მთავარი » faq2
GCWine-ის პროექტის უკან მდგომი გუნდი
GCWine-ის პროექტის უკან დგას შპს საქართველო ღვინის აკვანი. ის არის
საქართველოში რეგისტრირებული კომპანია და ექვემდებარება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. GCWine-ის პროექტი ხორციელდება
ღვინისა და ბლოკჩეინის ექსპერტთა გუნდის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს
ღვინით ვაჭრობაში რევოლუციური ცვლილებების შეტანას და ღვინის
ინდუსტრიის მოდერნიზებას. კიდევ ერთი მიზანია კრიპტოს ინტეგრირება
რეალურ ბიზნესში.
GCWine-ის გუნდი შედგება პერსონალისგან, რომელიც სპეციალიზებულია სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, კომპანიის მართვაში, მეღვინეობაში, ბლოკჩეინში, სამართალში, დიზაინში, ვებ დეველოპმენტში, მარკეტინგისა და სხვა სფეროებში, რომლებში გამოცდილებაც მათ მიიღეს ამ და სხვა სფეროებში სწავლისა და მუშაობის დროს. ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრი და მათი ოჯახი მეღვინეობას ტრადიციული ქართული მეთოდებით მისდევს (მაგრამ არა კომერციული მიზნებისთვის). მეღვინეობისა და ბლოკჩეინის სიყვარული და პატივისცემა არის ის, რაც აერთიანებს ჩვენს გუნდს. ჩვენი გუნდის წევრების სია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე: https://gcwine.io/#about-us
ჩვენი პარტნიორები ძირთადად არიან მცირე მეღვინეები, ღვინის უმაღლესი
ხარიხით. თუმცა ისინი ფინანსური თვალსაზრისით არ არიან ჩართულნი GCWineის პროექტში.
პროექტის მხარდაჭერა ხორციელდება თავიანთი სფეროების ექსპერტების მიერ,
რომლებიც არიან ჩვენს გუნდში და ძირითადად მუშაობენ თავიანთი
სპეციალობებით. თუმცა ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად თითქმის ყველა საკითხზე.