კომპანიის სმარტ კონტრაქტის მისამართ(ებ)ისა, გადარიცხული BNB-ის თქვენთვის დაბრუნება შეუძლებელი იქნება. თუ დაფიქსირდება რომელიმე ასეთი შემთხვევა, GCWine არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას, არ იძლევა არანაირ გარანტიას და არ იღებს არანაირ ვალდებულებას თქვენს წინაშე, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, რაიმე სახის პასუხისმგებლობას შეცდომით გადარიცხული BNB-ის დასაბრუნებლად ან მათ დაბრუნებაში დასახმარებლად ან/და მათი დაბრუნების რაიმე ფორმით ხელშესაწყობად.

5.6 გაფრთხილებთ, BNB გადარიცხეთ მხოლოდდამხოლოდ იმ საფულიდან, რომლის – პირად გასაღებსაც (PRIVATE KEY-ს) აკონტროლებთ და მხოლოდ BEP-20 ტოკენის სტანდარტით. არავითარ შემთხვევაში არ გადარიცხოთ BNB რომელიმე კრიპტო გაცვლითი პლატფორმიდან (ე.წ. Exchanger-იდან) ან ბაზრიდან. ეს გამოიწვევს თქვენი ტოკენების დაკარგვას და აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ.

5.7 ჩვენ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როდის იქნება ქსელის თავდასხმები. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შესაძლებელია ნებისმიერ დროს დაფიქსირდეს სისტემის, აღჭურვილობის ან/და დანადგარების გაუმართაობა, გაფუჭება ან/და ნებისმიერი სხვა სახის დეფექტი, დაუგეგმავი შეფერხებები ჩვენს ქსელში ან სერვისებში, პროგრამული უზრუნველყოფის დეფექტები, უსაფრთხოების დარღვევა ან სხვა მიზეზები, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს ინფრასტრუქტურულ ქსელზე ან/და პლატფორმაზე. ასეთი მოვლენები შეიძლება იყოს, მათ შორის, მაგრამ არამარტო, ვირუსები, ხარვეზები პროგრამებში ან წყაროს კოდში (Source code), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი ექსპლუატაცია ან/და ბოროტად გამოყენება. ჩვენ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შეიძლება ვერ შევძლოთ ქსელზე ასეთი თავდასხმების, ვირუსების ან/და ქსელის დაუცველობის დროულად გამოვლენა და შეიძლება არ გვქონდეს საკმარისი რესურსები იმისათვის, რომ ეფექტურად გავუმკლავდეთ სერვისებთან დაკავშირებულ მრავალ ინციდენტს, რომელიც ხდება ერთდროულად ან სწრაფი თანმიმდევრობით. ჩვენი სერვისები შეიძლება შეფერხდეს ბევრი მოვლენის გამო, რომელებზეც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ გვექნება კონტროლი, მათ შორის, ბუნებრივი კატასტროფების, ქსელის კავშირის შეფერხების, ელექტროენერგიის გათიშვის ან/და მესამე პირების მიერ ჩვენი სერვისების განზრახ შეფერხების გამო, მათ შორის, მაგრამ არამარტო პროგრამული უზრუნველყოფის ვირუსებით გამოწვეული შეფერხებების ან/და არაავტორიზებული მომხმარებლების მხრიდან განხორციელებული კიბერ-თავდასხმების გამო. შესაბამისად, თუ ამ პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე რისკის პრაქტიკული განხორციელების გამო თქვენ მოგადგებათ რაიმე სახის ზიანი, ჩვენ არ ვიქნებით აღნიშნული ზიანის გამო პასუხისმგებელი, ხოლო თქვენ არ წარმოგეშობათ ჩვენ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნის უფლება.

5.8 წინა პუნქტში ჩამოთვლილის გარდა შესაძლოა არსებობდეს სხვა დამატებითი რისკებიც, რამდენადაც ბლოკჩეინისა და სმარტ კონტრაქტის ტექნოლოგიები და მათთან დაკავშირებული ტექნიკური და ტექნოლოგიური მექანიზმები და ასპექტები ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და განიცდის მუდმივ ევოლუციას. შესაბამისად, ახალმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა შეიძლება მოძველებული ან/და ძალადაკარგული გახადოს ჩვენი მუშაობისა და პროცესების გარკვეული ან ყველა ნაწილი. ამან შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები, მათ შორის, ჩვენი სერვისების პარალიზება, GCWine-ის ბიზნესის ჩავარდნა, GCW ტოკენის გაუფასურება და ჩვენი ვებგვერდ(ებ)ის სამუდამოდ გაუქმება. თუ ამ პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე რისკის პრაქტიკული განხორციელების გამო თქვენ მოგადგებათ რაიმე სახის ზიანი, ჩვენ არ ვიქნებით აღნიშნული ზიანის გამო პასუხისმგებელი, ხოლო თქვენ არ წარმოგეშობათ ჩვენ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნის უფლება.

5.9 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ ჩვენს გონივრულ კონტროლქვეშ არსებულ ყველა ზომას კიბერ-თავდასხმებისგან, უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაზიანებისგან, დაკარგვისგან და განადგურებისგან ჩვენი მოწყობილობებისა და ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ჩვენი ვებგვერდ(ებ)ის და მათზე არსებული ყველა ინფორმაციისა თუ მონაცემების დასაცავად, აღნიშნული ვერ იქნება გარანტია იმისა, რომ ქსელის თავდასხმები და დაუცველობა კვლავ არ განხორციელდება მომავალში და რომ ჩვენ მიერ მიღებული ნებისმიერი უსაფრთხოების ზომა ეფექტური იქნება. შესაბამისად, თუ ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ მოგადგებათ რაიმე სახის ზიანი ჩვენი აქცეპტირებული ან მხარდაჭერილი ციფრული აქტივებით, მათ შორის, GCW ტოკენით სარგებლობის ან/და ჩვენი სერვისების გამოყენების გამო, ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, ხოლო თქვენ არ წარმოგეშობათ ჩვენს მიმართ რაიმე სახის მოთხოვნის უფლება.

5.10 თუ მესამე მხარეებზე (მათ შორის, მაგრამ არამარტო Binance Smart Chain-ზე) რომლებიც გვეხმარებიან თქვენთვის GCW ტოკენის ან/და ჩვენი სერვისების მიწოდებაში, განხორციელდება კიბერთავდასხმა ან/და მოხდება აღჭურვილობის, მოწყობილობების ან/და დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა, ჩვენ ვთავისუფლდებით პასუხისმგებლობისგან და ნებისმიერი ოდენობით და ფორმით რაიმე სახის ანაზღაურების ან/და კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან, ხოლო თქვენ არ წარმოგეშობათ ჩვენ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნის უფლება ჩვენი სერვისების ნებისმიერი შეფერხების გამო ან/და ნებისმიერი იმ ზიანის გამო, რომელიც შეიძლება მოგადგეთ თქვენ ან ნებისმიერ მესამე პირს ასეთი კიბერთავდასხმ(ებ)ით ან/და ამ პუნქტში აღნიშნულ მესამე მხარეთა აღჭურვილობის, მოწყობილობების ან/და დანადგარების მწყობრიდან ასეთი გამოსვლით. აღნიშნული ზიანი შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის, GCW ტოკენების სრულად ან ნაწილობრივ გაქრობაში, აგრეთვე GCW ტოკენის ღირებულების შემცირებაში ან გაუფასურებაში, GCWine-ის და ჩვენი ვებგვერდ(ებ)ის გაუქმებაში, რაც გამოწვეული იქნება, მათ შორის, იმ ბლოკჩეინის ნაწილობრივი ან სრული კოლაფსით, რომელზეც აღირიცხება ჩვენს მხარდაჭერილ ციფრულ აქტივებთან და სერვისებთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქცია და რომლის საშუალებითაც მთლიანად ან ნაწილობრივ ხორციელდება ზოგადად GCWine-ის ფუნქციონირება. თუ ამ პუნქტში აღწერილი რისკების გამო მოხდა GCW ტოკენების მთლიანი ან ნაწილობრივი გაქრობა ან/და გაუფასურება ან/და ჩვენი ვებგვერდ(ებ)ის გაუქმება, თქვენ ვერ დაიბრუნებთ თქვენ მიერ ინვესტირებულ თანხას ან/და ციფრულ აქტივ(ებ)ს, ხოლო ჩვენ ამ მხრივ არ ვიქნებით არავის წინაშე პასუხისმგებელი და არც რაიმე ვალდებულება დაგვეკისრება, ხოლო თქვენ ან/და რომელიმე მესამე პირს არ გექნებათ ჩვენ მიმართ არანაირი მოთხოვნის უფლება.

5.11 ჩვენ ნაწილობრივ ვართ დამოკიდებული მესამე მხარეების ადგილმდებარეობასა და მონაცემთა ცენტრების ობიექტებზე. ჩვენი ინფრასტრუქტურის ქსელი ნაწილობრივ დაფუძნებულია სერვერებზე, რომლებსაც ფლობენ მესამე მხარეები ან რომლებიც განთავსებულია მესამე მხარეების ლოკაციებზე ან/და სერვერებზე, რომლებიც შეიძლება მათ დაიქირაონ მესამე მხარის მონაცემთა ცენტრის ობიექტებში. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ასეთი ქსელის შენარჩუნებას ან შევძლებთ კომერციულად არაგონივრული პირობებით, შეიძლება დაგვჭირდეს ჩვენი სერვისების გადატანა მონაცემთა ახალ ცენტრში. ამან შეიძლება მოითხოვოს მნიშვნელოვანი ხარჯები. ასევე, ასეთ შესაძლო გადაადგილებასთან დაკავშირებით შეიძლება იძულებული გავხდეთ, შევწყვიტოთ თქვენთვის სერვისების მიწოდება. ასეთ შემთხვევაში თქვენ ვერ დაიბრუნებთ თქვენ მიერ ინვესტირებულ თანხას ან/და ციფრულ აქტივებს. თუ სერვისების ასეთი შეწყვეტით თქვენ ან/და ნებისმიერ მესამე პირს მოგადგებათ რაიმე სახის ზიანი, ჩვენ არავის წინაშე არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, ხოლო თქვენ ან/და ნებისმიერ მესამე პირს არ წარმოგეშობათ ჩვენ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნის უფლება, რამდენადაც ეს ზიანი გამოწვეული იქნება ჩვენს გონივრულ კონტროლს მიღმა მყოფი მიზეზებით. ეს ობიექტები ასევე არ არის სრულად დაცული დაზიანებებისა და შეფერხებებისგან, მათ შორის, ბუნებრივი კატასტროფების, ხანძრის, ტერორისტული თავდასხმების, ელექტროენერგიის დაკარგვისა და სატელეკომუნიკაციო საშუალებებისა თუ რესურსების გაფუჭებისგან ან უკმარისობისგან. გარდა ამისა, ასეთი ობიექტების მომწოდებელმა მესამე მხარეებმა შეიძლება განიცადონ უსაფრთხოების დარღვევა სხვა პირთა ქმედებების, თანამშრომლის შეცდომის, არასწორი მოქმედების ან სხვა მიზეზით და უცხო პირ(ებ)მა შეიძლება მოიპოვოს არაავტორიზებული წვდომა ასეთ სერვერებზე არსებულ მონაცემებზე. ვინაიდან სისტემებზე არასანქცირებული წვდომის მისაღებად ან დივერსიისთვის გამოყენებული ტექნიკა ხშირად იცვლება და, როგორც წესი, მისი ამოცნობა შეუძლებელია სამიზნის წინააღმდეგ მის გაშვებამდე, ასეთი ობიექტების პროვაიდერებმა შეიძლება ვერ შეძლონ, წინასწარ ამოიცნონ ეს ტექნიკა ან/და განახორციელონ ადეკვატური პრევენციული ზომები. შესაბამისად, ჩვენ არავის წინაშე არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, ხოლო თქვენ ან/და ნებისმიერ მესამე პირს არ წარმოგეშობათ ჩვენ მიმართ რაიმე მოთხოვნის უფლება იმ ზიანის გამო, რომელიც შეიძლება თქვენ ან/და ნებისმიერ მესამე პირს მოგადგეთ ამ პუნქტში აღწერილი, მათ შორის, ნებისმიერი ასეთი დაზიანების, შეფერხების ან/და მონაცემებზე მესამე პირთა არაავტორიზებული წვდომის გამო, რამდენადაც ეს ზიანი გამოწვეული იქნება ჩვენს გონივრულ კონტროლს მიღმა მყოფი მიზეზებით.

5.12 კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს რომელიმე სახელმწიფოს ცენტრალური ბანკის ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოშვებულ ფულს. სახელმწიფოების აბსოლუტურ უმრავლესობაში კრიპტოვალუტა არ არის აღიარებული ვალუტად ან გადახდის კანონიერ საშუალებად. კრიპტოვალუტა უმეტეს შემთხვევაში არ არის გამყარებული რომელიმე მატერიალური ან არამატერიალური აქტივით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ციფრული აქტივების, მათ შორის, GCW ტოკენის ყიდვა და გაყიდვა დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და მიწოდებაზე და ბაზრის მონაწილეებს შორის მათი ღირებულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებაზე. დროის არცერთ მომენტში არ არსებობს არანაირი გარანტია ციფრული აქტივების, მათ შორის, GCW ტოკენის საბაზრო ფასთან ან ლიკვიდურობასთან დაკავშირებით. არ არსებობს იმის გარანტია, რომ დროის რომელიმე მომენტში GCW ტოკენისთვის იარსებებს აქტიური ან ლიკვიდური ბაზარი ან უკვე არსებული ბაზარი შეინარჩუნებს სტაბილურობას. შესაბამისად, არ არსებობს იმის გარანტია, რომ თქვენს საკუთრებაში არსებულ GCW ტოკენ(ებ)ს ექნება რაიმე ღირებულება ICO-ს დამთავრებისა და ბაზარზე გასვლის შემდეგ. შესაბამისად, თქვენ შეიძლება მთლიანად დაკარგოთ თქვენ მიერ ინვესტირებული თანხა ან/და ციფრული აქტივები, რომლებსაც უკან ვეღარ დაიბრუნებთ. ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, ხოლო თქვენ არ წარმოგეშობათ ჩვენ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნის უფლება თუ წინამდებარე პუნქტში მოცემული რისკების პრაქტიკული რეალიზების გამო მოგადგებათ რაიმე სახის ზიანი.

5.13 სხვადასხვა იურისდიქციაში წინამდებარე წესებით და პირობებით გათვალისწინებულ სერვისებთან და მხარდაჭერილ ციფრულ აქტივ(ებ)თან დაკავშირებით მოქმედი ნორმატიული აქტები შეიძლება იყოს გაურკვეველი ან/და ექვემდებარებოდეს განმარტებას, ცვლილებას ან/და დამატებას. ასეთმა განმარტებამ, ცვლილებამ ან/და დამატებამ შესაძლოა უკიდურესად უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჩვენი სერვისების თქვენთვის ხელმისაწვდომობასა და ჩვენს მხარდაჭერილ ციფრულ აქტივებზე, მათ შორის, GCW ტოკენზე, რაც შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის, მაგრამ არამარტო, GCWine-ის ბიზნესის ჩავარდნაში, ჩვენი სერვისების შეჩერებაში ან მათ დეაქტივაციაში ან/და GCW ტოკენის ხელმისაწვდომობის შემცირებაში. ასეთ შემთხვევებში თქვენ ვერ დაიბრუნებთ თქვენს ინვესტირებულ თანხას ან/და ციფრულ აქტივებს. ჩვენ ასევე შეიძლება მოგვიწიოს ზომების მიღება ასეთ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსვლისთვის, ან მოგვიწიოს იმ საკითხების მოგვარება, რომლებიც უკავშირდება მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან არსებულ შეკითხვებს, შეტყობინებებს, მოთხოვნებს ან აღსრულების ღონისძიებებს, რასაც შეიძლება დასჭირდეს მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება და GCWine-ის პლატფორმ(ებ)ზე არსებითი ცვლილებების დანერგვა. ასეთი არსებითი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში ამის შესახებ შეტყობინება გამოქვეყნდება GCWine-ის სოციალური ქსელების გვერდ(ებ)ზე და არხ(ებ)ზე. წინამდებარე პუნქტში აღნიშნულმა ფაქტორებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლებისთვის GCWine-ის პლატფორმ(ებ)ის მიმზიდველობაზე და გამოიწვიოს GCWine-ის პლატფორმ(ებ)ის გამოყენების შემცირება. ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, ხოლო თქვენ არ გექნებათ ჩვენ მიმართ რაიმე მოთხოვნის უფლება, თუ წინამდებარე პუნქტში მითითებული რომელიმე ფაქტორის პრაქტიკული რეალიზების გამო მოგადგებათ რაიმე სახის ზიანი.

5.14 აგრეთვე, თუ წინა პუნქტში აღნიშნულ ახლად დანერგილ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსვლის ხარჯები გადააჭარბებს გარკვეულ ზღვარს, GCWine-ის პლატფორმ(ებ)ის შენარჩუნება შეიძლება აღარ იყოს კომერციულად მომგებიანი და ჩვენ შესაძლოა გადავწყვიტოთ სერვისების შეჩერება ან შეწყვეტა. ასეთ შემთხვევებში თქვენ ვერ დაიბრუნებთ თქვენს ინვესტირებულ თანხას ან/და ციფრულ აქტივებს. ასევე ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ ან საერთოდ არის თუ არა იმის ალბათობა, რომ ხელისუფლებებმა ან მარეგულირებელმა ორგანოებმა დააზუსტონ, შეიტანონ დამატებები ან შეცვალონ ნებისმიერი მოქმედი კანონი, რომელიც გავლენას ახდენს განაწილებული რეესტრისა და სმარტ კონტრაქტის ტექნოლოგიებზე და მათ გამოყენებებზე, მათ შორის, ჩვენს სერვისებზე. ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, ხოლო თქვენ არ გექნებათ ჩვენ მიმართ რაიმე მოთხოვნის უფლება, თუ წინამდებარე პუნქტში მითითებული რომელიმე ფაქტორის პრაქტიკული რეალიზების გამო მოგადგებათ რაიმე სახის ზიანი.

5.15 ჩვენ ასევე შეიძლება მოგვიწიოს ოპერაციების შეწყვეტა ისეთ იურისდიქციაში, რომელიც არალეგალურს ხდის მის ტერიტორიაზე ოპერირებას, ან კომერციულად არამომგებიანს ან არასასურველს ხდის აღნიშნულ იურისდიქციაში ოპერირებისთვის საჭირო მარეგულირებელი ნებართვ(ებ)ის მიღებას. ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, ხოლო თქვენ არ გექნებათ ჩვენ მიმართ რაიმე მოთხოვნის უფლება, თუ წინამდებარე პუნქტში მითითებული რომელიმე ფაქტორის პრაქტიკული რეალიზების გამო მოგადგებათ რაიმე სახის ზიანი.

5.16 თქვენ ეთანხმებით და ადასტურებთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლები ამომწურავად არ არის ჩამოთვლილი.

6. ზოგადი პირობები

6.1 ჩვენ დრო და დრო შემოგთავაზებთ GCWine-თან დაკავშირებულ სერვისებს, რომლებიც განხორციელდება პროექტის მიმდინარეობის შესაბამისად.

6.2 თქვენ მიერ https://gcwine.io/-ს ვებგვერდზე შესვლა და ამ ვებგვერდზე ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან/და მომსახურებ(ებ)ის გამოყენება გულისხმობს იმას, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემულ ყველა დანაწესს. ცალკეული პროდუქტების ან მომსახურებების პირობებსა და ამ წესებითა და პირობებით დადგენილ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ამ კონკრეტული პროდუქტების ან სერვისებისთვის დადგენილ პირობებს.

6.3 ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც რჩევა ან თხოვნა პროდუქტის, მომსახურების ან ფინანსური ინსტრუმენტის ან/და დოკუმენტის ყიდვის ან გაყიდვის თაობაზე ან/და როგორც მომსახურების მომწოდებლის რეკომენდაცია, თუ თავად მომსახურების მომწოდებელი აშკარად არ იუწყება საწინააღმდეგოს.

6.4 წინამდებარე წესები და პირობები შესაძლოა გარკვეული პერიოდულობით ცალმხრივად შეიცვალოს შპს საქართველო ღვინის აკვანის მიერ. აღნიშნული ცვლილებების შესახებ შეტყობინება გამოქვეყნდება GCWine-ის სოციალური ქსელების გვერდ(ებ)ზე და არხ(ებ)ზე. განახლებული წესები და პირობები ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებგვერდზე. როდესაც შემოდიხართ ჩვენს ვებგვერდზე, თქვენ ეთანხმებით შეცვლილ წესებს და პირობებს, ცვლილებების არსებობის შემთხვევაში.

6.5 ჩვენ არ მოგაწვდით ჩვენს პროდუქტ(ებ)ს ან/და მომსახურებ(ებ)ს, თუ ჩვენი აზრით (და იმ პირობით, რომ ჩვენ არ ვართ ამის შემოწმებაზე ვალდებული) ამ პროდუქტ(ებ)ის ან/და მომსახურებ(ებ)ის მიწოდებით დაირღვევა თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა. თუ ამ პუნქტში აღწერილი რისკი მაინც რეალიზდა და თქვენთვის ჩვენი პროდუქტ(ებ)ის ან/და მომსახურებ(ებ)ის მიწოდებით დაირღვა თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, ამაზე პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ თქვენ.

6.6 თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენ მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ, გადავცეთ მესამე პირებს ან/და თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია გადავამოწმოთ/მივიღოთ მესამე პირებთან, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც ასევე განთავსებულია წინამდებარე ვებგვერდზე

6.7 ჩვენი ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი.

7. ფორს-მაჟორი

7.1 არც ჩვენ და არც თქვენ არ დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული ვითარების გამო. „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეების კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებას/გარემოებებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ჩვენსა და თქვენს შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომელთა წინასწარ გათვალისწინება, თავიდან აცილება ან მათზე ზემოქმედება შეუძლებელი იყო შესაბამისი მხარის ან მხარეთა ძალისხმევით. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გაფრთხილების გარეშე და ნებისმიერ დროს, გონივრულად მოქმედებით, გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებსაც მიზანშეწონილად მივიჩნევთ ფორსმაჟორული მოვლენის ნებისმიერი უარყოფითი ეფექტის შესამცირებლად, მაგრამ არ ვიქნებით პასუხისმგებელი თქვენს წინაშე.

7.2 თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი თქვენს ან სხვა პირის წინაშე ფორსმაჟორული მოვლენის დადგომის შემთხვევაში. აგრეთვე, წინა პუნქტის შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი ფორს-მაჟორული მოვლენის ნებისმიერი უარყოფითი ეფექტის შესამცირებლად ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, თუ ჩვენ გადავწყვეტთ მსგავსი ქმედებების განხორციელებას. ჩვენ გავთავისუფლდებით ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ჩვენი ვალდებულებების ნაწილობრივი ან სრული შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ვალდებულებ(ებ)ის ასეთი შეუსრულებლობა ან ნაწილობრივი ან არაჯეროვანი შესრულება იყო ფორსმაჟორული მოვლენის შედეგი.

8. აკრძალული იურისდიქციები

თქვენ ვერ გამოიყენებთ ჩვენს სერვისებს, მათ შორის, ვერ იყიდით GCW ტოკენს, თუ ხართ რომელიმე ქვემოთ მოცემული სახელმწიფოს ან ტერიტორიის მოქალაქე ან რეზიდენტი. ამას აქვს 2 მიზეზი: პირველი, ქვემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოებიდან ზოგიერთში კრიპტოაქტივებით ვაჭრობა ან/და კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების განხორციელება ეწინააღმდეგება ამ სახელმწიფოების კანონმდებლობას; მეორე, ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს სათანადო ლიცენზიები ქვემოთ ჩამოთვლილ იმ სახელმწიფოებში საქმიანობის განსახორციელებლად, რომელთა კანონმდებლობები მოითხოვს ლიცენზიას კრიპტოაქტივებით ვაჭრობისთვის ან/და კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების განხორციელებისთვის.

8.1. ავსტრალია

8.2. ავსტრია

8.3. ავღანეთი

8.4. ალბანეთი

8.5. ალჟირი

8.6. ამერიკის შეერთებული შტატები

8.7. ანგილია (ანგვილა)

8.8. ანგოლა

8.9. ანდორა

8.10. ანტარქტიკა

8.11. ანტიგუა და ბარბუდა

8.12. არაბთა გაერთიანებული საამიროები

8.13. ახალი ზელანდია

8.14. ბანგლადეში

8.15. ბელორუსია

8.16. ბელგია

8.17. ბოლივია

8.18. ბრაზილია

8.19. ბულგარეთი

8.20. ბურკინა ფასო

8.21. ბურუნდი

8.22. გაერთიანებული სამეფო

8.23. გერმანია

8.24. გიბრალტარი

8.25. დანია

8.26. დასავლეთ საჰარა

8.27. ეგვიპტე

8.28. ერაყი

8.29. ესპანეთი

8.30. ესტონეთი

8.31. ვენესუელა

8.32. ზიმბაბვე

8.33. თურქეთი

8.34. იაპონია

8.35. იემენი

8.36. იორდანია

8.37. ირანი

8.38. ირლანდია

8.39. ისლანდია

8.40. ისრაელი

8.41. იტალია

8.42. კამბოჯა

8.43. კანადა

8.44. კვიპროსი

8.45. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

8.46. კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკა (ჩრდილოეთ კორეა)

8.47. კუბა

8.48. ლატვია

8.49. ლიბანი

8.50. ლიბია

8.51. ლიეტუვა

8.52. ლიხტენშტაინი

8.53. ლუქსემბურგი

8.54. მალაიზია

8.55. მალი

8.56. მალტა

8.57. მაროკო

8.58. მიანმარი

8.59. მიკრონეზიის ფედერაციული შტატები

8.60. ნაურუ

8.61. ნეპალი

8.62. ნიგერია

8.63. ნიდერლანდები

8.64. ნიდერლანდების ანტილია

8.65. ნიკარაგუა

8.66. ნორვეგია

8.67. პაკისტანი

8.68. პოლონეთი

8.69. პორტუგალია

8.70. რუმინეთი

8.71. რუსეთის ფედერაცია

8.72. საბერძნეთი

8.73. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

8.74. სამხრეთ კორეა

8.75. სამხრეთ სუდანი

8.76. საფრანგეთი

8.77. სერბეთი

8.78. სინგაპური

8.79. სირია

8.80. სლოვაკეთი

8.81. სლოვენია

8.82. სომალი

8.83. სომხეთი

8.84. სუდანი

8.85. ტაივანის რეგიონი

8.86. ტაილანდი

8.87. უგანდა

8.88. უნგრეთი

8.89. ურუგვაი

8.90. ფინეთი

8.91. ფილიპინები

8.92. ყატარი 

8.93. შვედეთი

8.94. შვეიცარია 

8.95. ჩეხეთი 

8.96. ჩინეთი 

8.97. ჩრდილოეთ კორეა

8.98. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

8.99. ხორვატია 

8.100. ჰაიტი

8.101. ჰონგ კონგი

9. გამოსაყენებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა

9.1 ეს პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიქმნება წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან ან მათთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი მათ არსებობასთან, მოქმედებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით, განიხილება მხარეთა მოლაპარაკების საფუძველზე

9.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმე განსახილველად გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოებს ან მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს “თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტს“ (ს/კ 205273005). დავის განმხილველ დაწესებულებას ირჩევს მოსარჩელე.

9.3 სასამართლოში ან არბიტრაჟში დავის წარმოების შემთხვევაში, ჩვენს სასარგებლოდ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ თანხის გადახდის შესახებ, მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

10. სხვადასხვა პირობები

10.1 როდესაც ყიდულობთ GCW ტოკენს, თქვენ გააზრებული გაქვთ და ეთანხმებით შემდეგს:

10.1.1 ყველა რისკ ფაქტორს, რომლებიც აღწერილია წინამდებაარე წესებსა და პირობებში, ჩვენს თეთრ ქაღალდსა (Whitepaper-ში) და ჩვენს ვებგვერდზე; თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ რისკებს ან გაქვთ მათთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია, მოგიწოდებთ, ნუ შეიძენთ GCW ტოკენ(ებ)ს;

10.1.2 ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას;

10.1.3 იმას, რომ შეიძლება GCWine-ში ინვესტირებული თანხა ან/და ციფრული აქტივ(ებ)ი სრულად ან ნაწილობრივ დაკარგოთ;

10.1.4 იმას, რომ თქვენს ნაყიდ GCW ტოკენ(ებ)ს ჩვენ უკან არ ვიყიდით;

10.1.5 გაქვთ ინფორმაცია ტოკენის ყიდვის დროს ანუ BNB-ის გადარიცხვის დროს წარმოშობილი გადარიცხვის საკომისიოს შესახებ და თქვენ ატარებთ აღნიშნული საკომისიოს სიდიდის ან სიმცირის რისკს;

10.1.6 ყველა სხვა დებულებას, რომლებიც წინამდებარე წესებსა და პირობებშია მოცემული.

10.2 GCWine-ს შეუძლია დაუკავშირდეს მესამე პირ ბლოკის მკვლევარებს (Block explorers) ნებისმიერი ტრანზაქციის დამუშავების მიზნით, თუმცა მოახდენენ თუ არა ისინი რეაგირებას ჩვენს თხოვნაზე (თხოვნებზე), არის ჩვენს კონტროლს მიღმა.

10.3 წინამდებარე წესები და პირობები ხელმისაწვდომია GCWine-ის ვებგვერდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ქართულ ვერსიას.

10.4 წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ვებგვერდის ენობრივ ვერსიებს შორის ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება ქართულ ვერსიას. ინგლისურ ვერსიაში არსებული რაიმე უზუსტობა ან თარგმნის შეცდომა არ უნდა იქნას გაგებული როგორც ნამდვილი და უნდა გადამოწმდეს ქართულის მაგალითზე.

10.5 წინამდებარე წესებსა და პირობებში ჩამოყალიბებული დებულებები წარმოადგენს საბოლოო შეთანხმებას და არცერთ წინა შეთანხმებას, განურჩევლად წერილობითი ან ზეპირი ფორმისა, არსებობის შემთხვევაში, არ აქვს ძალა.

10.6 თუ წინამდებარე წესების და პირობების რომელიმე ნაწილი რაიმე მიზეზით გამოცხადდება ბათილად ან ძალადაკარგულად, ეს არ იქონიებს გავლენას მისი დანარჩენი ნაწილების ნამდვილობაზე.

ka_GEGeorgian