შპს საქართველო ღვინის აკვანი
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
22 აპრილი 2023

1. შესავალი დებულებები
1.1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდით https://gcwine.io/ (შემდგომში – „ვებგვერდი“) სარგებლობისას ჩვენი მხრიდან თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვების, დაცვის, დამუშავების, გამოყენებისა და გადაცემის პირობებს.
1.2. ჩვენთვის თქვენი პერსონალური მონაცემების მოწოდებით ან/და ჩვენს ვებგვერდზე ან/და სერვისებზე წვდომით ან მათი გამოყენებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ასევე ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებას, გამოყენებას, გამჟღავნებასა და დამუშავებას მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
1.3. თუ არ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, გთხოვთ, ნუ გააგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას.
1.4. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას აქვს შემდეგი ფუნქციები:
1.4.1. განმარტავს როდის, რატომ და როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ვებგვერდსან იყენებენ ჩვენს სერვისებს.
1.4.2. განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ თქვენი პირადი ინფორმაცია სხვებს.
1.4.3. განმარტავს, როგორ ვინარჩუნებთ თქვენს პირად ინფორმაციას უსაფრთხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციისა (შემდგომში – GDPR) და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1.5. ჩვენი ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს, რომლებიც დაგაკავშირებენ სხვა ვებგვერდებთან. ეს ვებგვერდები არ არის ჩვენი საკუთრება და მათი მართვა არ ხდება ჩვენ მიერ. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე. შესაბამისად, ჩვენი ვებგვერდიდან სხვა ვებგვერდ(ებ)ზე გადასვლისას, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ამ ვებგვერდ(ებ)ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა (პოლიტიკები).
1.6. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რათა მკაფიოდ გაიგოთ, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვამუშავებთ, ვიცავთ და გადავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას თქვენი მხრიდან ჩვენს ვებგვერდზე ვიზიტის განმავლობაში და შემდგომში.
2. რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ და რა მიზნით ვიყენებთ მას?
2.1. ჩვენ ვიცავთ ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ეხება ჩვენი მხრიდან თქვენს პერსონალურ მონაცემებთან მოპყრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, გამოყენებას, გამჟღავნებასა და გადაცემას.
2.2. როდესაც სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს, ჩვენი სერვერი თქვენი ვიზიტის შესახებ ავტომატურად აგროვებს/იწერს ისეთ დეტალებს, როგორებიცაა თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, გამოყენებული ინტერნეტბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი, რომელშიც აღნიშნული ბრაუზერია განთავსებული, ჩვენი ვებგვერდის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და ჩვენს ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი, დრო, ხანგრძლივობა და სხვა.
2.3. როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს ვებგვერდზე, ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. თქვენ გვაწვდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როდესაც ახორციელებთ, მაგალითად, შემდეგ მოქმედებებს:
2.3.1. ჩვენს ვებგვერდზე შეგყავთ ისეთი პერსონალური მონაცემები, როგორებიცაა თქვენი სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი და იურიდიული საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის მონაცემები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის მოქმედების ვადა, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საფულის მისამართები;
2.3.2. ახდენთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ატვირთვას ჩვენს ვებგვერდზე;
2.3.3. აკავშირებთ თქვენს საფულეს ჩვენს ვებგვერდთან;
2.3.4. ყიდულობთ GCW ტოკენს;
2.3.5. პასუხობთ გამოკითხვას;
2.3.6. ავსებთ სხვადასხვა ფორმას;
2.3.7. ათვალიერებთ ჩვენს ვებგვერდს;
2.3.8. იყენებთ ვებგვერდის სხვა ფუნქციებს.
2.4. ჩვენ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის, თქვენი სახელის, გვარის, პირადი საიდენტიფიკაციო ნომრ(ებ)ის, საიდენტიფიკაციო ფოტოების, თქვენი სახის მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებებისა და ვიდეოების შეგროვებას, დამუშავებას, გამჟღავნებას და გადაცემას, რათა ჩვენ მიერ მიღწეულ იქნეს შემდეგი მიზნები (ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი):
2.4.1. შესაბამისობაში ყოფნა კანონებთან, რეგულაციებთან, ჩვენს შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან, მათ შორის, აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის განხორციელებით, რისკების მართვით და ჩანაწერების წარმოებით;
2.4.2. ჩვენი ვებგვერდის გამოყენებით, ასევე ჩვენი მხარდაჭერილი ან/და აქცეპტირებული ციფრული აქტივების, მათ შორის, GCW ტოკენისა და BNB-ის გამოყენებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობის აღმოფხვრა;
2.4.3. ჩვენს წინაშე არსებული სამართლებრივი ვალდებულებების აღსრულება ან/და საჩივრებზე, სამარათლწარმოებებსა და ჩვენთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებებზე რეაგირება;
2.4.4. ნებისმიერი დავის გადაწყვეტა, საჩივრისა თუ პრეტენზიის განხილვა, ნებისმიერი რეალური ან საეჭვო უკანონო ან არამართლზომიერი ქცევის გამოძიება;
2.4.5. დაგეხმაროთ თქვენს შეკითხვებზე პასუხის მოძიებაში და რეაგირება მოვახდინოთ უკუკავშირებზე, საჩივრებზე, დავებსა და მოთხოვნებზე;
2.4.6. ადმინისტრაციული მიზნები, მათ შორის, IT-სთან, ფინანსებთან და HR-თან დაკავშირებული მიზნები, ხარისხის უზრუნველყოფა და პერსონალის ტრენინგი;
2.4.7. თქვენთვის ჩვენი პროდუქტების ან/და სერვისების მიწოდება;
2.4.8. თქვენთვის ჩვენი ვებგვერდის ან/და სერვის(ებ)ის გამოყენების ხელშეწყობა და გამარტივება;
2.4.9. ჩვენი ვებგვერდის ან/და სერვის(ებ)ის შენარჩუნება, მართვა და გაუმჯობესება, მათ შორის, ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირება, მისი კვლევა და განვითარება;
2.4.10. დავამუშაოთ თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციები;
2.4.11. მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ჩვენი პროდუქტების, სერვისების, ფუნქციებისა და პროგრამების შესახებ;
2.4.12. კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებასა და მარკეტინგთან დაკავშირებული მიზნები;
2.4.13. კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის ჩატარება, მათ შორის, ახალი პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად ან/და ჩვენი არსებული პროდუქტებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად;
2.4.14. იმ მიზნებით, რომელთა შესახებაც შეიძლება გეცნობოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისას;
2.4.15. აქ დასახელებულ მიზნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გონივრული მიზნით.
2.5. ჩვენი მხრიდან თქვენი პერსონალური მონაცემების ნებისმიერი ფორმით გამოყენება მოხდება მხოლოდ იმ ზომით, რომელიც აუცილებელია წინა პუნქტში ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად.
2.6. თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ, გამოვიყენოთ, გავამჟღავნოთ და დავამუშავოთ თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენი ცოდნის ან თანხმობის გარეშეც, როდესაც ეს არის კანონით მოთხოვნილი ან ნებადართული.
2.7. თუ საჭირო იქნება თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენ მიერ გამოყენება წინა პუნქტში ჩამოთვლილი მიზნებისგან განსხვავებული მიზნით, აღნიშნულის შესახებ შეტყობინება წინასწარ, მონაცემთა ნებისმიერი ფორმით გამოყენების დაწყებამდე გამოქვეყნდება ჩვენი სოციალური ქსელების გვერდებსა და არხებზე. თუ რეგისტრირებული და ვერიფიცირებული ხართ ჩვენს ვებგვერდზე, მაშინ აღნიშნულის შესახებ შეტყობინებას მიიღებთ ელ. ფოსტის მეშვეობითაც. შეტყობინებაში მოცემული იქნება თქვენი მონაცემების გამოყენების მიზანი/მიზნები და მონაცემთა დამუშავების პირობები. აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ ასევე მოგმართავთ იმასთან დაკავშირებით, ხართ თუ არა თანახმა წინამდებარე პუნქტის შესაბამისად თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენ მიერ გამოყენებაზე.
3. თქვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
3.1. ჩვენ მიერ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები არის შემდეგი:
3.1.1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი;
3.1.2. GDPR;
3.1.3. პრივატულობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ევროკავშირის 2002 წლის 31 ივლისის დირექტივა (შემდგომში – ePrivacy Directive);
3.1.4. პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ სტრასბურგის 1981 წლის 28 იანვრის კონვენცია;
3.1.5. სხვა ნორმატიული აქტები;
3.1.6. ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, ჩვენთან დაკავშირებული ნებისმიერი სამართალწარმოების ფარგლებში;
3.1.7. თქვენი თანხმობა თქვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ;
3.1.8. GCWine-სა და თქვენს შორის ან/და GCWine-სა და მის მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების შესრულება, ასეთი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში;
3.1.9. ჩვენი ლეგიტიმური ბიზნეს-ინტერესების დაცვა.
4. თქვენი უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით თქვენ სარგებლობთ ქვემოთ ჩამოთვლილი უფლებებით თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით:
4.1. იცოდეთ დამუშავებული მონაცემების სახეები და დამუშავების მიზნები. თქვენ უფლება გაქვთ, იცოდეთ იმ მონაცემთა სახეებისა და მათი დამუშავების მიზნების თაობაზე, რომლებსაც ვაგროვებთ თქვენს შესახებ.
4.2. თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ან/და მათი გაცნობა. მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოსკანონისა და GDPR-ის შესაბამისად, თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომისა და მათი გაცნობის კუთხით:
4.2.1. გადაამოწმოთ, ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
4.2.2. გქონდეთ წვდომა ჩვენს ვებგვერდზე არსებულ თქვენს პერსონალურმონაცემებზე;
4.2.3. მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა, მათ შორის, იმ მიზნით, რომ მონაცემთა სხვა დამმუშავებელს მისცეთ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენების შესაძლებლობა და, როდესაც შესაძლებელია, ჩვენი მხრიდან პირდაპირ მონაცემთა სხვა დამმუშავებლისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა;
4.2.4. მონაცემთა უსწორობის ან/და უზუსტობის შემთხვევაში მოითხოვოთ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
4.2.5. მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, როდესაც აღარ არსებობს ჩვენი მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების აუცილებლობა სამართლებრივი თვალსაზრისით;
4.2.6. შეზღუდოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე.
4.3. საჩივრის წარდგენა. თუ დაირღვევა თქვენს პერსონალურ მონაცემებთან მოპყრობის წესები, რომლებიც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით, თქვენ უფლება გაქვთ, საჩივრით მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რომელიც წარმოადგენს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
მისამართი: საქართველო, თბილისი, ნ. ვაჩნაძის N°7, 0105
ტელ: (+995 32) 242 1000,
ელ. ფოსტა: office@pdps.ge
თქვენ ასევე შეგიძლიათ სარჩელით მიმართოთ სასამართლოს.
4.4. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა. თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ჩვენი მხრიდან თქვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა.
4.5. მონაცემთა შემდგომი დამუშავების შეზღუდვა. თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემთა შემდგომი დამუშავების შეზღუდვა, როდესაც არსებობს დავა თქვენი მონაცემების დამუშავებასთან ან/და სიზუსტესთან დაკავშირებით.
5. თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისთვის
5.1. როდესაც თქვენ რეგისტრირდებით ვებგვერდზე, ავტომატურად თანხმობას აცხადებთ, გამოიწეროთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი, რაც ასევე მოიცავს ჩვენი მხრიდან თქვენთვის იმეილის მეშვეობით რეკლამების გამოგზავნას. თუ თქვენ არ გსურთ მიიღოთ რეკლამები და ინფორმაცია სიახლეების შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტის საშუალებით და მოითხოვოთ სიახლეებისა და რეკლამების გამოწერის გაუქმება.
5.2. თუ არ გსურთ მიიღოთ მარკეტინგული ინფორმაცია ჩვენი პროგრამების, პროდუქტების, ფუნქციების ან სერვისების შესახებ, შეგიძლიათ ამის შესახებ მოგვწეროთ ელ-ფოსტის მეშვეობით და უარი თქვათ მარკეტინგულ კომუნიკაციებზე.
6. მონიტორინგი, თვალ-ყურის დევნება და ჩაწერა
6.1. ჩვენი ვებგვერდით სარგებლობა შეიძლება დაექვემდებაროს მონიტორინგს, თვალყურის დევნებას და ჩაწერას.
6.2. მონიტორინგი, თვალყურის დევნება და ჩაწერა ემსახურება 2.4. პუნქტში ჩამოთვლილი მიზნების მიღწევას.
6.3. ნებისმიერი პირი, რომელიც იყენებს ჩვენს ვებგვერდს, მკაფიოდ გამოხატავს თავის თანხმობას ასეთ მონიტორინგზე, თვალ-ყურის დევნებასა და ჩაწერაზე. თქვენ ვალდებული ხართ, გაეცნოთ ვებგვერდზე განთავსებული წესებისა და პირობების და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკების მიმდინარე ვერსიებს ვებგვერდით სარგებლობის თითოეული შემთხვევისას.
7. როგორ ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?
7.1. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 2.4. პუნქტში მოცემული მიზნ(ებ)ის მისაღწევად, თქვენ მიერ ვებგვერდზე მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, თქვენი პერსონალური მონაცემები გავუმჟღავნოთ ან/და გადავცეთ ჩვენს თანამშრომლებს, აგრეთვე მესამე პირებს, მათ შორის, ჩვენს კონსულტანტებსა და პროფესიონალ მრჩეველებს, მომსახურების მომწოდებლებს, ჩვენს აფილირებულ პირებს (არსებობის შემთხვევაში) და მონაცემთა დამმუშავებლებს, რომლებიც სახელშეკრულებო საფუძველზე ჩვენი სახელით ახორციელებენ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას. ჩვენ ასევე შეგვიძლია თქვენ მიერ ვებგვერდზე მოწოდებული ინფორმაცია გადავამოწმოთ მესამე პირებთან.
7.2. ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას სხვა პირებზე ან/და ორგანიზაციებზე. ჩვენ მხოლოდ იმისთვის ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რათა მოგაწოდოთ ის პროდუქტები ან/და სერვისები, რომლებსაც თქვენ მოითხოვთ. ჩვენ მხოლოდ იმ ზომით ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რა ზომით გაზიარებაზეც გვაქვს თქვენი თნხმობა.
7.3. ჩვენ ვაწვდით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ჩვენს სანდო ბიზნეს პარტნიორებს, კომპანიებს ან მესამე პირებს, რომლებზეც ნაწილობრივ ან მთლიანად შეიძლება ვიყოთ დამოკიდებული თქვენთვის ჩვენი პროდუქტების ან/და სერვისების მიწოდებისას. როდესაც აღნიშნული პირები გვეხმარებიან თქვენთვის ჩვენი პროდუქტების ან/და სერვისების მიწოდებაში, მათ უწევთ თქვენი პერსონალურად მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის დამუშავება. ჩვენ აღნიშნულ პირებთან გვაქვს დადებული ხელშეკრულებები იმის შესახებ, რომ მათ ჩვენი სახელით დაამუშაონ თქვენი პერსონალურად მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
7.4. ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ ისეთი ინფორმაცია პროდუქტ(ებ)ის ან/და მომსახურებ(ებ)ის შესახებ, რომელიც პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, მხოლოდ სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისთვის, თუმცა არ იქნება შესაძლებელი იმ მომხმარებლების პერსონალურად იდენტიფიცირება, რომლებმაც მიიღეს ამ კვლევებში მონაწილეობა.
7.5. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენ მიერ შესაძლებელია გადაეცეს სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებს ან/და მათ მიერ უფლებამოსილ პირებს/ორგანიზაციებს, მოქმედი კანონმდებლობის, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო(ები)ს ან/და მათ მიერ უფლებამოსილი პირების/ორგანიზაციების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტ(ებ)ის/ინსტრუქცი(ებ)ის საფუძველზე და ნორმატიული აქტ(ებ)ით დადგენილი მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.
7.6. წინა პუნქტში მოცემული დებულება ვრცელდება, მათ შორის, მაშინ, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შემჩნეული ხართ რაიმე კანონსაწინააღნდეგო ქმედებაში, ან მიღებული გაქვთ მონაწილეობა საეჭვო ტრანზაქციებში, როგორიცაა ფულის გათეთრება ან ნებისმიერი უკანონო მომსახურების გაწევა ან/და ასეთი მომსახურების სანაცვლოდ ფულის ან/და სხვა აქტივის გადახდა ან/და გადაცემა. ასეთ შემთხვევებში ჩვენ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შევაჩერებთ თქვენს ანგარიშს. თქვენი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თქვენი ანგარიში გაუქმდება სამუდამოდ.
7.7. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 2.4. პუნქტში მოცემული მიზნების მისაღწევად თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს, ორგანიზაციებს, სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებს ან/და მათ მიერ უფლებამოსილ პირებს იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ადეკვატური წესები და სტანდარტები, რომლებიც არ არის იმაზე დაბალი, ვიდრე ეს დადგენილია GDPR-ით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით. თუ სხვა ქვეყანაში/ქვეყნებში პერსონალური მონაცემები არ არის დაცული ისეთსავე დონეზე, როგორც ევროკავშირსა და საქართველოში, GCWine მაინც უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში/ქვეყნებში თქვენი პერსონალური მონაცემების ადეკვატურ დაცვას, მათ შორის, სათანადო ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებით პერსონალურ მონაცემთა დაცვაში სპეციალიზებულ მესამე პირებთან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი აკრედიტაცია ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც პერსონალური მონაცემები ადეკვატურადაა დაცული. თქვენ მიერ ვებგვერდით სარგებლობა ან ვებგვერდისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების მიწოდება მიიჩნევა თქვენი პერსონალური მონაცემების ასეთ გადაცემაზე თქვენს თანხმობად.
8. თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა
8.1. თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება მანამ, სანამ:
8.1.1. აღარ იქნება საჭირო თქვენთვის ჩვენი სერვისების მიწოდება;
8.1.2. თავად არ მოგვთხოვთ მის წაშლას ან თქვენი ანგარიში არ წაიშლება;
8.1.3. ოფიციალურად არ დამთავრდება სამართალწარმოება, სამართალწარმოების არსებობის შემთხვევაში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვა აღნიშნული სამართალწარმოების ფარგლებში.
8.2. გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება წაშლილი ანგარიშ(ებ)იდან შევინარჩუნოთ ინფორმაცია, მათ შორის, თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონის დასაცავად, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, გამოძიებებში დასახმარებლად, ჩვენი ვებგვერდის გამოყენების წესებისა და პირობების აღსასრულებლად და კანონით ნებადართული სხვა ქმედებების განსახორციელებლად. ჩვენ მიერ შენახული ინფორმაცია, მათ შორის, თქვენი პერსონალური მონაცემები, დამუშავდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
9. უსაფრთხოება
9.1. ჩვენ ვიღებთ ჩვენს გონივრულ კონტროლქვეშ არსებულ ყველა ზომას, რომელიც თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დასაცავად არის აუცილებელი. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ვებგვერდი დაცული იყოს უსაფრთხოების გონივრული ზომებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამჟამინდელი ტექნოლოგიებით. ჩვენ გირჩევთ, ხშირად შეცვალოთ პაროლი და არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა ვებგვერდისთვის, ასევე გირჩევთ, არ გადასცეთ ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია, პერსონალური მონაცემები ან/და სხვა სახის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ გვექნება შესაძლებლობა, დავიცვათ თქვენი ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელსაც გადასცემთ სხვა მომხმარებლებს.
9.2. სამწუხაროდ, ინტერნეტზე დაფუძნებული არცერთი სერვისი არ არის სრულიად უსაფრთხო. ამიტომ ჩვენ ვერ ვიძლევით სრულ გარანტიას თქვენ მიერ ვებგვერდისთვის გადაცემული მონაცემების უსაფრთხოებაზე. ნებისმიერი პირადი ინფორმაციის გადაცემა თქვენი რისკის ქვეშაა და ჩვენ ამ კუთხით არ დაგვეკისრება არანაირი სახის პასუხისმგებლობა, ხოლო თქვენ არ წარმოგეშობათ ჩვენს მიმართ რაიმე სახის მოთხოვნის უფლება. თქვენგან პერსონალური მონაცემების მიღების შემდეგ ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების მკაცრ პროცედურებსა და ფუნქციებს, რათა თავიდან ავიცილოთ არაავტორიზებული წვდომა ჩვენს ვებგვერდზე ან/და მასზე განთავსებულ ნებისმიერ ისეთ ინფორმაციაზე, რომლის მოდიფიცირებამ ან/და დაკარგვამ შესაძლოა მოგაყენოთ ზიანი თქვენ ან/და ჩვენ. აღნიშნულის მიუხედავად, თუ ასეთი ზიანი მაინც მოგადგებათ, ჩვენ არ ვიქნებით ამაზე პასუხისმგებელი, ხოლო თქვენ არ წარმოგეშობათ ჩვენს მიმართ რაიმე სახის მოთხოვნის უფლება, რადგან ასეთი ზიანის თავიდან აცილება იქნება ჩვენს გონივრულ კონტროლს მიღმა. მავნე პროგრამების რეგულარული სკანირების გამოყენების გარდა, თქვენი პერსონალური მონაცემები უსაფრთხოდ ინახება დაცულ ქსელებში და ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის 10 პირებისთვის, რომლებსაც აქვთ წვდომის სპეციალური უფლებები ამ სისტემებზე და ეკისრებათ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.
9.3. ჩვენ ნაწილობრივ ვართ დამოკიდებული მესამე მხარეების ადგილმდებარეობასა და მონაცემთა ცენტრების ობიექტებზე. ჩვენი ინფრასტრუქტურის ქსელი ნაწილობრივ დაფუძნებულია სერვერებზე, რომლებიც არის მესამე მხარეების საკუთრებაში ან რომლებიც განთავსებულია მესამე მხარეების ლოკაციებზე ან/და სერვერებზე, რომლებიც შეიძლება მათ დაიქირაონ მესამე მხარის მონაცემთა ცენტრის ობიექტებში. ეს ობიექტები ასევე არ არის სრულად დაცული დაზიანებებისა და შეფერხებებისგან, მათ შორის, ბუნებრივი კატასტროფების, ხანძრის, ტერორისტული თავდასხმების, ელექტროენერგიის დაკარგვისა და სატელეკომუნიკაციო საშუალებებისა თუ რესურსების უკმარისობისგან. გარდა ამისა, ასეთი ობიექტების მომწოდებელმა მესამე მხარეებმა შეიძლება განიცადონ უსაფრთხოების დარღვევა სხვა პირთა ქმედებების, თანამშრომლის შეცდომის, არასწორი მოქმედების ან სხვა მიზეზით და უცხო პირ(ებ)მა შეიძლება მოიპოვოს არაავტორიზებული წვდომა ასეთ სერვერებზე არსებულ მონაცემებზე. ვინაიდან სისტემებზე არასანქცირებული წვდომის მისაღებად ან დივერსიისთვის გამოყენებული ტექნიკა ხშირად იცვლება და, როგორც წესი, მისი ამოცნობა შეუძლებელია სამიზნის წინააღმდეგ მის გაშვებამდე, ასეთი ობიექტების პროვაიდერებმა შეიძლება ვერ შეძლონ, წინასწარ ამოიცნონ ეს ტექნიკა ან განახორციელონ ადეკვატური პრევენციული ზომები. შესაბამისად, ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, ხოლო თქვენ არ წარმოგეშობათ ჩვენ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნის უფლება იმ ზიანის, მათ შორის, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დარღვევის ან/და მათზე მესამე პირების მხრიდან არაავტორიზებული წვდომის გამო, რომელიც შეიძლება მოგადგეთ ამ პუნქტში აღწერილი, მათ შორის, ნებისმიერი ასეთი დაზიანების, შეფერხების ან/და მონაცემებზე მესამე პირთა არაავტორიზებული წვდომის გამო, რამდენადაც ეს ზიანი გამოწვეული იქნება ჩვენს გონივრულ კონტროლს მიღმა მყოფი მიზეზებით.
10. ე.წ ქუქი ფაილების გამოყენება
10.1. ზოგადი ინფორმაცია
10.1.1. ჩვენ ვიყენებთ ე.წ ქუქი ფაილებს, პიქსელის თეგებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, მობილური მოწყობილობების საიდენტიფიკაციო ნომრებს, აგრეთვე სხვა მსგავს ფაილებსა და ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ შევაგროვოთ და შევინახოთ ინფორმაცია, რომელსაც ავტომატურად ვაგროვებთ თქვენი კომპიუტერისა თუ მოწყობილობის, აგრეთვე ჩვენი ვებგვერდის (მის ყველა ქვედომენთან და მობილურ ვერსიებთან, ასევე მათთან დაკავშირებულ აპლიკაციებთან ერთად) გამოყენების შესახებ. ქვემოთ მოგაწვდით ინფორმაციას ქუქი ფაილებისა და იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლოთ ეს ფაილები.
10.1.2. თუ არ ხართ თანახმა თქვენი მხრიდან ვებგვერდით სარგებლობისას ჩვენ მიერ ქუქი ფაილების გამოყენებაზე, შეგიძლიათ გამორთოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე შემოსვლის დროს ნაჩვენები ქუქი-ების ბმულის მეშვეობით ან თქვენი ბრაუზერის პარამეტრების იმგვარად შეცვლით, რომ ვებგვერდის ქუქი ფაილები აღარ განთავსდეს თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში.
10.2. რა არის ქუქი ფაილები?
10.2.1. ქუქი ფაილები (Cookies) არის ტექსტური ფაილები, რომლებიც შეიცავს მცირე მოცულობის ინფორმაციას და რომლებიც ჩამოიტვირთება თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში, როდესაც შედიხართ კონკრეტულ ვებგვერდზე. შედეგად, თითოეული ვიზიტის დროს, ქუქი-ფაილები იგზავნება უკან იმ ვებგვერდზე, საიდანაც მომდინარეობს ისინი, ან გადაინაცვლებს სხვა ვებგვერდზე, რომელიც ცნობს ამ ქუქიფაილს. ქუქი-ფაილები ფართოდ გამოიყენება იმ მიზნით, რომ ვებგვერდი ფუნქციონირებდეს უფრო ეფექტურად, აგრეთვე უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება ვებგვერდის მესაკუთრეებისთვის.
10.2.2. ქუქი ფაილები მრავალ ფუნქციას ასრულებენ, მათ შორის, გვეხმარებიან გვერდებს შორის ეფექტურ ნავიგაციაში, იმახსოვრებენ, თუ რას ვანიჭებთ უპირატესობას და ზოგადად, აუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას. მაგალითად, ქუქი ფაილებმა შეიძლება მიგანიშნონ იმის შესახებ, რომ ადრეც იყავით ვებგვერდზე, ან ხართ ამ ვებგვერდის ახალი ვიზიტორი. ისინი აგრეთვე უზრუნველყოფენ, რომ რეკლამები, რომლებსაც ხედავთ ინტერნეტში, იყოს უფრო მეტად რელევანტური თქვენთვის და თქვენი ინტერესებისთვის.
10.2.3. არსებობს ქუქი ფაილების ორი კატეგორია:
10.2.3.1. პირველი მხარის ქუქი ფაილები, რომლებიც იგზავნება ჩვენ მიერ თქვენს კომპიუტერზე ან მობილურ მოწყობილობაზე;
10.2.3.2. მესამე მხარის ქუქი ფაილები, რომელიც მოწოდებულია ჩვენთვის მესამე მხარის მიერ. ჩვენ ვიყენებთ მესამე მხარის ქუქი ფაილებს ფუნქციონალობის, ეფექტურობის / ანალიზის, რეკლამისა და სოციალური მედიის მიზნებისთვის.
10.2.4. ქუქი ფაილები შეიძლება დარჩეს თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში დროის სხვადასხვა ხანგრძლივობით.
10.2.5. ზოგიერთი ქუქი ფაილი არის „სესიის ქუქი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არსებობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენი ბრაუზერი გახსნილია. სესიის ქუქი ფაილები ავტომატურად წაიშლება, როგორც კი დახურავთ ბრაუზერს.
10.2.6. სხვა ქუქი ფაილები არის “მუდმივი ქუქი ფაილები”, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არსებობენ მას შემდეგაც, როდესაც თქვენი ბრაუზერი დაიხურება. მუდმივი ქუქი ფაილები შეიძლება გამოყენებული იყოს ვებგვერდის მიერ თქვენი კომპიუტერის ამოსაცნობად, როდესაც გახსნით ბრაუზერს და კვლავ შეხვალთ ვებგვერდზე.
10.3. როგორ ვიყენებთ ქუქი ფაილებს?
10.3.1. ჩვენ ვიყენებთ ქუქი ფაილებს შემდეგი მიზნებით:
10.3.1.1. ვაწარმოოთ ვებგვერდის ეფექტურობის მონიტორინგი და მუდმივად გავაუმჯობესოთ ის;
10.3.1.2. უზრუნველვყოთ ვებგვერდის მორგება მომხმარებლის მოთხოვნებზე და ამგვარად უკეთ მოვემსახუროთ მომხმარებლებს;
10.3.1.3. ვებგვერდზე იმუშაოს ავტორიზაციის ფუნქციამ;
10.3.1.4. თვალი ვადევნოთ ვიზიტორთა გადაადგილების თავისებურებებს და ნაკადსვებგვერდზე;
10.3.1.5. გვქონდეს ინფორმაცია ვებგვერდის ვიზიტორთა საერთო რაოდენობის შესახებ;
10.3.1.6. ვიცოდეთ, თუ რა ტიპის ინტერნეტ ბრაუზერს და ოპერაციულ სისტემებს იყენებენ ვებგვერდის ვიზიტორები;
10.3.1.7. საშუალება მივცეთ მესამე მხარეებს, განათავსონ რეკლამები როგორც ამ ვებგვერდზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
10.3.2. ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა კომპანიის თეგებს ქუქი ფაილებთან ერთად კომბინაციაში. თეგი არის ისეთი სახის ტექნოლოგია, რომელიც განთავსდება ვებგვერდზე ან ელფოსტის შიგნით, რათა თვალი ვადევნოთ ვებგვერდზე მიმდინარე მოქმედებებს. ჩვენ ვიყენებთ თეგებიდან შეგროვებულ ინფორმაციას ქუქი ფაილებიდან მიღებულ ინფორმაციასთან ერთად, რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება და ჩვენი სერვისების საერთო ხარისხი.
10.4. ქუქი ფაილების ტიპები, რას აკეთებენ ისინი და როგორ წავშალოთ ან დავბლოკოთ ქუქი ფაილები?
10.4.1. ქუქი ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვებგვერდთან მიმართებით, შეიძლება იყოს შემდეგი ოთხი კატეგორიიდან რომელიმე:
10.4.1.1. ძირითადი ქუქი ფაილები;
10.4.1.2. ფუნქციონალობის ქუქი ფაილები;
10.4.1.3. შესრულების ხარისხის/მონაცემთა ანალიზის ქუქი ფაილები;
10.4.1.4. სოციალური მედიის ქუქი ფაილები
10.4.2. ძირითადი ქუქი ფაილები
ძირითადი ქუქი ფაილები არსებით როლს ასრულებენ, რომ უზრუნველვყოთ ვებგვერდის გამართულობა და ნებისმიერი სერვისი ამ ვებგვერდის საშუალებით, აგრეთვე გამოვიყენოთ ზოგიერთი მისი ფუნქცია, როგორიცაა დაცულ არეებზე წვდომა. ძირითადი ქუქი ფაილების გარეშე არ იქნებოდა ხელმისაწვდომი ისეთი სერვისები, როგორებიცაა ტრანზაქციული გვერდები და შესვლის დაცული ანგარიშები.
10.4.3. ფუნქციონალობის ქუქი ფაილები
ფუნქციონალობის ქუქი ფაილები იწერენ ინფორმაციას თქვენი პრიორიტეტების შესახებ. ეს საშუალებას გვაძლევს, ვებსაიტი მოვარგოთ თქვენს ინტერესებს. ამ ქუქი ფაილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც თქვენ აგრძელებთ ვებგვერდის გამოყენებას ან უკან ბრუნდებით ვებგვერდზე, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ სერვისების თქვენთვის მოწოდება ისეთი სახით, როგორც თქვენ მოითხოვთ. მაგალითად, ეს ქუქი ფაილები საშუალებას გვაძლევს, აღვრიცხოთ, როდესაც შედიხართ სისტემაში და შევინახოთ წვდომის თქვენ მიერ შერჩეული ვარიანტები, ასევე დავიმახსოვროთ პარამეტრები, რომლებიც გამოიყენეთ.
10.4.4. ეფექტურობის /მონაცემთა ანალიზის ქუქი ფაილები
ამ ტიპის ქუქი ფაილებს ვიყენებთ შემდეგი მიზნებით:
10.4.4.1. გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ თუ როგორ ხდება მომხმარებლების ვებგვერდზე წვდომა, მისი გამოყენება ან როგორია მისი ეფექტურობა მომხმარებლებისთვის;
10.4.4.2. განვსაზღვროთ ვებგვერდის ინდივიდუალურ მომხმარებელთა რაოდენობა;
10.4.4.3. მოვახდინოთ იმ მოწყობილობების იდენტიფიკაცია, რომლებსაც იყენებენ ვებგვერდის ვიზიტორები;
10.4.4.4. შევაგროვოთ ინფორმაცია თუ სად იმყოფებიან ვიზიტორები და რომელ ბრაუზერს იყენებენ;
10.4.4.5. ჩავატაროთ კვლევა შეთავაზებული პროდუქტების გასაუმჯობესებლად და გავაუმჯობესოთ კონტენტის წარმოდგენა.
10.4.5. სოციალური მედიის ქუქი ფაილები
მესამე მხარეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აპლიკაციებს ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, შეუძლიათ განათავსონ თავიანთი ანონიმური ქუქი ფაილები ვებგვერდის ზოგიერთ გვერდზე იმ მიზნით, რომ თვალი ადევნონ თავიანთი აპლიკაციების წარმატებას ან მოარგონ აპლიკაციები თქვენს ინტერესებს. მაგალითად, როდესაც თქვენ აზიარებთ სტატიას სოციალური მედიის (მაგ: Twitter ან Facebook ან სხვა) გაზიარების ღილაკის საშუალებით, რომელიც მოცემულია ჩვენს ვებგვერდზე, ის სოციალური ქსელი, რომელმაც შექმნა ეს ღილაკი, ჩაიწერს, რომ თქვენ განახორციელეთ ასეთი მოქმედება. ქუქი-ფაილების მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს წვდომა ამ ქუქი ფაილებზე და არც მესამე მხარეებს აქვთ წვდომა ჩვენ მიერ გამოყენებული ქუქი ფაილების მონაცემებზე. ჩვენი ვებგვერდის ზოგიერთი გვერდი შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე ჩასმულ კონტენტს, როგორიცაა ვიდეო კონტენტი YouTube-დან. ეს ვებგვერდები შეიძლება იყენებდნენ თავიანთ ქუქი ფაილებს. შესაბამისად, გთხოვთ, გაეცნოთ მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკებს
10.5. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ან არ მიიღოთ ქუქი ფაილები. მიუხედავად ამისა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ აირჩევთ ქუქი ფაილების უარყოფას, თქვენ ვეღარ შეძლებთ ჩვენი ვებგვერდის სრული ფუნქციონალობით სარგებლობას. ბრაუზერების უმრავლესობა საშუალებას იძლევა, შეცვალოთ ქუქი ფაილების პარამეტრები თქვენს მოწყობილობაში. ეს პარამეტრები, როგორც წესი, მოცემულია თქვენი ბრაუზერის „Options“, ან „Preferences“ სექციაში.
10.6. თუ განაგრძობთ ჩვენი ვებგვერდის გამოყენებას, ამით თანხმობას განაცხადებთ ქუქი ფაილების ჩაწერაზე თქვენს მოწყობილობაში. თუ აირჩევთ, რომ არ მიიღოთ ქუქი ფაილები, ჩვენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ვებგვერდის გამოყენებას ისევე სრულყოფილად შეძლებთ, როგორც ქუქი ფაილების მიღების შემთხვევაში.
11. ინფორმაცია 18 წელს მიუღწეველი პირების შესახებ
11.1. ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას და არ ვემსახურებით იმ პირებს, რომელთაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევიათ.
11.2. ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით პერსონალური მონაცემების გადაცემამდე 18 წელს მიუღწეველმა პირებმა უნდა მოიპოვონ და წარმოადგინონ ნებართვა მშობლებისგან ან კანონიერი წარმომადგენლებისგან.
11.3. ჩვენი ვებგვერდის ან/და სერვის(ებ)ის გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ მინიმუმ 18 წლის.
12. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
12.1. შპს საქართველო ღვინის აკვანმა შესაძლოა საჭიროებისამებრ დროდადრო შეცვალოს ან/და განაახლოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ასეთი ცვლილებებისა და განახლებების შესახებ შეტყობინებები გამოქვეყნდება ჩვენს სოციალური ქსელების გვერდებსა და არხებზე. შესაძლო ცვლილებებისა და განახლებების თაობაზე ინფორმირებულობის მიზნით, გთხოვთ, რეგულარულად გაეცნოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
12.2. თუ შეცვლით თქვენს მონაცემებს, მათ შორის, ელ-ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ნომერს ან სახელს, გთხოვთ, ნებისმიერი აღნიშნული ცვლილების თაობაზე შეგვატყობინოთ ელექტრონული ფოსტის – support@gcwine.io საშუალებით და მოგვაწოდოთ სწორი დეტალები.
12.3. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ბოლო აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა პოლიტიკის უკანასკნელი განახლება.
13. ვერიფიკაცია
13.1. თუ გსურთ, იყიდოთ 1 BNB-ზე მეტი და მაქსიმუმ 10 BNB-ის ღირებულების GCW ტოკენი, აუცილებელია გაიაროთ ვერიფიკაცია ჩვენს ვებგვერდზე. ვერიფიკაციისთვის აუცილებელია, განახორციელოთ გარკვეული მოქმედებები, რაც, მათ შორის, მოიცავს თქვენი პირადი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებას.
13.2. ვერიფიკაციისთვის აუცილებელია, განახორციელოთ შემდეგი მოქმედებები:
13.2.1. დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებგვერდზე, რაც გულისხმობს თქვენი მხრიდან მომხმარებლის ანგარიშის შექმნას: უნდა მიუთოთოთ თქვენი ელ. ფოსტა, აირჩიოთ თქვენი მომხმარებლის სახელი (username) და შექმნათ პაროლი;
13.2.2. ვებგვერდზე შესაბამის ველებში მიუთითოთ თქვენი სქესი (სურვილის შემთხვევაში), სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობთ და თქვენი საცხოვრებელი მისამართი, პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომერი, თქვენი საფულის მისამართი;
13.2.3. აგრეთვე ვებგვერდზე უნდა ატვირთოთ მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტის ან პირადობის მოწმობა ისე, რომ მკაფიოდ ჩანდეს პასპორტის ან პირადობის მოწმობის, მათ შორის, ნომერი და მოქმედების ვადა, ფოტოსურათი-სელფი, რომელშიც მკაფიოდ ჩანს თქვენი სახე და პასპორტი ან პირადობის მოწმობა, რომელიც გიჭირავთ ხელში, მათ შორის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ყველა ისეთი ნიშანი, რომელიც დატანილია პასპორტის შესაბამის გვერდ(ებ)ზე ან პირადობის მოწმობაზე და იძლევა პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნამდვილობისა და ლეგალურობის დადგენის საშუალებას.
13.2.4. მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ ვერიფიკაცია გაიარონ იმ ქვეყნის ბინადრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფებიან. მოქალაქეობის არმქონე პირების შემთხვევაში თუ ისინი ვერიფიკაციის გავლის შემდეგ შემოვლენ ჩვენს ვებგვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების ან/და ისეთი სახელმწიფოს ტერიტორიიდან, სადაც მოქალაქეობის არმქონე მომხმარებელს არ აქვს ლეგალური ყოფნის უფლება ან/და ისეთი სახელმწიფოს ტერიტორიიდან, რომელიც ჩვენი ვებგვერდის წესებისა და პირობების მიხედვით წარმოადგენს გამორიცხულ იურისდიქციას, აღნიშნული იქნება ჩვენს გონივრულ კონტროლს მიღმა და ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გვეკრძალება, ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელი ვაიძულოთ, ჩვენს ვებგვერდზე შემოსვლისას ჩართოს მისი ლოკაცია (ანუ მოგვაწოდოს ინფორმაცია ჩვენი ვებგვერდის გამოყენების მომენტში მისი ფაქტობრივი გეოგრაფიული ადგილსამყოფელის შესახებ).
13.3. ვერიფიკაციის აღნიშნული პროცედურების მიზანია, გვქონდეს თქვენ შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია, რათა დავიცვათ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ნორმატიული აქტები, შევძლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან ეფექტურად თანამშრომლობა დანაშაულის ჩადენის რეალური ან სავარაუდო არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე დავემორჩილოთ სასამართლოს ან/და დავების განმხილველი სხვა ორგანოს გადაწყვეტილებებს ან/და განჩინებებს ან/და, ზოგადად, სხვა სახელმწიფო ორგანოების ოფიციალურ მოთხოვნებსა თუ განცხადებებს
13.4. ვერიფიკაციის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავების ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 5 (ხუთ) სამუშაო დღეს.
13.5. ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემდეგ ვერიფიკაციის ფანჯარაში დაიწერება, რომ თქვენ წარმატებით გაიარეთ ვერიფიკაცია. თქვენი საფულის მისამართი დაემატება თეთრ სიას, რომლის მეშვეობითაც მოგეცემათ უფლება, იყიდოთ მაქსიმუმ 10 BNB-ის ღირებულების GCW ტოკენი.
13.6. ვერიფიკაციის წარუმატებლად გავლისას ვერიფიკაციის ფანჯარაში დაიწერება მიზეზ(ებ)ი თუ რატომ იყო წარუმატებელი თქვენი ვერიფიკაცია. ამ მიზეზების აღმოსაფხვრელად თქვენ შეძლებთ თავიდან გააგზავნოთ შესწორებული ინფორმაცია.
14. კითხვები
14.1. ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც გაგიჩნდებათ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: support@gcwine.io
14.2. კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელი:
უშანგი მატიაშვილი
ceofunder@gcwine.io
15. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ძალაში შესვლა
15.1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ძალაში შედის 2023 წლის 22 აპრილს .

საქართველო ღვინის აკვანი
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
2022 წელი 15 ნოემბერი

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შპს. „საქართველო ღვინის აკვანი“ და მისი მოქმედი საიტი https://gcwine.io/ მტკიცედ არის მოწოდებული თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვასა და პატივისცემაზე.

ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ვებგვერდზე თქვენს ვიზიტს და ვითვალისწინებთ იმ ინტერესებს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ.

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა („კონფიდენციალურობის პოლიტიკა“) მოიცავს თქვენს წვდომას და გამოყენებას ჩვენს ვებსაიტზე, https://gcwine.io/ („ვებგვერდი“), ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში.

ჩვენ შევიმუშავეთ წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება ვებგვერდის მომხმარებლებისგან და იმ მიზნების განსასაზღვრად, რომლის მისაღწევადაც https://gcwine.io/-მ შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული მონაცემები.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, როდის, რატომ და როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ვებსაიტს ან იყენებენ ჩვენს სერვისებს, იმ პირობებს, რომლითაც ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ თქვენი პირადი ინფორმაცია სხვებს და როგორ ვინარჩუნებთ თქვენს პირად ინფორმაციას უსაფრთხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ჩვენი საიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს, რომლებიც დაგაკავშირებენ სხვა ვებსაიტებზე, ამიტომ უნდა გახსოვდეთ რომ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ამ ვებსაიტზე, ასე რომ, როდესაც თქვენ უკავშირდებით სხვა ვებსაიტებს ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მათი ვებგვერდის შემცველ მასალებზე, შესაბამისად გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ მათი კონფიდენციალობის პოლიტიკა.

ვებ გვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც თავის მხრივ შემუშავებულია ჩვენ მიერ დამტკიცებული „მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე https://gcwine.io/. https://gcwine.io/ გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ განცხადებაში აღწერილს. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა შედგენილია იმისთვის, რომ უკეთ მოემსახუროს მათ, ვინც დაინტერესებულია, თუ როგორ გამოიყენება მათი „პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია“ ონლაინ.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რათა მკაფიოდ გაიგოთ, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვამუშავებთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ჩვენი ვებსაიტის სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ და რას ვიყენებთ?

როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს, ჩვენი სერვერი ავტომატურად აგროვებს/იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ, როგორიცაა თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, გამოყენებული ინტერნეტბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი, რომელშიც აღნიშნული ბრაუზერია განთავსებული, ჩვენი ვებგვერდის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი, დრო, ხანგრძლივობა და სხვა).

იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს ვებგვერდზე https://gcwine.io/, დამატებით ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, მაგალითად, როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები, (სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი და იურიდიული საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის მონაცემები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის მოქმედების ვადა და მათი ატვირთვა ვებგვერდზე, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საფულის მისამართები, კომპანიის სახელი ან სხვა), როდესაც აკავშირებთ თქვენს საფულეს ვებგვერდთან, ყიდულობთ, უპასუხებთ გამოკითხვას, ავსებთ ფორმას, ათვალიერებთ ჩვენს ვებსაიტს ან იყენებთ საიტის სხვა ფუნქციებს

როდესაც თქვენ რეგისტრირდებით ვებგვერდზე, ავტომატურად თანხმობას აცხადებთ, რომ გამოიწეროთ საინფორმაციო ბიულეტენი. თუ თქვენ არ გინდათ მიიღოთ სიახლეები, ამ შემთხვევაში უნდა მოგვწეროთ ელ-ფოსტის საშუალებით და მოითხოვოთ სიახლეების გამოწერის გაუქმება.

ჩვენ ასევე ვიყენებთ ქუქი ფაილებს

პიქსელის თეგებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, მობილური მოწყობილობების საიდენტიფიკაციო ნომრებს, აგრეთვე სხვა მსგავს ფაილებსა და ტექნოლოგიებს, იმისთვის, რომ შევაგროვოთ და შევინახოთ ინფორმაცია, რომელსაც ავტომატურად ვაგროვებთ თქვენი კომპიუტერისა თუ მოწყობილობის, აგრეთვე https://gcwine.io/ („ვებსაიტის“, მის ყველა ქვედომენთან და მობილურ ვერსიებთან, თუ მათთან დაკავშირებულ აპლიკაციებთან ერთად) გამოყენების შესახებ. ქვევით მოგაწვდით ინფორმაციას ქუქი-ფაილების და იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლოთ ეს ფაილები.

თუ თქვენ არ გსურთ ქუქი-ფაილების გამოყენება, შეგიძლიათ გამორთოთ ისინი ჩვენს საიტზე შემოსვლის დროს ნაჩვენები ქუქიების ბმულის მეშვეობით ან თქვენი ბრაუზერის პარამეტრების იმგვარად შეცვლით, რომ ვებსაიტის ქუქი-ფაილები აღარ განთავსდეს თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში.

რა არის ქუქი-ფაილი?

ქუქი-ფაილები (Cookies) არის ტექსტური ფაილები, რომლებიც შეიცავს მცირე მოცულობის ინფორმაციას და რომლებიც ჩამოიტვირთება თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში, როდესაც შედიხართ კონკრეტულ ვებგვერდზე. ამის შედეგად, თითოეული ვიზიტის დროს, ქუქი-ფაილები იგზავნება უკან იმ ვებსაიტზე, საიდანაც მომდინარეობს ისინი, ან გადაინაცვლებს სხვა ვებგვერდზე, რომელიც ცნობს ამ ქუქი-ფაილს. ქუქი-ფაილები ფართოდ გამოიყენება იმ მიზნით, რომ ვებსაიტი ფუნქციონირებდეს უფრო ეფექტურად, აგრეთვე უზრუნველყოს ინფორმაცია ვებსაიტის მფლობელებისთვის.

ქუქი-ფაილები მრავალ ფუნქციას ასრულებენ, მათ შორის, გვეხმარებიან გვერდებს შორის ეფექტურ ნავიგაციაში, იმახსოვრებენ, თუ რას ვანიჭებთ უპირატესობას და ზოგადად, აუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას. მაგალითად, ქუქი-ფაილებმა შეიძლება მიგანიშნონ, რომ ადრეც იყავით ვებსაიტზე, თუ ახალი ვიზიტორი ხართ. ისინი აგრეთვე უზრუნველყოფენ, რომ რეკლამები, რომლებსაც ხედავთ ინტერნეტში, იყოს უფრო მეტად რელევანტური თქვენთვის და თქვენი ინტერესებისთვის.

არსებობს ქუქი-ფაილების ორი კატეგორია:

1) პირველი მხარის ქუქი-ფაილები, რომლებიც იგზავნება ჩვენ მიერ თქვენს კომპიუტერზე ან მობილურ მოწყობილობაზე;

2) მესამე მხარის ქუქი-ფაილები, რომელიც უზრუნველყოფილია ჩვენთვის მესამე მხარის მიერ. ჩვენ ვიყენებთ მესამე მხარის ქუქი-ფაილებს ფუნქციონალობის, ეფექტურობის / ანალიზის, რეკლამისა და სოციალური მედიის მიზნებისთვის

ქუქი-ფაილები შეიძლება დარჩეს თქვენს კომპიუტერში, ან მობილურ მოწყობილობაში დროის სხვადასხვა ხანგრძლივობით. ზოგიერთი ქუქი-ფაილი არის „სესიის ქუქი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არსებობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენი ბრაუზერი გახსნილია. სესიის ქუქი-ფაილები ავტომატურად წაიშლება, როგორც კი დახურავთ ბრაუზერს. სხვა ქუქი-ფაილები არის “მუდმივი ქუქი-ფაილები”, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არსებობენ მას შემდეგაც, როდესაც თქვენი ბრაუზერი დაიხურება. მუდმივი ქუქიფაილები შეიძლება გამოყენებული იყოს ვებსაიტის მიერ თქვენი კომპიუტერის ამოსაცნობად, როდესაც გახსნით ბრაუზერს და კვლავ შეხვალთ ვებ-საიტზე

ეს ყველაფერი გვჭირდება და საშუალებას მოგვცემს რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებსაიტი და უკეთ მოვემსახუროთ მომხმარებელთა მოთხონებს, თვალი ვადევნოთ 5 ვებსაიტზე ვიზიტორთა საერთო რაოდენობას, ვაწარმოოთ ვებსაიტის ეფექტური მონიტორინგი, უზრუნველვყოთ ვებსაიტის მომხმარებელზე მორგება.

როგორ ვიყენებთ ქუქი- ფაილებს?

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რათა ვაწარმოოთ ვებსაიტის ეფექტურობის მონიტორინგი და მუდმივად გავაუმჯობესოთ ის; უზრუნველვყოთ ვებსაიტის მომხმარებლებზე მორგება; ვებ-საიტებზე იმუშაოს ავტორიზაციის ფუნქციამ; თვალი ვადევნოთ ვიზიტორთა გადაადგილების თავისებურებას და ნაკადს ვებსაიტზე, ვიცოდეთ ვიზიტორთა საერთო რაოდენობა, ასევე რა ტიპის ინტერნეტ ბრაუზერს და ოპერაციულ სისტემებს იყენებენ ისინი; საშუალება მივცეთ მესამე მხარეებს, რომ განათავსონ რეკლამები როგორც ამ ვებსაიტზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა კომპანიების თეგებს ქუქი-ფაილებთან ერთად კომბინაციაში. თეგი არის ისეთი სახის ტექნოლოგია, რომელიც განთავსდება ვებსაიტზე ან ელფოსტის შიგნით, რომ თვალი ადევნოთ ვებსაიტზე მიმდინარე მოქმედებებს. ჩვენ ვიყენებთ თეგებიდან შეგროვებულ ინფორმაციას, ქუქი-ფაილებიდან მიღებულ ინფორმაციასთან ერთად, რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება და ჩვენი სერვისების საერთო ხარისხი.

რა ტიპის ქუქი-ფაილებს ვიყენებთ?

ქუქი-ფაილების ტიპები, რომლებსაც ვიყენებთ ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვებსაიტთან მიმართებით, შეიძლება განეკუთვნებოდეს ოთხი კატეგორიიდან რომელიმეს. კერძოდ:

„ძირითადი ქუქი-ფაილები“, „ფუნქციონალობის ქუქი-ფაილები“, „შესრულების ხარისხის/მონაცემთა ანალიზის ქუქი-ფაილები“ და „სოციალური მედიის ქუქიფაილები“.

ქვემოთ, ჩვენ წარმოგიდგენთ უფრო ვრცლად ინფორმაციას თითოეული კატეგორიის შესახებ,

ქუქის ფაილების ტიპები, რას აკეთებენ ისინი და როგორ წავშალოთ ან დავბლოკოთ ისინი?

ძირითადი ქუქი-ფაილები

ქუქი-ფაილები არსებით როლს ასრულებენ, რომ უზრუნველვყოთ ვებსაიტი და ნებისმიერი სერვისი ამ ვებსაიტის საშუალებით, აგრეთვე გამოვიყენოთ ზოგიერთი მისი ფუნქცია, როგორიცაა დაცულ არეებზე წვდომა. ამ ქუქი-ფაილების გარეშე, სერვისები, რომლებსაც თქვენ მოითხოვთ, როგორიცაა ტრანზაქციული გვერდები და შესვლის დაცული ანგარიშები, არ იქნებოდა შესაძლებელი.

ფუნქციონალობის ქუქი-ფაილები

ფუნქციონალობის ქუქი-ფაილები იწერენ ინფორმაციას თქვენი პრიორიტეტების შესახებ, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ვებსაიტი მოვარგოთ თქვენს ინტერესებს. ამ ქუქი-ფაილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც თქვენ აგრძელებთ გამოყენებას ან უკან ბრუნდებით ვებსაიტზე, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ სერვისები თქვენთვის ისეთი სახით, როგორსაც თქვენ მოითხოვთ. მაგალითად, ეს ქუქი-ფაილები საშუალებას გვაძლევს, აღვრიცხოთ, როდესაც შედიხართ სისტემაში და შევინახოთ წვდომის ვარიანტები; დავიმახსოვროთ პარამეტრები, რომელებიც თქვენ გამოიყენეთ.

ეფექტიურობის /მონაცემთა ანალიზის ქუქი-ფაილები

ამ ტიპის ქუქი-ფაილებს ვიყენებთ, იმ მიზნით, რომ მივიღოთ უკეთესი გამოცდილება, გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ თუ როგორ ხდება მომხმარებლების ვებსაიტზე წვდომა, მისი გამოყენება, ან როგორია მისი ეფექტურობა მომხმარებლისთვის, ეს ქუქიფაილები საშუალებას გვაძლევენ, რომ: განვსაზღვროთ ვებსაიტის ინდივიდუალურ მომხმარებელთა რაოდენობა; მოვახდინოთ იმ მოწყობილობების იდენტიფიკაცია, რომლებსაც იყენებენ ვებსაიტის ვიზიტორები და შევაგროვოთ ინფორმაცია თუ სად იმყოფებიან ვიზიტორები და რომელ ბრაუზერს იყენებენ; ეს ქუქი ფაილები გვეხმარება, რომ ჩავატაროთ კვლევა შეთავაზებული პროდუქტების გასაუმჯობესებლად და გავაუმჯობესოთ კონტენტის წარმოდგენა.

სოციალური მედიის ქუქი- ფაილები

მესამე მხარეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აპლიკაციებს ჩვენი ვებსაიტის საშუალებით, შეუძლიათ განათავსონ თავიანთი ანონიმური ქუქი-ფაილები ვებსაიტის ზოგიერთ გვერდზე, იმ მიზნით, რომ თვალი ადევნონ თავიანთი აპლიკაციების წარმატებას ან მოარგონ აპლიკაციები თქვენს ინტერესებს. მაგალითად, როდესაც თქვენ აზიარებთ სტატიას სოციალური მედიის გაზიარების ღილაკის საშუალებით, რომელიც მოცემულია ჩვენს ვებსაიტზე (მაგ: Twitter ან Facebook ან სხვა), ის სოციალური ქსელი, რომელმაც შექმნა ეს ღილაკი, ჩაიწერს, რომ თქვენ განახორციელეთ ასეთი მოქმედება. ქუქი-ფაილების მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს წვდომა ამ ქუქი-ფაილებზე და არც მესამე მხარეებს აქვთ წვდომა ჩვენ მიერ გამოყენებული ქუქიფაილების მონაცემებზე. ჩვენი ვებსაიტის ზოგიერთი გვერდი შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე ჩასმულ კონტენტს, როგორიცაა ვიდეო კონტენტი YouTube-დან და ეს საიტები შეიძლება იყენებდნენ თავიანთ ქუქი-ფაილებს. ასე რომ გაეცანით მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ან არ მიიღოთ ქუქი ფაილები, ეს თქვენს ნებაზეა დაფუძნებული, მიუხედავად ამისა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ აირჩევთ ქუქი-ფაილების უარყოფას, თქვენ ვეღარ შეძლებთ ჩვენი ვებსაიტის სრული ფუნქციონალობით სარგებლობას. ბრაუზერების უმრავლესობა საშუალებას იძლევა, რომ შეცვალოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები თქვენს მოწყობილობაში. ეს პარამეტრები, როგორც წესი, მოცემულია თქვენი ბრაუზერის „Options“, ან „Preferences“ მენიუში.

თუ განაგრძობთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას განაცხადებთ ქუქიფაილების ჩაწერაზე თქვენს მოწყობილობაში. თუ აირჩევთ, რომ არ მიიღოთ ქუქიფაილები, ჩვენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ საიტის გამოყენებას ისევე სრულყოფილად შეძლებთ, როგორც ქუქი-ფაილების შემთხვევაში.

როგორ ვიყენებთ ინფორმაციას?

შპს „საქართველო ღვინის აკვანი“ იყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის: რათა ჩვენი პროდუქტების, პროგრამების, ფუნქციების და სერვისების შესახებ მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია; გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა მომსახურება; ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის; კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის; წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.

თუ არ გსურთ მიიღოთ მარკეტინგული ინფორმაცია ჩვენი პროგრამების, პროდუქტების, ფუნქციების ან სერვისების შესახებ, შეგიძლიათ უარი თქვათ მარკეტინგულ კომუნიკაციებზე.

ჩვენ ვიცავთ ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხს ეხება.

როგორ ვაზიარებთ თქვენს ინფორმაციას?

ჩვენ არ ვყიდით თქვენს პირად მონაცემებს სხვა ორგანიზაციებზე კომერციული მიზნებისთვის. ჩვენ მხოლოდ ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რათა მოგაწოდოთ ის პროდუქტები ან სერვისები, რომლებიც თქვენ მოითხოვეთ და რაზეც გვაქვს თქვენი თნხმობა.

ჩვენ ვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას სანდო ბიზნეს პარტნიორებს, კომპანიებს ან მესამე პირებს (რომლებსაც აქვთ ჩვენთან დადებული ხელშეკრულებები), რათა დამუშავდეს პერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენი სახელით და მოგვაწოდო მომსახურება. როდესაც ეს კეთდება, ის ექვემდებარება შეთანხმებებს, რომლებიც ავალდებულებს ამ მხარეებს, დაამუშავონ ასეთი ინფორმაცია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათ გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ ისეთი ინფორმაცია პროდუქტების შესახებ, რომელიც პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, მხოლოდ სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისთვის, თუმცა წვდომა იმის შესახებ, თუ ვინ მიიღო მასში მონაწილეობა, რასაკვირველია, არ იქნება შესაძლებელი.

როდესაც ვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ ვრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, ვაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ 8 ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა.

ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლებელია გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინსქტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.

რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?

მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ვებგვერდის ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით გადაცემის მდგომარეობაში ჩვენთვის გახდა ხელმისაწვდომი. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად და სანდოდ მიიჩნევთ.

უსაფრთხოება

ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან. ჩვენ ვიღებთ ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელიც თქვენი მონაცემების უსაფრთხოების დასაცვად არის აუცილებელი. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ვებსაიტი დაცულია გონივრული უსაფრთხოების ზომებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამჟამინდელი ტექნოლოგიით. ჩვენ გირჩევთ, ხშირად შეცვალოთ პაროლი და არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა ვებსაიტებისთვის, ასევე გირჩევთ, რომ არ გადასცეთ პირადი ან საიდენტიფიკაციო ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ 9 შეგვიძლია დავიცვათ და არც ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გადასცემთ სხვა მომხმარებლებს.

სამწუხაროდ, ინტერნეტზე დაფუძნებული არცერთი სერვისი არ არის სრულიად უსაფრთხო. ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას თქვენს საიტზე გადაცემული მონაცემების უსაფრთხოებაზე. ნებისმიერი პირადი იმფორმაციის გადაცემა თქვენი რისკის ქვეშაა. თქვენი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჩვენ გამოვიყენებთ მკაცრ პროცედურებსა და უსაფრთხოების ფუნქციებს, რათა თავიდან ავიცილოთ არაავტორიზებული წვდომა. მავნე პროგრამების რეგულარული სკანირების გამოყენების გარდა, თქვენი პერსონალური ინფორმაცია დაცულია დაცულ ქსელებში და ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პირებისთვის, რომლებსაც აქვთ სპეციალური წვდომის უფლებები ასეთ სისტემებზე და მოეთხოვებათ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

თქვენი პერსონალური ინფორმაციის შენახვა

თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორც წესი, შეინახება მანამ, სანამ აღარ იქნება საჭირო სერვისების მიწოდება ან სანამ თავად არ მოგვთხოვთ მის წაშლას, ან სანამ თქვენი ანგარიში არ წაიშლება. გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება შევინარჩუნოთ ინფორმაცია წაშლილი ანგარიშებიდან კანონის შესასრულებლად, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, გამოძიებებში დასახმარებლად, გამოყენების პირობების აღსასრულებლად და კანონით ნებადართული სხვა ქმედებების განსახორციელებლად. ჩვენს მიერ შენახული ინფორმაცია დამუშავდება ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

18 წელს მიუღწეველი პირების შესახებ ინფორმაცია

ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას და არ ვემსახურებით იმ პირებს, რომელთაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევიათ. ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით პერსონალური მონაცემების გადაცემამდე 18 წელს მიუღწეველმა პირებმა უნდა მოიპოვონ და წარმოადგინონ ნებართვა მშობლებისგან ან კანონიერი წარმომადგენლებისგან. ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ მინიმუმ 18 წლის.

როგორ შეგიძლიათ თქვენს პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?

თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ თქვენს შესახებ შემდეგი ინფორმაცია: რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ; რა არის თქენი მონაცემების დამუშავების მიზანი; რა არის თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; როგორ მუშავდებოდა თქვენი მონაცემები; ვისთვის მოხდა თქვენი მონაცემების გაზიარება; მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, იმ მონაცემების ასლი, რომელსაც ვამუშავებთ. თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება, მოითხოვოთ თქვენი მონაცემის ცვლილება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ის არის არასრული, არაზუსტი, მოძველებული ან უკანონო გზით მოპოვებული.

ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა არ მოგვცეს უფლება დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ან სხვა კანონმდებლობიდან გამომდინარე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ უფლებამოსილი ხართ, გქონდეთ წვდომა ჩვენს საიტზე არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე, გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მოითხოვოთ ჩვენთან დაცული პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (შემდგომში – GDPR) შესაბამისად, იმ მიზნით, რომ, მონაცემთა სხვა დამმუშავებელს მისცეთ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენების შესაძლებლობა, მონაცემთა უსწორობის შემთხვევაში მოითხოვოთ უსწორობის აღმოფხვრა და აგრეთვე თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა. თქვენ შემთხევაში თუ შეცვლით მონაცემებს, ელ-ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ნომერს ან სახელს, გთხოვთ რომ აღნიშნული ნებისმიერი ცვლილების თაობაზე შეგვატყობინოთ ელექტრონულ ფოსტის – support@gcwine.io საშუალებით და მოგვაწოდოთ სწორი დეტალები.

საჩივრის წარდგენა

თუ დაირღვევა თქვენს პერსონალურ მონაცემებთან მოპყრობის წესები და თვლით რომ თქვენი პერსონლაური მონაცემები უკანონოდ მუშავდება, რომლებიც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით, თქვენ უფლება გაქვთ, საჩივრით მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რომელიც წარმოადგენს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს,

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მისამართი: საქართველო, თბილისი, ნ. ვაჩნაძის N°7, 0105

ტელ: (+995 32) 242 1000

ელ. ფოსტა: office@pdps.ge.

თქვენ ასევე უფლება გაქვთ საჩივრით მიმართოთ საქართველოს საერთო სასამართლოებს.

ცვლილებები

შპს „საქართველო ღვინის აკვანი“-მ შესაძლოა დროდადრო განაახლოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა საჭიროებისამებრ, აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად, რომელიც განთავსებული იქნება ჩვენს ვებგვერდზე. ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში – პოლიტიკა) თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდით სარგებლობა.

წინამდებარე პოლიტიკის ბოლო აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა პოლიტიკის უკანასკნელი განახლება.

კითხვები

ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც გაგიჩნდებათ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: support@gcwine.io

კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელი:

უშანგი მატიაშვილი ceofunder@gcwine.io

ძალაში შესვლის თარიღი: 2022 წლის 22 დეკემბერი

ka_GEGeorgian