საქართველოში ღვინის უძველესი ტრადიციაა მსოფლიოში
აქ აღმოაჩინეს უძველესი ღვინის მჟავა და აქ პირველად მოაშენეს კულტურული ვაზი, ამ აღმოჩენას მოწმობს 2017 წლის 13 ნოემბერს ამერიკული მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია „Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus“ („საქართველოსადრეულინეოლითურიღვინოსამხრეთკავკასიიდან“).https://www.pnas.org/doi/10.1073/pnas.1714728114 რომელიც, ამ აღმოჩენას მიეძღვნა და მასში ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი.
საქართველოში არსებული ყურძნის ორიგინალური 525 ჯიშიდან 437 ჯერ კიდევ იზრდება, თუმცა, ძალიან ცოტამ იცის, რომ ღვინის წარმოების უძველესი ტრადიციები საქართველოს თითქმის ყველა ოჯახში ჯერ კიდევ ცოცხალია და ჩვენ ისევ ვაგრძელებთ წინაპრებისტრადიციებთ ღვინის დაყენებას.
ქართული ტრადიციის თანახმად, როდესაც მეომარი ომში მიდიოდა უბით მიჰქონდა თან ვაზის რტო რათა მისი სიკვდილის შემდეგ როგორც ახალი სიცოცხლე ვაზი აღმოცენებულიყო, შემოსევების დროს მტერი ყველაფერს ანადგურებდა და არც ვენახებს ინდობდა, რადგან ღვინო ჩვენთვის ჩვენ სარწმუნოებასთან და იესოს სისხლთან ასოცირდება, ამიტომ ყველანაირად ცდილობდნენ ჩვენი წინაპრები, რომ არც ღვინო და არც სარწმუნოება არ დაეკარგათ.