რისკები და პასუხისმგებლობის გამორიცხვა

ციფრული აქტივებით ვაჭრობა ძალიან სარისკო საქმიანობაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უზარმაზარი დანაკარგები. ციფრული აქტივების ღირებულება შეიძლება დაექვემდებაროს მნიშვნელოვან მერყეობებს, რადგან კრიპტოვალუტა არ არის რომელიმე ცენტრალური ბანკის ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფული და ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში კრიპტოვალუტა არ არის აღიარებული როგორც ვალუტა ან გადახდის კანონიერი საშუალება. ციფრული აქტივების უმეტესობა, კრიპტოვალუტების ჩათვლით, არ არის გამყარებული რომელიმე სხვა აქტივით. კიდევ ერთი რისკი დაკავშირებულია ფასებით მანიპულაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს DEX სმარტ კონტრაქტში დავაწესეთ GCW ტოკენის მაქსიმალური ყიდვის ლიმიტი (10 BNB-ის ღირებულების GCW ტოკენები), კრიპტოაქტივების გაცვლის პლატფორმებზე სავაჭროდ განთავსების შემდეგ მსხვილ ინვესტორებს შეიძლება მაინც ჰქონდეთ დიდი რაოდენობით GCW ტოკენების ყიდვის შესაძლებლობა, რითაც, სულ მცირე, თეორიულად ექნებათ ფასებით მანიპულირების შანსი. გარდა ამისა, GCW ტოკენმა შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგოს ღირებულება კრიპტოაქტივებისთვის დამახასიათებელი რყევებისა და არაპროგნოზირებადობის გამო. GCW ტოკენმა ასევე შესაძლოა ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგოს თავისი ღირებულება, თუ შპს საქართველო ღვინის აკვანის ბიზნეს მიზნები ნაწილობრივ ან მთლიანად ვერ იქნება მიღწეული.
2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში. ამ ცვლილებების თანახმად, ვირტუალური აქტივის მომსახურების ყველა პროვაიდერი (VASP-ები) დაექვემდებარა საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, რომლის ფარგლებშიც კრიპტო-საქმიანობისთვის მოითხოვება ლიცენზია. ამ ლიცენზიის აღების წესები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, რომელიც ძალაში შევა 2023 წლის 1 ივლისიდან. შპს საქართველო ღვინის აკვანი გააკეთებს განაცხადს ლიცენზიის მოსაპოვებლად, როგორც კი მას ექნება საკმარისი რესურსი ლიცენზიის აღებისთვის ბრძანებით გათვალისწინებული კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. ის იურისდიქციები, რომლებშიც ამ ეტაპზე არ შეგვიძლია კრიპტო-ლიცენზიის აღება, ჩამოთვლილია აკრძალული იურისდიქციების სიაში.

შპს საქართველო ღვინის აკვანი გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერი პოტენციური ზიანისთვის, რომელიც შეიძლება მოგადგეთ იმის გამო, რომ არ ჩაატარეთ დამოუკიდებელი კვლევა ან/და ჩვენი სერვისების გამოყენების შედეგად, მათ შორის, GCW Token-ის ყიდვის გამო, ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებული რისკების გააზრების გარეშე. მხოლოდ თქვენ ატარებთ თქვენი GCWine ტოკენების ღირებულების მერყეობის, გაუფასურების ან/და დაკარგვის რისკს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი თეთრი ქაღალდი – https://gcwine.io/whitepaper/.

ჩვენი გუნდი იღებს ყველა გონივრულ ზომას იმისთვის, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაძლო კიბერ-შეტევების რისკები. თუმცა, დღესდღეობით, ჰაკერული ტექნოლოგიები იმდენად განვითარებულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ვერ გავუმკლავდეთ გარკვეულ კიბერშეტევებს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ დაგვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი წესები და პირობები.
ka_GEGeorgian