GCWine-ის პროექტისა და GCWine (GCW) ტოკენის მიმოხილვა

GCWine (GCW) არის იუთილითი (გამოყენებითი) ტოკენი, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული ღვინის ინდუსტრიის დაკავშირებას ციფრულ სამყაროსთან ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მეშვეობით. ის დაპროგრამებულია BNB (BEP-20) Smart Chain-ზე. GCW Token-ის მფლობელებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ ქართული ღვინო ფასდაკლებით, თავიანთი ტოკენების ან სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებით. გარდა ამისა, მფლობელებს საშუალება აქვთ შექმნან საკუთარი დიზაინის ღვინის ეტიკეტი და საკუთარი ღვინის ნაზავი ქართული ყურძნის 525 ჯიშის გამოყენებით.
იუთილითი (გამოყენებითი) ტოკენი არის ციფრული ერთეული, რომელიც გაძლევთ წვდომას კომპანიის პროდუქტებზე ან/და მომსახურებებზე. ის შექმნილია უკვე არსებული კოინის ბლოკჩეინზე ან სხვა ბლოკჩეინზე. იუთილითი ტოკენი იქმნება სპეციალური კოდის მეშვეობით, რომელსაც ეწოდება სმარტ კონტრაქტი.
GCWine პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ღვინის წარმოებასა და ექსპორტს ჯერ საქართველოში, შემდეგ კი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ამ მიზნის მიღწევა იგეგმება მეღვინეობის ინდუსტრიაში ბლოკჩეინის, სმარტ კონტრაქტისა და ვებ 3 ტექნოლოგიების ინტეგრირებით. საბოლოო ჯამში, GCWine პროექტი აპირებს მოიცვას კვებისა და სასმელების მთელი ინდუსტრია.
GCWine ტოკენის მიზანია, იყოს გადახდის მეთოდი თავდაპირველად ღვინის შეძენისას და, საბოლოო ჯამში, ზოგადად საკვებისა და სასმელების ყიდვისას. GCWine ტოკენი გამიზნულია იყოს კრიპტოვალუტა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება რეალურ ცხოვრებაში, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, გამოიყენონ კრიპტოვალუტა რეალური პროდუქტებისა და სერვისების შესაძენად.
GCWine-ის პროექტი გთავაზობთ ისეთ უპირატესობებს, როგორებიცაა გაუმჯობესებული სიჩქარე, უსაფრთხოება და გამჭვირვალობა ღვინით ვაჭრობაში GCW Token-ის, როგორც გადახდის საშუალების, დანერგვით. გარდა ამისა, ღვინის მწარმოებლებს საშუალება ექნებათ, წარუდგინონ თავიანთი პროდუქცია უფრო ფართო აუდიტორიას.
GCWine ტოკენი დაპროგრამებულია BNB (BEP-20) Smart Chain-ზე. შესაბამისად, GCWine-ის პროექტის ტექნოლოგიური საფუძველია ბლოკჩეინი, სმარტ კონტრაქტი, DeFi (დეცენტრალიზებული ფინანსები) და Web 3 (მე-3 თაობის ინტერნეტი).
სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, GCWine ტოკენი გამოყენებული იქნება რეალურ ცხოვრებაში.
GCWine ტოკენების მაქსიმალური რაოდენობაა 105 000 000 000 000 000 000 000 GCW ტოკენი. მეტი ტოკენი აღარ შეიქმნება.
ka_GEGeorgian