ბლოგი

დამაარსებლის წერილი საზოგასოებასთან

გაფრთხილებთ, ყურადრებით გაეცანით და გაიაზრეთ რისკ ფაქტორები, არ იყიდოთ GCWine (GCW) ტოკენი ისეთი ფულით და არ განახორციელოთ თქვნი მთლიანი დანაზოგების ინვესტირება, ჩადეთ მხოლოდ ის თანხა, რომლის მთლიანი დაკარგვა არ გამოიწვევს თქვენი ფინანსური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას. კრიპტო ბაზარი არის ძალიან სარისკო და უაღრესად არასტაბილური, რამაც შესაძლოა თქვენი მთლიანი დანაზოგი დაგაკარგვინოთ, ამიტომ სანამ გადაწყვეტთ GCWine (GCW) ტოკენის ყიდვა/გაყიდვას გაიარეთ კონსულტაცია შესაბამის პროფესიონალებთან და საკუთარი რისკით და პასუხისმგებლობით მოახდინეთ GCWine (GCW) ტოკენის ყიდვა/გაყიდვა, რითიც ჩვენ ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას თქვენს მიმართ, და მხოლოდ და მხოლოდ ამ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში გააკეთეთ ინვესტიცია. თუ GCWine (GCW) ტოკენს ყიდულობ, ესე იგი გააზრებული გაქვს ყველანაირი რისკი და აქცეპტირებას უკეთებ, რის მიხედვითაც ჩვენ გვეხსნება ყველანაირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა თქვენი დაკარგული ფულის მიმართ.
GCWine (GCW) ტოკენი არის უტილიტი ტოკენი და გახდება ხიდი რელურ ბიზნესსა და დიგიტალურ სამყაროს შორის. რაც სინამდვილეში ბიტკოინი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბიტკოინი ჩამოყალიბდა და განვითარდა როგორც დიგიტალური ოქრო და ესეც დარჩება. GCWine (GCW) ტოკენი კი იქნება დიგიტალური ფული, რომელითაც უახლოს მომავალში პირველ რიგში შეძლებთ „საქართველო ღვინის აკვანი“-ის და მომავაში ჩვენი პარტნიორი კომანიების პროდუქციის და მომსახურების ყიდვას.
ჩვენი მიზანია დავიწყოთ ღვინით და შემდეგ გრძელვადიანად დავფაროთ მთლიანი სასურსათო ბაზარი მთელს მსოფლიოში, რათა GCWine (GCW) ტოკენის მეშვეობით მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში იყოს შესაძლებელი სასმელი და საკვები საშუალებების ყიდვა. ჩვენი მომავალი საქმიანობის და ტოკენის ფუნქციების შესახებ ვრცლად იხილავთ „თეთრ ქაღალდი“-ში.
კრიპტოს რეალურ ბიზნესთან დაკავშირება არც თუ ისე ადვილია, რადგან რეალურ ბიზნესში ხალხის დიდი ნაწილი ძალიან სკეპტიკურადაა განწყობილი ამ საკითხის მიმართ, უნდობლობას უცხადებს მას, არსებული რისკ ფაქტორებისა და არასტაბილურობის გათვალისწინებით, ამიტომ ყველაზე მარტივი გამოსავალი არის თავად კრიპტომ ააწყოს რეალური ბიზნესი.
მე როგორც ამ იდეის ავტორი, „საქართველო ღვინის აკვანი“ დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი, დიდი ხანია შეხება მაქვს კრიპტო სამყაროსთან და ინვესტიციებიც გამაჩნია კოინებში და ტოკენებში, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში ვერ ვიყენებ და ნათლად იყო ეს პრობლემა ჩემთვის ცნობილი, ამიტომ გადავწყვიტე თავადვე მომეგვარებინა და მომეძებნა პრობელმის გადაჭრის უმარტივესი გზები.
მე ქართველი ვარ, ჩემს ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს, რითაც ძალიან ვამაყობ. ისევე როგორც ყველა ქართველს, ბავშვობიდან მაქვს შეხება ღვინოსთან, ხშირად დამიმზადებია ღვინო უძველესი ტრადიციული მეთოდებით, ასევე ჭაჭა (ქართული ჭაის არაყი). როგორც უკვე ქართული ღვინის ისტორიიდან შეიტყობდით, საქართველო ღვინის სამშობლოა, ჩვენ იდენტობასთან ასოცირდება და აგერ უკვე რვა ათასი წელია ისევ იმ ტრადიციული მეთოდით ვამზადებთ ღვინოს, როგორც მაშინ ამზადებდნენ (რა თქმა უნდა თანამედროვე მეთოდსაც ვიყენებთ), ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემექმნა ქართული ღვინის ტოკენი, რომლის მეშვეობითაც დავაკავშირებდი რეალურ ბიზნესს დიგიტალურატან, თან სხვა მრავალ ფუნქციასთან და დანიშნულებასთან ერთად ქართული ღვინის ყიდვა იქნება შესაძლებელი. გადავწყვიტე, რომ იყოს ძალიან მაღალი მთლიანი რაოდენობა და იყოს ძალიან დაბალი ფასი, რათა ნებისმიერს მსურველს რომელიც ჩვენ წესებს და პირობებს აკმაყოფილებს და ეთანხმება, შეძლოს ამ ტოკენის ყიდვა მიუხედავად მისი ფინანსური შესაძლებლობებისა, ასევე დავაწესეთ ყიდვის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც ვერიფიცირებულ მომხმარებელზე 10 BNB-ს შეადგენს, რათა არ მოხდეს სახსრების ცენტრალიზება, რათარაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდეს, ჩვენი მიზანია ცოტა კოინი ბევრ ადამიანს არა ბევრი კოინი ცოტას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქეშის სისტემას და განაწილებას.
ასე ვაპირებთ იმ კანიონის გადაკვეთას რაც რეალურ ბიზნესსა და დიგიტალურ ბიზნესს შორისაა.